რა არის front.ge?


front.ge არის ონლაინ ფორუმი, სადაც ფრონტის მონაწილეები მსჯელობენ ყველა მათთვის საინტერესო თემაზე.

ვის შეუძლია გახდეს ფრონტის წევრი?

ნებისმიერს, ვისაც ქართულად წერა და კითხვა შეუძლია.

რას ნიშნავს თვალახვეული რობოტი?


თვალახვეული რობოტი ატარებს სამ ძირითად კომპონენტს, რაზეც არის ფრონტი აგებული.

  1. რობოტი ასოცირდება თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიებთან, ანუ მომავალთან.
  2. მომღიმარი სახე ნიშნავს ფრონტზე არსებულ მეგობრულ და სასიამოვნო ატმოსფეროს, რომლის შენარჩუნება არის ფრონტის მთავარი მიზანი.
  3. ახვეული თვალი ასოცირდება მეკობრესთან, ანუ თავისუფლებასთან. ფრონტი თავისუფალი ადამიანების გაერთიანებაა.

რაზე შეიძლება ვწეროთ ფრონტზე?


ყველაფერზე იშვიათი გამონაკლისების გარდა. ესენია:
ძალადობის, ტერორიზმის, ქსენოფობიის, რასიზმის, გენდერული უთანასწორობის, ჰომოფობიის, პედოფილიის და სხვა სექსუალური პერვერსიების (ზოოფილია, ნეკროფილია და ის რაც საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია) პროპაგანდა.

ანიჭებს თუ არა ფრონტი რომელიმე პოლიტიკურ ან რელიგიურ მიმდინარეობას უპირატესობას და აისახება თუ არა ეს ფრონტის პოლიტიკაში და წესებში?


არა.

შემიძლია მთავრობის, ეკლესიის და ნებისმიერი საჯარო ან კომერციული პირის კრიტიკა?


რა თქმა უნდა.

არის თუ არა ჩემი ინფორმაცია და ჩემს მიერ შექმნილი კონტენტი ანონიმური?


ფრონტის შექმნის ერთ-ერთი მიზანი იყო, ყოფილიყო ისეთი ფორუმი, სადაც ანონიმურად იქნებოდა შესაძლებელი ყველაფერზე წერა. თუ თქვენ იცავთ თქვენს ანონიმურობას და არ ხართ ფრონტზე ნამდვილი სახელით და გვარით, ან არ იყენებთ თქვენს ნამდვილ სურათს, მაშინ თქვენი ანონიმურობა უფრო იზრდება.

რამდენი თემის გახსნა შემიძლია?


რამდენიც გინდათ.

რას ნიშნავს nsfw თემის სახელწოდებაში?

ცნობილი აბრევიატურა - Not Safe For Work (nsfw), რომელიც მიუთითებს, რომ თემაში შეიძლება იყოს კონტენტი, რომლის ნახვაც სამუშაო ან ხალხმრავალ ადგილებში არაა რეკომენდირებული. თუ თქვენც ქმნით ასეთ კონტენტს, სათაურში დაურთეთ ეს აბრევიატურა ამგვარად [nsfw] თემის სათაური.

როგორ შემიძლია თავი დავიცვა სპამისგან ან ისეთი კონტენტისგან, რომელიც წესებს არღვევს და მიუღებელია ფრონტისთვის?


გამოიყენე პოსტის ბოლოში პანელზე მოთავსებული დარეპორტების ფუნქცია. 5 რეპორტი ავტომატურად გახდის პოსტს უჩინარს და შემდეგ მოდერატორი გადაწყვეტს, არღვევდა თუ არა პოსტი ფრონტის წესებს. დანარჩენი ფუნქციების სანახავად იხილე ეს თემა.

როგორ გავხდე მოდერატორი?


უახლოეს მომავალში ფრონტზე გამოჩნდება ფუნქცია, რომელიც აქტიურობის მიხედვით მომხმარებელს უზრდის რანკს ავტომატურად, საბოლოოდ კი აღწევს მოდერატორის რანკს და შეეძლება მოდერაციისთვის დამახასიათებელი ყველა ფუნქციის შესრულება. ეს არ იქნება იოლი მისაღწევი, მაღალ რანკს დასჭირდება ფრონტელების მხარდაჭერა, რომელიც აუცილებელია ამ რანკის მისაღწევად. ამ ფუნქციის ზუსტი გზამკვლევი მალე გამოქვეყნდება ფრონტზე.

სხვა რას მეტყვით საინტერესოს?


ფრონტის განვითარებასთან ერთად ეს გვერდი კვლავ შეივსება. ასე რომ ხანდახან შეამოწმე ხოლმე :).