რა ინფორმაციას კრებს ფრონტი მომხმარებლისგან?
ფრონტზე რეგისტრაციისას სერვერზე ფიქსირდება თქვენი ელფოსტა, რომელსაც იყენებთ ფრონტზე შემოსასვლელად და/ან ავტორიზაციის გასავლელად. სერვერზე ასევე ავტომატურად ფიქსირდება თქვენი IP მისამართი, როგორც ყველა სხვა სოციალურ ქსელსა თუ ფორუმზე.
რაში იყენებს ფრონტი ამ ინფორმაციას?
ელფოსტა - ფრონტის ავტომატური სერვისი, მომხმარებლის არჩევანის საფუძველზე აგზავნის პერიოდულ წერილებს და დაიჯესტებს ფრონტზე მომხდარი ამბების შესახებ.
IP - ფრონტი არანაირი სახით არ იყენებს მომხმარებლის IP მისამართს.
როგორ იცავს ფრონტი მომხმარებლის ამ ინფორმაციას?
ფრონტი იყენებს სერვერზე მონაცემთა დაცვის სხვადასხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც მუდმივად ახლდება.
შეუძლია თუ არა მესამე მხარეს მომხმარებლის ინფორმაციის გამოყენება?
ფრონტი არ ყიდის და არ გადასცემს მომხმარებლის პირად ინფორმაციას არავის და ყოველთვის შეეცდება, რომ ეს ინფორმაცია დარჩეს კონფიდენციალური.
სხვა სახის პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება.
თუ მომხმარებელს აქვს სურვილი, რომ გამოაქვეყნოს საკუთარი პირადი ინფორმაცია რომელიმე თემაში ან პირად მიმოწერაში, ფრონტი ამაში ხელს არ შეუშლის. თუმცა, მომხმარებელი უნდა აცნობიერებდეს იმ ფაქტს, რომ ფრონტი არის ღია სივრცე და ამგვარი სახის ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება სხვებისთვისაც.
ცვლილებები ამ წესებში.
მომავალში პრივატულობის შესახებ წესებში ცვლილებების შეტანა საჯაროდ გახდება ცნობილი ყველა მომხმარებლისთვის, ძალაში შესვლამდე რამოდენიმე დღით ადრე.