3D printing - მსოფლიოს მომავალი


#1

სამგანზომილებიანი ბეჭდვა რომ მომავალია, უკვე ნათელია. დროთა განმავლობაში იგი შეცვლის მასობრივი წარმოების პარადიგმას და საერთოდ თავდაყირა დააყენებს ეკონომიკას, მედიცინას და მონათესავე სფეროებს. საქართველოს ადგილი აქ სადაა, ჯერ ვერ ვხედავ. თუმცა ეს სხვა თემაა. 3D ბეჭდვით შეიძლება როგორც მარტივი ჭიქის მიღება საკუთარ სარდაფში, საკუთარი დიზაინით, ზომით, დამთავრებული იარაღით. წარმოიდგინეთ ეგეთი რამე: გაგიფუჭდა რაღაც დეტალი, ან ნივთი. იმის ნაცვლად, რომ ეძებო საიტებზე ან მაღაზიებში, ინტერნეტიდან ქაჩავ დიზაინს და გაუშვებ ბეჭდვაზე. ნახევარ საათში შენი დეტალი მზადაა. ეს რითი ემუქრება ჩინეთის და სხვა ქვეყნების დასავლურ ბაზარზე ორიენტირებულ მასობრივი წარმოების ინდუსტრიას, ხომ წარმოგიდგენიათ?

/discuss.


#2

ან 3დ პრინტერით ბეჭდავ მომცრო 3დ პრინტერს მეგობრისთვის :heart:

აი სად გამომადგება ჩემი მივიწყებული 3D Studio Max-ის სქილები )))


#3

#4

100$-იანი პრინტერი. კიკსტარტერზე 50 000$ დასჭირდათ და 600 000 მიიღეს.


#5

ბევრ რამეს შეცვლის მაგრამ იმას არ ნიშნავს რო მასიურ წარმოებას ჩაანაცვლებს, არამგონია მასიურ წარმოებაზე უფრო იაფი გახდეს 3D პრონტინგი უახლოეს მომავალში.


#6

ეგ ის პონტია სასტამბო მომსახურება კიდევ რომ არსებობს, თუმცა თავის კონსპექტს უკვე ყველა სახლში ბეჭდავს და “ქსეროქსებთანაც” ნაკლები რიგია


#7

უახლოესში არა რა თქმა უნდა. მაგრამ ასე 15-20 წლის შემდეგ, როცა მეინსტრიმი გახდება, მარტივი რაღაცეების კეთება უკვე გადმოვა ლოკალურად. დავუშვათ კორპუსში საზიაროდ აქვთ ერთი პრინტერი :smiley:, ნელ-ნელა ოჯახებში გადმოვა და მერე მანდ დაბეჭდილი უკვე იაფი და უკეთესი იქნება, ვიდრე საიდანღაც ჩამოტანილი. დიზაინი შენს ხელშია, ფორმა შენს ხელშია, ფერი შენს ხელშია. ნეტში კიდევ იქნება არანორმალური რაოდენობის ტემპლეიტები და ეგაა.
პ.ს. უბრალოდ თავიდან ეგ განვითარებული ქვეყნების ფუფუნება იქნება. ჩვენთან ეხლა რამე რომ დადგა საზიაროდ, 3-ჯერ დომინოს ქვებს და ნარდს დაპრინტავენ და მერე ეგ პრინტერი ლომბარდში მოხვდება.


#8

რაღაც მსგავსი შედარებით მარტივები როგორც ვიცი უკვე არის საქართველოში და რთული გასაკეთებელიც არაა. ძაან მარტივის აწყობა როგორც მახსოვს 400-500 გელა ჯდება. ძმაკაცი იყო დაინტერესებული და ეგრე მახსოვს


#9

:grinning:


#10

3D პრინტინგი და ორგანოების პრინტინგი

:smile:


#11

#12

ძაან მაგარია ორგანოების პრინტინგი,
მე როგორც მახსოვს თირკმელებს ბეჭდავდნენ, და მუშაობს ეგ თირკმელები?


#13

მთელი პრობლემა სისხლძარღვების ქსელი იყო და ბოლოს აპირებდნენ გარდაცვლილი ადამიანის ორგანოებიდან მიეღოთ და მაგაზე “დაეშენებინათ”. რამდენად გამოუვიდათ - არ ვიცი


#14

აი ესენი უბერავენ მაგრად.


#15

პირველი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც 3გ ბეჭდვით გაკეთდა.
სად?

ტექსას, მადაფაკა! :smiley:


#16

გამოიცანი ჩვენთან რა გაკეთდება პირველი?


#17

ეკლესიას დაბეჭდავენ უეჭველი :smiley: :smiley:


#18

თუ ქალს ჩაუვარდება პირველს ჩუმად ფალოსს გააკეთებს და თუ კაცს ძუძუებს :))


#19

აქ არის საინტერესო ამოპრინტული საგნები და ორგანოები


#20

პიცაც დაბეჭდეს: