ambulatoria.moh.gov.ge - მოძებნე ოჯახის ექიმი

booking-moh-gov-ge
კოვიდ19

#1

https://ambulatoria.moh.gov.ge - ზე შეგიძლიათ მოძებნოთ ოჯახის ექიმი და მიიღოთ ინფორმაცია პირველადი ჯანდაცვის ცენტრის შესახებ.

პროცედურა მარტივია, საიტზე შესვლისას თქვენი პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ გაარკვევთ სად ხართ დარეგისტრირებული და რომელი ექიმია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგზე პასუხისმგებელი.

ესაა ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება: :point_down:

"თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია.

თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით უნდა დაუკავშირდეს სადაზღვეო კომპანიის ოჯახის ექიმს.

თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505 საინფორმაციო პორტალის ამოქმედების მიზანი, 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.

ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს: http://ambulatoria.moh.gov.ge/ ან დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505"