ბავშვობაში მეგონა რომ...


#1

ბავშვობაში მეგონა რომ:
ღრუბლებს თოვლი მიჰქონდათ ამერიკაში :დ
ღრუბლები რომ მოძრაობდნენ სინამდვილეში დედამიწა ბრუნდავდა მაგ სისწრაფით :დ
რამის გადაცდენისას რომ მეუბნებოდნენ ჭერში აიხედე ნათლიაშენიაო სულ თამრიკო დეიდას ველოდებოდი ჭაღზე ჩამოკიდებულს :დდდდ

კიდევ გამახსენდება რაღაცები :დ


#2

მე მეგონა, რომ ზაფხულობით როცა დასასვენებლად ვიყავით, საღამოს ზღვა იკეტებოდა და ამიტომ უნდა მიგვესწრო :smiley:


#3

ბავშვობაში მეგონა რომ ყველაფერი წინ იყო.

არც შევმცდარვარ!


#4

ბავშვობაში მეგონა, რო ვახტანგ გორგასალი იყო სადღაც სამასი ოთხასი წლის წინ და ებრძოდა თათრებს (ჩალმიანი აბდუშაჰილების პონტებს) და რო წავიკითხე რო 1500 წლის წინ იყო და ებრძოდა სპარსელებს, მეთქი ვა :smile:


#5

ბავშვობაში წარმოსახვითი მეგობრები მყავდა ორი :დდდდ


#6

მე მეგონა, რომ ფუნიკულიორის ანძაზე მომუშავე ხალხი იქ იბადებოდა, იზრდებოდა, მუშაობდა და იქვე ასრულებდნენ სიცოცხლეს :D.


#7

მეგონა რომ ჭაღის ჩრდილი ცოცხალი არსება იყო რახან მოძრაობდა და მეშინოდა :smile:
მეგონა რომ დახვრეტა პირდაპირი მნიშვნელობით გაბურღვას ნიშნავდა :smile:


#8

მეგონა რომ ოჯახის წევრები სახლიდან როცა მიდიოდნენ სინამდვილეში არსადაც არ მიდიოდნენ არამედ ქრებოდნენ კარების უკან. რამდენიმე საათის მერე ისევ ჩნდებოდნენ. მწვავე სოლიფსიზმი მჭირდა 5 წლამდე. :XD


#9

ისე ბავშობაში ვერ ვხვდებოდი მანდამაინც კონკრეტულ სამარშუტო ტაქსს რატო ველოდებოდი. ყველა ხო გაჩერებიდან ერთი მიმართულებით მოძრაობდა :))


#10

გვერდზე სხვა ენებზე ვნახულობდი და ქურთულზე 2 წინადადებაშია აღწერილი.

Solîpsîzm, termî felsefe (le latînewe solus ipse = her min). Wate her min û serpêhatî ez heya.

საინტერესოა რა წერია :D.


#11

ბავშვობაში მეგონა რომ ქარი ხეების რხევის გამო ქროდა.


#12

ალისა საოცრებათა ქვეყანაშის მსგავსი სიუჟეტი მანამდე მესიზმრებოდა სანამ წავიკითხავდი :დდ


#13

ისე არ გყავდა ალბათ რეალური და მაგიტომ. ასე ხდება ხოლმე :smile:


#14

მეც მეც ეგრე მეგონა მაგრამ მერე რომ ვიკითხე აბა ხეებს რაღა არხევთ თქო…მანდ გავიჭედე :smile:


#15

ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა ყოველთვის :დ ზედმეტად ბევრიც კი :დ


#16

რომ უჭკვიანესი ადამიანი ვიყავი… მერე, მერე გავიზარდე :grin:


#17

მე კიდე მეგონა რომ საიტის დამზადება ძალიან მარტივი რამ იყო.