BlackBerry


#1

სულ მაინტერესებდა რატო ღირს BlackBarry ასეთი ძვირი, და ხომ ვერ მეტყვით? რა შესაძლებლობები აქვს რო ამდენ ფასს ადებენ?


#2

შესაძლებლობები აღარაფერი ისეთი იმის მერე, რაც აიფონი და ანდროიდი გამოჩნდა. უბრალოდ ჰაი ენდ მოდელები ძალიან ხარისხიანად არის გაკეთებული. ხელში რომ აიღებ, ეტყობა. ვგულისხმობ ძველ ჰაი ენდ მოდელებს, Bold 9700/9900, Torch 9800/9810. მარტო მაგის გამოც არა, გამომდინარე იქიდან, რომ ტრადიციულად ბლეკბერი ამერიკულ ბიზნეს სექტორზე იყო გათვლილი (პირველები იყვნენ, ვინც იმეილის მიღება/გაგზავნა ჩადო ტელეფონში და კაი ხანი შეინარჩუნეს ეგ ნიშა), ფასიც მაღალი ჰქონდა. დღეს უბრალოდ ინერციით შერჩა ეგ ფასი ზოგიერთ ქვეყანაში.


#3

ეგეც თავის პონტში სექტაა რა :xd

დანარჩენი რაც @yesbutno-მ თქვა ეგაა, თავის დროზე ბიზნეს სექტორი დაიპყრეს (პირდაპირი მნიშვნელობით) და ახლაც ბევრ კომპანიას კორპორატიული სერვისი ბლექბერიზე აქვს ისევ, მაგ დროიდან მოყოლებული


#4

ეგ არის ჯიბის კომპიუტერი ააქვს ბევრი ფუნქცია და საკმაოდ კარგი ხარისხია blackberry 9700 მაქ და კმაყოფილი ვარ იმით რომ რაც მინდა ყველაფერს ვაკეთებ


#5

მეც მაქვს 9700 და იმეილის და მესიჯინგის მეტს ვერაფერს ვეღარ აკეთებს წესიერად. BBOS 6/7 უკვე ძალიან ძველი სისტემაა და მაგაზე ახალს ვერაფერს შექმნიან.


#6

უუუჰ


#7

მოდელები, რომელზეც აქ საუბრობთ, დიდი ხანია წარსულის საკუთრებაა. ბლექბერი 10-ის გამოსვლის შემდეგ (მოდელები q 10, q 5, z 10, z 30) თქვენ სხვა ტელეფონს ყიდულობთ. მანამდეც მქონდა ბლექბერი, მაგრამ ახალი მოდელი უკონკურენტოა საკუთარი შესძლებლობებით. ხო, რაღაცეები შეგიძლიათ აქ ნახოთ: blackberrygeorgia.com


#8

ჰო, BBOS 10 სულ სხვაა უკვე. ხელში მეჭირა რამოდენიმეჯერ Z10 და Q10/5, ბლეკბერი ჰაბის იდეა ძალიან მომეწონა.


#9

10.2.1.2012 განახლების მერე კიდევ ბევრი რამ შეიცვალა. :slight_smile: კარგისკენ.


#10

როცა საშუალება ჩამივარდება, მეორე სმარტფონად უნდა ავიღო ბბ :smile:.


#11

ეგ არ ქნა, თორე ეხლა რომელიც გაქვს, ის დაგრჩება მეორედ.:slight_smile: :slight_smile: :slight_smile:


#12

მეც დამევასა ახლები…

აპლიკაციები აკლია და დეველოპერები უნდა დარაზმონ, ისე გაუჭირდებათ.


#13

დავით, შენ ხარ?! :smiley: