ინტერნეტის ბნელი მხარე - Deepnet

deepnet
უსაფრთხოება
ინტერნეტი

#1

ამ ბოლო დროს განვითარებულმა Security & Privacy სკანდალებმა, მაიძულა დამეწერა ეს სტატია.
სტატია ატარებს მხოლოდ და მხოლოდ გაცნობით ხასიათს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიხილებოდეს როგორც მოწოდება მოქმედებისკენ.


რა არის Deepnet

დარკნეტი, შეიძლება განიხილებოდეს როგორც “ალტერნატიული ინტერნეტი” ან “ინტერნეტის ბნელი მხარე”, ეს არის უზარმაზარი ქსელი, რომელიც თავის დროზე შეიქმნა, როგორც ინტერნეტის ალტერნატივა, სპეციალურად მათთვის ვინც აფასებდა საკუთრი ინფორმაციის უსაფრთხოებასა და კონფიდნეციალურობას. დროთა განმავლობაში დიპნეტი გაიზარდა, ბოლო კვლევის, რომელის ფაქტიურად წინა საუკუნეში (2001 წელს) ჩატარდა, დიპნეტი 7,5 პეტაბაიტს “იწონიდა” (7864320 შვიდიმილიონრვაასსამოცდაოთხიათასსამასოცი გიგაბაიტი), 2004 წელს Yahoo-ს ანალიტიკოსებმა დიპნეტის ვებგვერდების რაოდენობა 350,000-ით განსაზღვრეს, დღესდღეობით არ არსებობს დაზუსტებული მონაცემები, მაგრამ თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, ლოგიკურად დიპნეტი ათობით მილიონ ვებ გვერდს უნდა აერთიანებდეს.

დიპნეტის ძირითადი მახასიათებლებია

  • დიპნეტი ანონიმურია: ინსტრუმენტები რომლითაც დიპნეტს უერთდებით გათვლილია აბსოლუტურ ანონიმურობაზე, დამატებითი კონფიდენციალურობისთვის გამოიყენება საჯარო PGP გასაღებები, რომლებიც მონაცემთა გადაცემის შიფრაციის უმაღლეს დონეს უზრუნველყოფენ.
  • დიპნეტში ყველაფერია: დიპნეტში ისევე როგორც ინტერნეტში თითქმის ყველა ფორმატის ვებგვერდს შეხვდებით, იქნება ეს ფორუმი,ჩანი, ტორენტი, პორტალი, ვიდეოჰოსტინგი, საინფორმაციო საიტი, ელ.ფოსტა, საძიებო სისტემა თუ სხვა.
  • დიპნეტი შედარებით ნელია: კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას თავისი ფასიც აქვს, გამოყენებული ტექნოლოგიების გამო, დიპნეტში სერფინგი ინტერნტში სერფინგთან შედარებით ნელია.
  • დიპნეტი "საშიშია": ანონიმურობის მედალს ორი მხარე აქვს, დიპნეტი სავსეა არასაჯარო და არასაბავშვო ინფორმაციით, დიპნეტში იკრიბება ინტერნეტ-საზოგადოების ყველაზე შავბნელი ნაწილი, საიდუმლო ინფორმაციის მყიდველ-გამყიდველები, ნარკოდილერები, დაქირავებული მკვლელები, ათასი ავადმყოფური ფანტაზიის მქონე პერვერტი, დიპნეტში ყვავის საბავშვო პორნო-, ნარკოტიკების, აკრძალული ნივთიერებების, იარაღის, ადამიანის ორგანოების და ათასი სხვა არალეგალური ბიზნესი.
  • დიპნეტი “ცალმხრივია” ინტერნეტიდან და ჩვეულებრივი ქრომის დახმარებით თქვენ დიპნეტს ვერც დასერჩავთ და ვერ შიგნით მოხვდებით, დიპნეტს ჩვეულებრივი საძიებო სისტემები (გუგლი, იაჰუ…) ვერ აინდექსებენ, შესაბამისად, ინტერნეტიდან დიპნეტ-ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია. სამაგიეროდ დიპნეტიდან შეიძლება ჩვეულებრივ ინტერნეტში ძიება.
  • დიპნეტი განსხვავებულია: ვებ გვერდები დიპნეტში განსხვავებულად არსებობენ, არ არსებობს დომენური სისტემა, არის მხოლოდ ერთი დომენი - .onion , ხოლო საიტების მისამართები ერთი შეხედვით შემთხვევითი ასოების თანამიმდევრობას ჰგავს - მაგალითად g55uepndckc7oq3h.onion ინტერნეტში უბრალოდ 404-ს ამოაგდებს, დიპნეტში კი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეილსერვისზე შეგიყვანთ.

როგორ მოვხვდეთ დიპნეტში?

დიპნეტში შესვლის ბევრი სხვადასხვა ხერხი არსებობს, გარდა ერთი უნიფიცირებული ქსელისა, არსებობს მრავალი მეშ-ქსელი რომელიც შეიძლება არ იყოს დაკავშირებული არც დიპნეტთან და არც ჩვეულებრივ ინტერნეტთან, ასეთ დახურულ ქსელებში მოხვედრა მხოლოდ სპეციალური მოწვევით არის შესაძლებელი. ამ სტატიაში დიპნეტის ზედაპირზე მოხვედრის ყველაზე მარტივ და სწრაფ ხერხს განვიხილავთ, გასათვალისწინებელია, რომ დიპნეტსაც აქვს თავისი ქვედონეები და რა ხდება დიპნეტის ფსკერზე ამ სტატიის ავტორმაც კი არ იცის.

The TOR PROJECT

სპეციალური მოდიფიცირებული Firefox ბროუზერი, რომელიც დაგეხმარებათ მოხვდეთ დიპნეტში, TOR 2002 წლიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს ანონიმური სერფინგის მოყვარულებში.
გადმოწერეთ, ჩართეთ და კეთილი იყოს თქვენი ფეხი დიპნეტში :smile:.

ამ სტატიაში სპეციალურად არ იქნება მითითებული რესურსები, რომლებიც თავისი კონტენტით არღვევენ საქართველოს ან სხვა ყველა დანარჩენი ქვეყნის და საერთაშორისო კანონმდებლობებს .

ტორ/დიპნეტ გვერდების ძალიან მცირე ჩამონათვალის სანახავად, შეგიძლიათ ეწვიოთ ამ ლინკს.
შევხვდებით დიპნეტში :smile:


#2

დაფავორიტდა \m/


#3

ვაა ამაზე ადრე თანამშრომელი რაღაცეებს მიყვებოდა და დამავიწყდა მერე. ეხლა უნდა ჩავუჯდე.


#4

ვა, გადმოვწერე, დავაყენე ეს ტორ ბანდლი და რო ვწერ მაგ g55uepndckc7oq3h.onion -ს, არ შედის :smiley:


#5

სტატიის ბოლოში რომ ლინკია იქ შედი, ჰიდდენ ვიკი აირჩიე და ინჯოი :slight_smile:


#6

აჰა, მივხვთი :grin:
ახლა ისა, ტორის და ფაერფოქსის ერთდროულად ჩართული ყოფნა მოსულა?


#7

Tor Browser-დან აკეთებ ბრაუზინგს. სხვა ბრაუზერი დაივიწყე. მაგით შედიხარ ჩვეულებრივ გვერდებზეც და დიპ ვებშიც (.onion). ზოგი ბმული შეიძლება მკვდარი იყოს. ჰიდენ ვიკი იხმარე, პირველ პოსტში რაცაა და მანდვეა მაგათივე საძიებო სისტემებიც. ანუ ტორიდან შემოხვალ ამ ტოპიკში, გადადი ჰიდენ ვიკიზე და ეგაა.


#8

მერე სახიფათო არაა მანდ ძრომიალი? მე ინტერესის გამო მინდა ვნახო რა ხდება, მაგრამ პროვაიდერთან ხო ჩანს? რავი საქართველოა მაინც :smiley:


#9

ინტერესის გამო :smiley:

პ.ს. პროვაიდერი ხედავს, რომ ტორ ნეტვორკს უერთდები, მაგრამ შიგნით სად დადიხარ, ვერა. ასევე, თუ პროვაიდერი ბლოკავს ტორს, მაგის გვერდის ავლაც შეიძლება ბრიჯებით. ამ შემთხვევაში ტორს რომ უერთდები, მაგასაც ვერ ხედავს. ჩინეთში და სხვა რეპრესიულ ქვეყნებში იყენებენ ამ მეთოდს. პროვაიდერს თეორიულად შეუძლია ნახოს, მაგრამ მაშინ უნდა იყო სპეცსამსახურების სამიზნე, თან სერიოზული სამიზნე. ვანო მერაბიშვილი რომ საუნაში გლეხებს უსმენდა, მაგ დონეზე ვერა. რაც შეეხება შიგნით კონტენტს, რა გითხრა, ჭრელია. 80% არალეგალური კონტენტია, მაგრამ კონტენტსაც გააჩნია. არის საზიზღრობებიც - თვითონ ონიონის ქომიუნითი დასდევს პედოფილებს და არ ახარებენ, სადაც წაასწრებენ ხოლმე, რაც მისასალმებელია.
სხვა რა ვიცი, შედი და ნახე, Neo :smiley:.


#10

სერჩის მერე ვეღარ გავედი
ამათი დედაც… :expressionless:


#11

სახიფათო რატო უნდა იყოს? დაინტერესდი რა არის დიფნეტი და შეხვედი. პროვაიდერმა რა უნდა გითხრას რატო დაძვრებიო?


#12

ჰო აბა რა. რაღაცეებს ვკითხულობდი წეღან დიფნეთზე და ზოგი პარანოიამდეა მისული - ვებკამერას სკოჩს ვაკრავო ყოველი შემთხვევვისთვისო, როცა მანდ ვარო :smiley:

რეალურია ისე ეგ საფრთხე? დიფნეთიდან და საერთოდაც, რომ კამერა ჩაგირთონ?


#13

არსებობს ტროიანები რომლებსაც ეს შეუძლიათ, ოღონდ ძნელია ნორმალურად კომპიუტერის მოხმარების მცოდნე ასე მოატყუო, ბოლო ბოლო ლეპტოპებზე კამერა ინთება და ეტყობა, დესკტოპებზე კი უბრალოდ როცა არ მჭირდება გამოვაერთებ ხოლმე უსბ პორტიდან, სადაა მაგაზე დასახარჯი უსბ :smiley:


#14

Torს სახე აქ ახეული, ბოლო დროს DDoSისთვისაც იყენებდნენ, შესაბამისად ძაან ნელია.
Hyperboria ან სხვა CJDNS ქსელი ისეთივე სწრაფია როგორც ინტერნეტი, უბრალოდ მანდ ჯერ არაა მაგხელა ქსელი.

პ.ს. DNSსთან არაფერი საერთო არ აქვს, დეცენტრალიზებული ქსელია და შესაბამისად ავტორიტეტული სერვერები ვერ იარსებებს, არსებობს HypeDNS პროექტი რომელიც საშუალებას გაძლევს დომენის აღებას როგორც Torში არის .onion დომენები, მაგრამ ზოგი საიტი ჩვეულებრივ რეგისტრარებს იყენებს და AAA recordში უთითებს CJDNS მისამართს (IPv6ს იყენებს მაგრამ გარედან მიუწვდომელია).

Torისგან განსხვავებით CJDNSს ჭირდება ერთი ან მეტი peerი, ანუ ვინმე უნდა იპოვო ვინც უკვე ჩართულია და ipv4 მისამართი და პაროლი გამოართვა.

პ.პ.ს. end-to-end encryptionის გარეშე არცერთი არ იძლევა იმის გარანტიას რომ ინფორმაცია დაცული იქნება, მაგრამ ორივე უზრუნველყოფს ინფორმაციის ანონიმურობას. მარტივად რომ ვთქვათ, use HTTPS everywhere


#15

Tor-ში დირკები ყოფილა.


#16

ღლინდოუსს თუ იყენებ ყველაფერი შესაძლებელია :smiley:


#17

აი ეს კაცი წერს სტატიებს დიფ ნეტზე და გატანჯული ყავთ: ხან ჰაკავენ, ხან დოსავენ, სახლში ჰეროინი გაუგზავნეს და მერე სპეცრაზმს გამოუძახეს და არ ასვენებენ :smiley:


#18

კარგი თემაა

ესეთი რამე რო არსებობდა ადრეც ვიცოდი,ეხლა ბევრ რამეში გავერკვიე კიდე.

რასაც tor browser-ით ვხედავთ არ უნდა იყოს ის deepnet-ი,სადაც შეიძლება კრიმინალი ხალხი ერთმანეთს ხვდებოდეს და ა.შ

ყოველშემთხვევაში underground ხალხი მაგ საიტზე საქმეს არ გააკეთებდა.

currency-ად გამოიყენება bitcoin-ები,
და ყველანაირი ყიდვა/გაყიდვა ხდება ბიტქოინებით მათ შორის მკვლელების გადახდა :smiley:

ნუ ხალხი დაზიანებული ფსიქიკის ხალხი უფრო შემხვდა,ფეისბუკისნაირი ქსელი არის torbook-ი რომელიც ფეისბუკს გავს ინტერფეისით.
8000-მდე ადამიანია დარეგისტრირებული, და ძაან მარაზმული სურათები იყო დადებული.

რაც დიპნეტში ვიპოვე,იმაზე ცოტაა რაც ჩვეულებრივ ინტერნეტში მოგვეპოვება.
უფრო ვიტყოდი რო ძალიან ცოტაა.
ერთადერთი კარგი რაც ვიპოვე იყო ბიბლიოთეკა,სადაც 50 გეგაბაიტამდე წიგნები იქნებოდა.

არის გვერდები სადაც ხდებოდა მკვლელობის შეკვეთა,მათ შორის ობამასიც :smiley:

კიდე ათასი წვრილმანი,საბავშვო პორნოს რაც შეეხება ჩვენს ინტერნეტშიც შეიძლება მაგის ნახვა.

მოკლედ რაც ვნახე არ არის ის დიპნეტი,სადაც შეიძლება სერიოზული საქმის გაკეთება.

არის ყველანაირი ის სერვისი,რაც აქ გვაქ,ვიდეო,ფოტო,ფაილი ჰოსტინგი.
არის ონლაინ მარკეტი silkroad სადაც იყიდება არალეგალური ნივთები(იარაღი,ნარკოტიკი და ა.შ) მარა მაგის ადმინი დაუჭერიათ ამერიკაში :smiley:

და კიდე ბევრი რამე.

ნუ კიდე გავიმეორებ რო ამ დიპნეტში სერიოზული კრიმინალური საქმე ვერ გაკეთდება.

ნუ კიდე ბევრი რამე მოვიძიე დიპნეტზე,ნუ დაგაინტერესებთ დაგიყრით ლინკებს.

ჩემი აზრით დიპნეტში არსებობს სხვა ქვედონეებიც,სადაც კეთდება სერიოზული საქმე.

აგერ სურათიც გეტყვით ბევრ რამეს


#19

ეგ რო ეგრე იქნებოდა ყველა ხვდება. კრიმინალში რაც უფრო მაღალ ლეველებზე ადიან მით უფრო სიღრმის ფენებში ეხსნებათ გზა. ფსკერზე ალბათ ქართველებისთვის საყვარელი მასონები არიან :smile:


#20

საქმე ისაა რო არც დაბალი დონის კრიმინალური საქმე ვერ გაკეთდება
ყოველშემთხვევაში იქ სადაც ჩვეულებრვი იუზერს შეუძლია შესვლა.

მარა არსებობას,თანაც ასეთი სახით ვერ ვხვდები დიპნეტის.

თუ დამალულია რატო შემიძლია მე შესვლა მაგალითად.

პედოფილები,კილერები ერთმანეთს ჩვეულებრივ ინტერნეტშიც ისედაც იპოვიან.