ინტერნეტის ბნელი მხარე - Deepnet

deepnet
უსაფრთხოება
ინტერნეტი

#21

პროვაიდერი ვერ ხედავს, რას აკეთებ დიპნეტში. ხედავს, რომ ონიონ ტორ ნეტს უერთდები და მერე მორჩა.

ჩვეულებრივ ნეტში ტრეკინგი ადვილია, თუ მოინდომეს.


#22

ხო მარა წესით ეგეთი “დაცული” ქსელი,უფრო განვითარებული უნდა იყოს.
რადგან პროვაიდერი ვერ ხედავს, ე.ი უფრო მეტ ხალხს უნდა უნდოდეს იქ მოხვედრა,არამარტო ბოროტული აზროვნების ხალხს.
დიპნეტს კიდე აქვს იარლიყი, “კრიმინალური”

აქ კიდე ეგეთი არაფერი არაა,ზოგს საიტზე არც შედის,არანაირი საიდუმლო მასალა.
არანაირი ექსკლუზივი :smiley:

რავი აბა რა ვთქვა კიდე :smiley:


#23

დიპნეტს ხმარობენ ასევე ტოტალიტარულ ქვეყნებში, რომ მთავრობამ ვერ დატრეკოს.
ირანი, ჩინეთი, ბელორუსია, რუსეთი და ა.შ.

საქმე იმაშია, რომ სტანდარტული მომხმარებლისთვის გაუგებარი და რთულია.


#24

მარა ეს დიპნეტია,რაშიც ჩვენ შევედით ?

სხვა რამე იქნება,ეს დიპნეტი რაში სჭირდებათ ირანში,ბელორუსიაში,ჩინეთში სტანდარტულ იუზერებს რაღაც სირობაში შესვლა ?

ნუ ჩინეთი გამოდის ნელ-ნელა ინტერნეტ ცენზურიდან,რუსეთში კიდე არ არის საერთოდ.


#25

არსებობს სხვა მოსაზრებაც. ვთქვათ ჩვენ ვართ დიდი კრიმინალები და საქმის მოსაგვარებლად შევქმენით დიფნეტი. რა თქმა უნდა ინფორმაცია ჟონავს რაღაც დონეზე ყველაფრიდან და გავრცელდა ხმა რომ არსებობს ასეთი ქსელი. მერე ჩვენ ავდგებით და ჩვენი რეალური დაფარული ქსელის პროტოტიპს შევქმნით ანუ მოდელირებას გავუკეთებთ იგივეს და ისე ვიზამთ რომ ვითომ დაფარულია მაგრამ სურვილის შემთხვევაში ყველა შეძლებს იქ მოხვედრას და შეიქმნება ილუზია რომ ეს ის დახურული ნეტია სადაც ესეთი ამბები ხდება.

ეს რომ მართა ის ინტერნეტის ბნელი მხარე იყოს მაშინ მისი ბრაუზერი ესე საქვეყნოდ არ იდებოდა. და სპეც პრაუზერი მხოლოდ პირდაპირ ხელში გადაცემით გავრცელდებოდა და ასე საქვეყნოდ არ გამოაქვეყნებდნენ.


#26

მეც ეგრე ვფიქრობ

არადა გუშინწინ მაგარ ფიქრებში ვიყავი, მატრიცაში რო არის,ისეთი დამხვდებოდა მეგონა :smiley:

ნუ ხანდახან შევალ ხოლმე კიდე.


#27

მართლა ბნელი მხარეა.

აბა სცადე რაიმეს მოძებნა :D.

აქეთ, ზედაპირზე, მეტ-ნაკლებად იცი, რა უნდა იხმარო, რას მოერიდო და როგორ იმოძრაო. თან გუგლი აინდექსებს.

იქ არაფერი არ აინდექსებს. ან იცი პირდაპირი მისამართი, რომელიც .onion-ზე მთავრდება, ან არ იცი.


#28

ეგეც მართალია მარა როცა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია შესვლა მაგ ქსელში იზრდება შანსი რომ ის საიდუმლო და უცნობი საიტიც ბევრმა გაიგოს.

მითუმეტეს სპეციალურმა ორგანოებმა


#29

NSA უკვე პირდაპირ ატარგეტებს იმათ, ვინც TOR-ს ხმარობს.


#30

ტორის ქსელის რესურსები დაფარული არის მეინსტრიმ (www ქსელის) სერჩ ენჯინებისთვის და ამიტომაც ეძახიან deep nets (ღრმა ქსელი). Deep net-ი www ქსელშიც არსებობს და მოიცავს ყველა იმ გვერდს რომელიც robot.txt ფაილებში მოხსენიებულია როგორც არაინდექსებად რესურსებად. რაც იმას ნიშნავს, რომ გუგლზე ძებნის დროს არ გამოჩნდებიან რეზულტატებში და მათი ნახვა მარტო იმ შემთხვევაში შეიძლება თუ პირდაპირი URL ვიცით. ანუ ქსელის ზედაპირად მიჩნეულია ყველაფერი ის რაც დაინდექსებულია, დაუინდექსებელი რესურსები არი ღრმა ქსელის ნაწილი.

ტორის დანიშნულება არის დაიცვას ინტერნეტ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია. თვითონ ქსელი არ არის დაფარული და დამალული, უბრლოდ ორიენტირებულია პირადი ინფორმაციის დაცვაზე.

მაგალითად ბრაუზერის გადმოწერისთანავე გაძლევენ რეკომენდაციას რომ ჯავასკრიპტი გათიშო, რაც საიტების მფლობელებს არ აძლევს საშუალებას ვიზიტისთანავე იცნოს ან დანიშნოს ვიზიტორი. ჯავასკრიპტი პრინციპში იძლევა საშუალებას ვიზიტორი ავტორიზაციის გარეშეც ამოიცნო.

თვითონ ქსელის სტრუქტურა ისეთია, რომ საიტისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია ამოიცნოს ვიზიტორის ნამდვილი IP მისამართი (რომელმაც ტორის ქსელით გაუგზავნა რექვესტი), რადგან სანამ რეკვესტი სამიზნე საიტამდე მიაღზევს უნდა გაიაროს რამდენიმე NODE. პრინციპში www ქსელშიც იგივე სქემა მუშაობს, ოღონდ ერთი განსხვავებით: ტორის ქსელში NODE არ გადასცემს წინა NODE-ის IP მისამართს მომდევნო NODE-ს და ისინი რანდომ პრინციპიტ შეირჩევიან ყოველ რექვესტზე (linked lists ის მსგავსი დატა სტრუქტურაა) ყოველმა NODE-მა იცის მარტო წინა და მომდევნო ნოდის მისამართი.

გარდა ამისა არსებობს დებიანის ბაზაზე დაწერილი ლინუქსის ლაივ ვერსია tails რომელიც სპეციალურად ტორ ქსელში მოსახმარად არის შექმნილი და ინსტალაციის გარეშე მუშაობს DVD-დან ან USB სტიკიდან. ამ შემთხვევაში უკვე ლოკალური ქსელის როუტერიც შეიძლება დააგოიმო, რადგან ყოველ რესტარტზე კომპიუტერი როუტერს ახალ ახალ მაკ ადრესს აწვდის და ასევე დაფარულია ინფორმაცია ოპერატიუს სისტემაზე.

ტორის მთავარი კონცეფცია ის არის რომ ყველა იუზერი უნდა ჰგავდეს ერთმანეთს, ამ შემთხვევაში უკვე შეუძლებელი ხდება იდენტიფიკაცია, მაგრამ ამისთვის სწორი სეტინგებია საჭირო.


#31

როგორ არ აინდექსებს, არი რამდენიმე სერჩ ენჯინი. მეც მქონდა დაწერილი მარა სერვერი ამიდუღდა და დავკარგე კოდი. :smiley:

მარა მიაინც ყველაზე კარგი მიდგომა არის, თუ რამეს იპოვნი ეგრევე დააბუკმარკო!!!


#32

საინტერესოა, რაში?

პ.ს. Welcome on front.


#33

ჯანგო-ზე.

დიდი არაფერი პრინციპში, სპაიდერის დონეზე ვიყავი ჯერ მარტო, ინფორმაციის ანალიზე რო ვაპირებდი გადასვლას, სერვერში წვიმა ჩამივიდა :smiley:

პ.ს. გაიხარე! მომეწონა ფრონტი, არ გავს ყველა დანარჩენ ქართულ რესურსს :slight_smile:


#34

სპაიდერები სკრაპიზე?

kwargs. ამაზე უნდა მიმხვდარიყავი :D.


#35

არა სპაიდრი პითონის სკრიპტი იყო რომელიც ჯანგოს ბაზაში ინახავდა ინფოს. ჯანგოს პრინციპში ბაზისთვის და საიტისთვის ვიყენებდი.

გვერდიდან კრიბავდა ლინკებს, ონტენტს ეგრევე ვინახავდი ბაზაში ცოტაოდენი დამუშავებით, შიდა ლინკებს queue-ში ამატებდა გამავალ ლინკებს ბაზაში, ერთ დომაინს რო მორჩებოდა მიდიოდა მერე ბაზაში და ნაპოვ დომაინებზე იმეორებდა იგივე პროცესს.


#36

აა გასაგებია.
სკრაპიც პაითონზეა, მთელი ფრეიმვორკია ქრაულერებისთვის:

http://scrapy.org


#37

ჰო მაშინ არ ვიცოდი და ყველაფერი ჩემით დავწერე :), პრინციპში არც იმის მერე დამჭირვებია.


#38

Tu cocxlebi xart da mogepovebat raime info am deepnetze dzalian dainteresebuli var da momweret p.m fb ze giorgi mkheidze


#39

მეტი რა ინფო მაგალითად? :slight_smile:


#40

ufro dazustebit