პროგრამისტი გოგონები : ახალი ინიციატივა საქართველოში კოდირების მხარდასაჭერად
წუხელ ქრისტინა მაზასა და ჩემი ორგანიზებით გაიმართა „პროგრამისტი გოგონების“ სემინარი, რომელიც, ვიმედოვნებთ, რომ პირველია იმ მრავალრიცხოვანი სემინარებიდან, რაც ამ თემას მიეძღვნება. რამდენადაც მე ვიცი, ეს მართლაც რომ პირველი ამ სახის სემინარია საქართველოში, მაგრამ მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა - იმდენადაც კი, რომ ჩვენ მოგვიწია დამსწრეთა რაოდენობაზე შეზღუდვის დაწესება ამ პირველ საცდელ სემინარზე. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ხელისშემწყობი გარემო გოგონებისთვის, რათა მათ გაიგონ ცოტა რამ პროგრამირების შესახებ და ის, თუ როგორ შეიძლება ამ ცოდნის პროფესიასა თუ ყოველდღიურ ცხორებაში გამოყენება. სემინარზე დასწრება თავისუფალი იყო და ერთადერთი შეზღუდვა სქესს ეფუძნებოდა.
კარგია!
პროგრამირება საკმაოდ პერსპექტიულია, დეველოპერიც, რომელსაც ძირითდად ვებ გვერდის დამზადება ეხება და ა.შ.