Live Score აპლიკაცია AJAX-ის გარეშე


#1

ახალი შეყვარებული მყავს node!!!

ეს რა ყოფილა კაცოოოოოო!!!

არა იმას არ ვამბობ, რომ ამ ტექნოლოგიით ისეთი რამის გაკეთება შეიძლება რაც სხვა ტექნოლოგიებით შეუძებელია, მაგრამ რამდენიმე ვარიანტი მოვსინჯე, ერთ ერთი ეს არის https://live-scores-app.herokuapp.com/.

მსგავსი აპლიკაცია ჯანგოზეც დამიწერია, მარა ჯანგოზე უამრავი დამატებითი მოდულები და ფრეიმვორკები გჭირდება, რომლებიც ცალკე სასწავლია და ამ ყველაფერს დრო მიაქვს.

node-ის შემთხვევაში, რადგან javascript-ი ასინქრონულია ბუნებით, ძალიან მარტივია განმეორებადი ტასკების წერა, რაც ძირითად პროცესს არ ატორმუზებს.

ჰო და რაც ყველაზე საინტერესოა ჩემი აზრით, სოკეტით ინფორმაციის გაცვლა გამოცვლა სერვერსა და კლიენტს შორის ძალიან მარტივად ხდება, ერთი პატარა მოდულით რომელსაც socket.io ქვია და AJAX-ით დატვირთულ კლიენტს მთლიანად ანაცვლებს.

შედეგად ვღებულობთ დინამიურ გვერდს, რომელიც რეფრეშის გარეშე ავტომატურად განახლდება და ბევრად უფრო მსუბუქია ვიდრე იგივე ამოცანა AJAX-ით შესრულების შემტხვევაში.

https://live-scores-app.herokuapp.com/


#2

ვახ, კარგია, სულ მინდოდა მსგავსი სერვისის დაწერა/გაკეთება, მაგრამ არანორმალური ფასები ბაზებზე წვდომაზე მაჩერებდა, 2000$ იყო თუ რაღაც ეგრე თვე, 1 სპორტის ბაზაზე წვდომა და მერე დავიკიდე.


#3

ჰო ფასები ახლაც ძვირია და სავარაუდოდ სულ ძვირი იქნება, იმიტომ რომ სპორტზე დიდი მოთხოვნაა.

ჰოდა ვფიქრობ ხო არ განვავითარო ეს აპლიკაცია.

პ.ს. თუ კიდე გინდა მსგავსი სერვისის დაწერა, მე მოგცემ უფასოდ ბაზაზე წვდომას, ოღონდ რა თქმა უნდა გარანტიების გარეშე :slight_smile:


#4

არ ვიცი, შეიძლება ფრონტისთვის გავაკეთო რამე, სპორტის/აზარტის განყოფილებაში რომ მოჰქონდეს მარტო, სადმე სათაურში @yesbutno შეხედე აბა :დ


#5

დადე იდეა აბა :D.


#6

ძალიან კარგია, http://www.flashscore.com მე ამ საიტს ვიყენებ და ლეპტოპს მაგრად სვავს. აიფონზე ამ აპლიკაციას ვიყენებ


#7

top 5 თამაში მოქონდეს, ტოტალიზატორის თემაში, ლაივსკორი :დ
ან რამე სნიპეტი გავაკეთოთ და იუზერი რომ შექმნის ვთქვათ თემას - დღეს ჩელსი - მანჩესტერია და დააჭერს სნიპეტს, პოსტში ჩაუსვას მიმდინარე თამაშის სქორი, სტატები და ა.შ
თუ ძალიან გავფრინდი? :დ


#8

ჰო აი ზუსტად მაგას ვგულისხმობ. მონსტრი კლიენტები, ყოველ წამს AJAX ქოლები, რომელთა 90% არ იყო საჭირო და გამოდის რესურსის არაეფექტური ხარჯვა.

მოკლედ გადავწყვიტე განვავითარო აპლიკაცია, ახალ აფდეიტებს აქ დავწერ ხოლმე.

პირველ რიგში როგორც კი მოვიცლი ფიდბექის სისტემას გავუკეთებ.

Let’s get rolling.


#9

რთული სამუშაოა ამ პროექტზე, თამაშების განრიგებზე ხარ დამოკიდებული. ჩემი პროდუქტიულობის პიკებზე ფაქტიურად ვერ ვმუშაობ.

ტესტები ხან მუშაობს ხან არა ამ დამოკიდებულებების გამო და მიწევს განრიგებზე მორგება.

თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და როგორ მოგიგვარებიათ?

პ.ს. node-ის ფანებო რომელია ყველაზე კარგი mock-ის მოდული?


#10

@tskapo გვყავს ნოდის ფანი, იმედია აქვეა სადღაც :D.


#11

აქვეა, აქვეა, მაგრამ ვაი ამ ყოფნას.
ნოუდის ფანი კი ვარ, მაგრამ ექსპერტი ვერ ვარ.
მე ამ საიტზე ვეძებ ხოლმე მოდულებს.
აი მოკებიც, მაგრამ რომელი რომელს სჯობია არ ვიცი, არცერთი არ მიცდია


#12

გაიხარე!!!

პატარა და სასარგებლო მოდულს წავაწყდი https://www.npmjs.org/package/replay

იწერს რესპონსს და ტესტებში ხმარობ მერე რამდენჯერაც გინდა. აპისთან მუშაობის დროს მაგარია!!!


#13

ჰაჰა, ჯავასკრიპტი მართლა მეგონა რო ვიცოდი მარა თურმე სადა ბანაობ!!! ვინც ჩემსავით ფიქრობს აუცილებლად მოსინჯეთ node-ზე რამის დაწერა და წინასწარ გეტყვით რა მოხდება.

უპრობლემოდ დაწერთ.

მერე იწყება შემდეგი ეტაპი და ეგ ეტაპი არის ბოდიში და “პიზდეცი”. ტესტების გარეშე დაწერილი კოდი, გალაქტიკაში ყველაზე ძლიერი პროგრამისტის იყოს თუ გინდა, კაპიკი არ ღირს. ჰოდა რო იწყებ ტესტების წერას გავარტყი კასპაროვს, ტვინში ისეთი რაღაცეები ხდება. რატო?

კლიენტის მხარეს ჯავასკრიპტი ბევრად უფრო ზედაპირულია და იმდენი ასინქრონი და ქოლბექები არ ჭირდება. სერვერის მხარეს იწყება ასინქრონიულობის ჯოჯოხეთი… ან სამოთხე. ვისთვის როგორ. და ასინქრონულობა ქოლბექებით არ შემოიფარგლება, node-ში კიდე ახალი თემაა დამატებული, event emitter-ები. და კაროჩე სრულფასოვანი ტესტების წერა ნობელის პრემიის ღირსია ძმაო. თან რაც მთავარია ინფორმაცია ინტერნეტში ძალიან მწირია და უმეტესობა პრობლემები შენით უნდა გადაჭრა. მარა შესაძლებლობები უსაზღვროა!!! ჩემი აზრით web-ის მომავალი node-ია და გირჩევთ ყველას მოსინჯოთ.

თავიდან დაიტანჯებით მარა ღირს!!! და თუ ცოტაოდენი მიდრეკილება გაქვს მაზოხიზმისკენ, ჩემსავით, მაშინ ეს შენი საქმეა ძმაო. (აქ რამე “გასული” სმაილი წავიდოდა კარგად). მარა მე მარტო ეს ვიცი :smiley:

კარგი წიგნია მე უკვე გადავაბულბულე https://dl.dropboxusercontent.com/u/49298634/professional%20nodejs.pdf


#14

Version 0.0.2 shipped!

https://live-scores-app.herokuapp.com/

ვიზუალურად დიდი განსხვავება არ არის, და ვიზუალზე ჯერჯერობით არც ვმუშაობ. სამაგიეროდ სერვერის მხარე ჯანზეა!!!

ამ ეტაპზე აპლიკაცია სტაბილურია, ყველა ტესტს გადის და პრინციპში ბაგები არ აქვს (თუ მომავალში არ გამოჩნდა რამე).

სპორტის მოყვარულებო გამოუშვით იდეები და ერთად შევქმნათ საინტერესო აპლიკაცია. მაგალითად რა ფუნქციებს დაამატებდით თქვენ ფავორიტ საიტებს, რომლებსაც ახლა იყენებთ.

შემდეგ ვერსიას აუცილებლად დავამატებ ფიდბექის ფუნქციას, წითელ და ყვითელ ბარათებზე შეტყობინებებს და რამე კალათის მსგავსს სადაც იუზერი ჩაყრის თამაშებს და მიიღებს ხმოვან შეტყობინებებს ახალ გოლებზე და ბარათებზე.

ამ ეტაპე ტესტების დაწერა და ბაგების მოშორება უფრო პრიორიტეტული იყო ჩემი აზრით.

პ.ს. კოდერებო, თუ ვინმეს გაქვთ თავისუფალი დრო და რა თქმა უნდა სურვილი , რომ მიიღოთ მონაწილეობა აპლიკაციის განვითარებაში, მომწერეთ და დაგამატებთ რეპოზიტორიაში.


#15

ბარათები ჭირდება აუცილებლად, ფავორიტები მატჩების არჩევა, გოლებზე აენთოს წითლად იმ შემთხვევაში, თუ ფავორიტად გაქვს არჩეული. ქვეყნის დროშებიც შეიძლება თAმაშის გასწვრივ. ამ ყველაფერმა შეიძლება გადატვირთოს, ესეთი როგორიც არის, მსუბუქი ინტერფეისი, მე ძალიან მომწონს.


#16

აიფონზე მოვსინჯე და საკაიფოდ მუშაობს, შეიძლება საკაიფო აიკონის დაყენება ჰოუმსქრინზე დამატებისას.


#17

მომავალში შეიძლება ქართული ტოტალიზატორების ფსონების დამატებაც, საიდანაც დადებ ეგრევე მარტივად, თან მთავარი დისკომფორტი რაც არის, ფსონების შედარების საშუალებაც გეძლევა, რაც ძალიან მაგარია. კიდევ უფრო მომავალში ლაივ ბეტსაც დაამატებ, ცოცხალის დროს იქვე უცებ აირჩევ ფსონს და დადებ. შეიძლება განვითAრება.


#18

თამაშის დაწყების დრო შეილება მიეთითოს გვერდით, ავტომატურად განსაზღვროს ტაიმზონა, ლაივ თამაშების გარდა მთელი დღის თამაშებიც დაემატოს.


#19

რაც ფლეშსკორს არ აქვს და მგონია რომ ძალიან კარგი იქნებოდა, შეგეძლოს საკუთარი პოზიციის მითითება - მაგალითად მიდევს საუთჰემპტონი - მანჩესტერის მეტი გოლი. თუ დაჯდება მეტობა აინთოს მწვანედ, ასე შევძლებ მარტო საიტზე ვაკონტროლო ჩემი დადებული ფსონები და არ ვირბინო ტოტალიზატორს და საიტს შორის.
ნუ ყვითელი წითელი ბარათები და ა.შ თავისთავად


#20

whitespace-ის მოშორებამ კარგად ააჩქარა?