არადა რა მუღამი აქვს სტატისტიქს რო არეფრეშებ და ელოდები კუთხურების მეტობას
Live Score აპლიკაცია AJAX-ის გარეშე
ჰო ეგ კარგი აძრია და მაქვს იდეაში, ყველა ქართული ტოტალიზატორის ფსონების ლაივ ვერსია. მარა რთული შესასრულებელი იქნება. ქართულ ტოტალიზატორებს API არ აქვთ და მომიწევს html-ის პარსვა. დინამიური გვერდების პარსვსა რამდენად მოხერხდება არ ვიცი. ეგ მომვლის საქმეა მარა იდეაში მაქვს.
კარგი იდეაა!!! აუცილებლად მოვსინჯავ.
საერთოდ თავიდან გადავწერე ყველაფერი, აჩქარებით დიდი არაფერი, ცუდ კოდზეც კარგად მუშაობდა. ეხლა უბრალოდ მოდულებად მაქვს დაწერილი და ცვლილებების შეტანა უფრო იოლია.
რესურსების მინიმალურად გამოყენება და მაქსიმალური შედეგი ასეთი უნდა იყოს კონცეფცია.
ვნახოთ რა გამოვა
პატარა ცვლილებები ინტერფეისში.
კლიენტის მხარე უკვე ასხვავებს მიმდინარე და დამთავრებულ თამაშებს და ახარისხებს Live და Finished ტაბებად.
თქვენი შენიშვნები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ აპლიკაცია გახდეს ადვილად მოხმარებადი და ინტუიტიური. ნუ დაიზარებთ და ნახვის მერე დამიტოვეთ კომენტარები ამ თემაში.
როცა გახსნით გვერდს რომელი ტაბი ტოვებს აქტივირებულის შთაბეჭდილებას?
თამაშების სორტირება რის მიხედვითაა?
ალ ფუჯაირა არ უნდა იყოს მე მგონი გალა - არსენალზე პრიორიტეტული
ცუდი გრძნობაა როცა რაღაცის შექმნას ზედ გადაყვები, მთელ შენ ცოდნას გამოცდილებას და ენრგიას ჩაუშვებ, + დროს და ფინანსებს. შექმნი ჭკუის კოლოფ სისტემას, რომელიც ყველაფერს იდეალურად აკეთებს, მაგრამ აკლია ყველაზე მთავარი რამე. იუზერები.
არავის არ ჭირდება და არავინ არ იყენებს…
დეველოპერებისთვის ეს კარგად ნაცნობი პრობლემაა, განსაკუთრებით ვებ და მობაილ დეველოპერებისთვის.
ზუსტად ამიტო ვცდილობ, რომ ყველა პატარა აპდეიტი აქ დავწერო და თქვენი აზრები და შენიშვნები წავიკითხო. დიდი მადლობა ამისთვის front.ge-ს, რომელმაც ასეთი მეგობრული გარემო შექმნა და რომელიც მართლა განსხვავებულია სხვა ქართული, სამწუხაროდ ძირითადად უსარგებლო, საიტებისაგან. და რაც მთავარია დიდი მადლობა ყველას ვინც აქტიურობს და მეხმარება თავისი იდეებით და შენიშვნებით.
ამ პატარა აპდეიტების გამოქვეყნებით გამოდის ისე, რომ აპლიკაცია ჩიხში არ შევა, თუ დავინახავთ, რომ ახალმა აფდეიტმა გამოიწვია ნეგატიური გამოხმაურება ავდგებთ და შევცვლით მიმართულებას და არ მოგვიწევს არასწორი მიმართულებით დიდი ენერგიის და დროის დახარჯვა.
ესეიგი ახალ ვერსიაში 0.0.3 დავამატთეთ ორი ობიექტი და ერთი ფუნქცია.
ობიექტები: Live და Finished ტაბები
Live ტაბი არის დინამიური ტაბი რომელიც გამუდმებით განახლდება და აჩვენებს მიმდინარე თამაშებს.
Finished ტაბი არის სტატიკური ტაბი რომელიც უბრალოდ აჩვენებს დამთავრებული თამაშების რეზულტატებს.
ფუნქცია: არ ვიცი რა დავარქვა… მოდი იყოს ყვითელა
რომელიც ყოველ გატანილ გოლზე ყვითლად ანთებს ანგარიშის ველს და რჩება ანთებული 1 წუთის განმავლობაში.
შენიშვნები და იდეები მიიღება უდიდესი ენთუზიაზმით!!!
პირიქით მადლობა, რომ შენნაირი საინტერესო და ენთუზიასტი ადამიანი დაინტერესდა ფრონტით :).
მე ფეხბურთისგან ცოტა შორს ვარ, უფრო სწორად მისი აზარტული ასპექტისგან, მაგრამ რაც ვიცი ისაა, რომ დიდ უმრავლესობას მსგავსი სერვისი სჭირდება შემდეგ რამეებში:
სწრაფად ნახოს თამაში, კოეფიციენტები, სტატისტიკა და ფული დადოს სწრაფად და უმტკივნეულოდ. ამას თუ იზამს საიტი ყველაზე კარგად, მაშინ მომავალი აქვს. ან მაშინ რაღაც სხვა უნდა იყოს ფეხბურთზე, რაც ან არავის აქვს, ან აქვს, საჭიროა, მაგრამ ცუდად აქვს გაკეთებული. ცუდია. ასევე ისიც საინტერესო ფაქტია, რომ საქართველოში უმეტესობას entry level ანდროიდიანი სმარტი აქვს. ასე რომ ეგეთი სმარტებიდან სერვისებზე წვდომა მნიშვნელოვანია ალბათ. მოკლედ, აქ ვართ და მივყვეთ, ვინც ბუკმეკერულ სერვისებს ხმარობს, კარგი იდეები ექნებათ.
შეიძლება თამაშის გასწვრივ დაემატოს დაახლოებით ხაზთან ინფო და შიგნით დეტალური ინფორმაცია აჩვენოს,
რაღაც ესეთები დაახლოებით დაახლოებით, მსუბუქი რამე
ძალიან კარგია. მე მეორე უფრო მომწონს თეთრი ბექგრაუნდი რომელსაც აქვს და ჯერ ეგ მოვსინჯოთ.
მაგრამ ამ იკონების დამატება ნიშნავს რომ უნდა დავამატოთ ახალი გვერდი, თამაშის დეტალების გვერდი. სანამ ახალ გვერდს დავამატებდეთ ჯერ ძირითადი გვერდის ლოგიკა მაქსიმალურად მივიყვანოთ სრულყოფამდე.
დღეს ფავორიტებზე ვაპირებ მუშაობას.
ორ ვარიანტზე ვფიქრობ. დავამოტოთ ახალი ტაბი ფავორიტები, სადაც drag and drop-ით ჩავყრით საინტერესო თამაშებს და უკვე მივიღებთ ხმოვან შეტყობინებებს გასულ გოლებზე და მერე დავამატოთ ბარათების ლოგიკაც.
ან მეორე ვარიანტი თამაშებს გვერდით ჩეკბოქები გაუკეთოთ და დავამამატოთ ძირითადი სანავიგაციო პანელი სულ ზემოთ, სადაც იქნება news განყოფილება, რომელსაც გვერდზე ექნება ნოტიფიკაციები (როგორც ფეისბუქზე მაგალითად წითლად რომ ინთება რიცხვები) და მონიშნული თამაშებს უკვე ექნება ხმოვანი შეტყობინებებიც.
ჰა, რომელი ჯობია?
ჩეკბოქსები, მიჩვეულია ხალხი უფრო.
რაც შეეხება გამოყენებას, თუ ფრონტის ენჯინთან ინტეგრაციას შევძლებ აუცილებლად დავამატებ სპორტის განყოფილებაში!
ჰო მეც ჩეკბოქსებისკენ ვიხრები.
ფრონტისთვის api-ს დავწერ no problem, მაგრამ ცოტა ხანი მჭირდება, რომ მივიყვანო აპლიკაცია სტაბილურობამდე.