Live Score აპლიკაცია AJAX-ის გარეშე


#41

კარგი საუნდები არ იცით, ჩვენ რო გამოგვადგება ისეთი, ოღონდ ფლეშსკორს რო აქვს ოვაციები და “სვისტოკები” ეგენი მემგონი არ ვარგა.

რამე მსუბუქი საუნდები კარგი იქნება, ზარის ხმა, beep და მსგავსი…


#42

აქ ნახე აბა
https://www.freesound.org/people/CGEffex/packs/5797/


#43

ხმოვან შეტყობინებებზე პრობლემას, წავაწყდით, სამწუხაროდ მობილურ პლატფორმებზე ხმოვანი შეტყობინებები არ იმუშავებს, და რატო.

ios-იც და ანდროიდიც ბლოკავენ მედია ფაილების გადმოქაჩვას კლიენტთან თუ ეს გადმოქაჩვა ინიცირებულია არა იუზერის მიერ გამოწველუი ივენტით (იუზერი მიერ ინიცირებული ივენთია მაგალითად პლეი ღილაკზე დაკლიკვა) და ბლოკავენ იმიტომ რომ ვაიდა იუზერი მობილული ინტერნეტით იყოს ინტერნეტთან დაკავშირებული, მაშინ მედია ფაილების გადმოქაჩვა (დაკვრა) ფული ღირს.

ჩვენ შემთხვევაში ხმოვანი შეტყობინება უნდა გამოიწვიოს სერვერზე მომხდარმა ივენტმა (ახალი ანგარიშის შენახვა ბაზაში, იგივე გოლის გასვლა), პრობლემა ამაშია.

ეს ყველაფერი ეხება ვებ აპლიკაციას, რომელიც ბრაუზერში ხორციელდება და მედია ფაილებს სერვერიდან ქაჩავს.

თუ ვინმეს მოგივიდათ თავში რაიმე “ჰაკი” განვიხილოთ.

ხმოვანი შეტყობინებები ამ ეტაპზე ჩავანაცვლოთ ნიუს ფიდით, რომ მობილური პლატფორმები არ დავტოვოთ განაწყენებული. მომავლისთვის თუ აპლიკაცია მოთხოვნადი იქნა დავწეროთ ios-ის და ანდროიდის აპები.


#44

ვერსია 0.0.4

დაემატა ფავორიტებში დამატების ფუნქცია, ფავორიტებში დამატების შემდეგ გოლებზე ხდება ხმოვანი შეტყობინებები, რაც ჯერჯერობით მარტო დესკტოპ დივაისებზე მუშაობს.

ასევე დავამატე meta viewport რაც იმას ნიშნავს, რომ აპლიკაცია ავტომატურად ერგება ეკრანის რეზოლუციას. (ეს მხარე დასახვეწია და მალე დავხვეწავ).

თქვენი კომენტარები, ბაგ რეპორტები და იდეები როგორც ყოველთვის ახლაც მნიშვნელოვანია :slight_smile:


#45

საკაიფო ფონტია Varela, მომეწონა.


#46

მე ubuntu-ც მევასება, მარა h1 ტეგებზე varela უფრო მიდის.

რაღაც ვეღარ მოვიცალე ამ აპლიკაციისთვის, მარა ცოტა ხანიც და აქტიურად შევუტევ.

ისე მიგდებული არც ეხლა მაქვს, სერვერის მხარეს ბაგებს ვასწორებ. node ისეთი რამეა ბაგებს არ გპატიობს. ერთი ერორი და პროცესი ჩერდება. django-ს შემთხვევეაში მაგალითად, ერთ იუზერზე ერთი პროცესია, node-ს შემთხვევაში ყველაფერს ერთი პროცესი ემსახურება, იუზერის რექვესტებსაც და სხვა სერვერის ლოგიკასაც, ამიტომ თუ ერორმა პროცესი გააჩერა საიტიც ითიშება. ძირითადი ერორები ყურებით მყავს დაჭერილი, მარა მარტო დაჭერა ნახევარი საქმეა…

ეხლა ვხვდები რატომ ღირს ძვირი მსგავს ბაზებზე წვდომა. ერთი შეხედვით ვითომ დიდ ინფორმაციასთან არ გვაქვს საქმე, მაგრამ ერთია ინფორმაციის ზომა და მეორე დინამიურობა. ეს დატა ძალიან დინამიურია და არც ისე ადვილად ექვემდებარება მენეჯმენტს.

ხანდახან ვფიქრობ ეს ზედმეტად ტექნიკური კომენტარები ზედმეტი ხომ არ არის ამ თემისთვის, მაგრამ რადგან თემა hello world განყოფილებაში მაქვს გახსნილი, ვფიქრობ მკითხვველიც შესაბამისი იქნება და ეს კომენტარები საინტერესო და იმედია სასარგებლოც იქნება მკითხველისთვის და ზოგადად ფრონტისთვისაც. ასევე ჩემთვისაც კარგი იქნება სხვები თუ თავიანთ გამოცდილებასაც გააზიარებენ.

და ვისაც დიდად არ აინტერესებს ტექნიკური დეტალები იმედია მაპატიებენ თუ ძალიან ტვინს გავბურღავ. :smiley:

node საერთოდ ახალგაზრდა ტექნლოგიაა და ჩვენთან, საქართველოს ვგულისხმობ, გამოცდილება საერთოდ ნულის დონეზეა, არადა სუნი მცემს რომ ეს ტექნოლოგია შორს წავა, ebay მაგალითად უკვე ძალიან აქტიურად იყენებს.

http://www.ebaytechblog.com/2013/05/17/how-we-built-ebays-first-node-js-application/#.VJBsefmUdEQ


#48

პირიქით, ბევრი კითხულობს ისე, რომ დარეგისტრირებულიც არაა. იმედია გაუჩნდებათ სურვილი, რომ დააკომენტონ.
გარდა ამისა, საინტერესო და ახალი ყოველთვის welcome არის აქ :D.

პ.ს. აქ სინტაქსის და კოდის მხარდაჭერაც არის ჩადებული, სპეციალურად, რომ კოდერებს ჰქონდეთ მოხერხებული გარემო. გითჰაბი იპარსება ფრონტზე, ხოლო დამოუკიდებელი კოდი ასე ჩანს:

print "hello world!"

ვრეპი:


#49

მაგარია, კოდის სნიპეტების პოსტვაც მოსულა ესეიგი. :slight_smile:

მაგისთვის სხვა თემას მოვიფიქრებ, თორემ სპორტის მოყვარულები გამიბრაზდებიან აქ რო კოდებიც შემოვყარო.


#50

კი კი. ფეისბუკზე და სხვა ფორუმებზე რომ ვხედავ ხოლმე, სნიპეტებს რომ დებენ, გული მისკდება :D.


#51

სინტაქსის გარეშე კოდის კითხვა “სვარკის” ყურებასავითაა :smiley: