Meanwhile in ღწქ

ღწქ
საქართველო

#21

2-2 დიპლომიანი ერი


#22

წინ გაგვიძეხ, ილიათოლ!


#23

შვეიცარია ვისი წილხვედრია ნეტა?


#24

სატნის!!!


#25

ნინელი ჭანკვეტაძე: "შვილი 18 წელი არ მყავდა და ღვთის ნებას ვიყავი მინდობილი"

ჩემი მოკრძალებული მოსაზრება მაქვს უშვილო ქალებთან დაკავშირებით და მსურს მკითხველსაც გავანდო. მე ვიცი ყველა ქალს რომ სურს შვილი, სხვანაირად ქალი სრულფასოვნად ვერ გრძნობს თავს, მაგრამ ყველას მოკრძალებით ვურჩევდი, ღვთის ნებას მიენდონ. თუ შვილი მიეცემათ ხომ კარგი, თუ არადა უშვილობის ტკივილი უნდა ატარონ. შეუძლიათ, დაეხმარონ იმ ბავშვებს, ვინც უკვე გაჩნდნენ, მაგრამ მზრუნველობა აკლიათ. შეუძლიათ, ასეთი ბავშვები იშვილონ…

წყარო


#26

მონოთეიზმისათვის დამახასიათებელი ტკივილი და ტანჯვა…


#27

კაცობრიობის და აზროვნების კიბო


#28

ზოგადად რელიგია.


#29

აბრაამულმა რელიგიებმა მაინც სულ სხვა სიმაღლეებს უწიეს :xd


#30

პანთეიზმი ბევრად უფრო დიდი სისულელეა ვიდრე მონთეიზმი. იმჰო.


#31

სისულელის მიხედვით არ ვადარებ


#32

ორივე აბსურდია.


#33

რითია მონოთეიზმი უფრო ჭკვიანური რო?


#34

როგორც დეიზმი უფრო ნაკლები სულელურია ვიდრე მონოთეიზმი, ასევე მონოთეიზმი უფრო ნაკლები სისულელეა ვიდრე პოლითეიზმი. ჩემი აზრით.


#35

@georgekaplan,
„როგორც დეიზმი უფრო ნაკლები სულელურია ვიდრე მონოთეიზმი“ ძალიან რელიგიური მტკიცებულებაა — ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებულია ანუ.


#36

შევეცდები ავხსნა ჩემი პოიზიცია, მაგრა თემას გავცსდით

ძალიამ უტრირებულია მაგრამ დაახლოებით :smiley:

დეისტი - ‘ღმერთმა შეჰქმნა სამყარო და მის მერე აღარ ერევა. სასწაულები არ ხდება. ჩემ ცხოვრებას მე თვითონ განვაგებ’

მონოთეისტი - ‘ღმერთმა შეჰქმნა სამყარო და რაც ხდება მისი ნებაა. ღმერთი ახდენს სასწაულებს განსაკუთრებული მორწმუნეებისთვის. ჩემს ცხოვრებას განაგებს ღმერთი’

პოლითეისტი - ‘ღმერთებმა შექმნეს სამყარო. მაგარი ღმერთები დიდი სასწაულებს ახდენენ, ბანძი ღმერთები პატარა სასწაულებს. ჩემ ცხოვრებას განაგებს ჩემი ღმერთი მაგრამ უფრო მაგარმა ღმერთმა შეიძლება ჩემ ღმერთს დაუნძრიოს და მეც დამენძრეს.’


#37

სხვათაშორის მეტნაკლებად დალაგებული და დამუშავებული პოლითეისტურ მითოლოგიებში, რამდენადაც მახსოვს, ჯერ რაღაც პირველყოფილი ქაოსი იხსენიება ხოლმე, რომლებიდანაც მერე ან სამყარო გაჩნდა, ან რომელიმე პროტოღვთაება, ან რაღაც მასეთი, რომელმაც მერე გააგრძელა შექმნა და მთელი ამბავი.

მონოთეისტური მითოლოგიები ბევრად უფრო უაზრო და ხისთავიანობაა ამ მხრივ. იყო ერთადერთი ბატონი, რომელმაც მოისურვა და ყველაფერი გაჩნდა.
ამაში მე ვერაფერს ვხედავ ჭკვიანურს.


#38

პანთეიზმი გამოგრჩა

მოკლედ რომ ვთქვათ, პანთეიზმში სამყარო = ღმერთს

ოღონდ პიროვნულ ღმერთს არა


#39

@georgekaplan, ორივე იმხელა აბსურდად მეჩვენება, რომ მიჭირს გავარკვიო, რომელი რომელზე უფრო სულელურია.


#40

@tskapo @rati რა თქმა უნდა ორივე აბსურდულია.

Life is too short to bother with the distinction of one figment of imagination and many. :smiley:

აქედან: