Mint თუ Ubuntu?


#1

დამწყები ვარ, სამსახურის გამო მიწევს ვინდოუსიდან ლინუქსზე გადმოსვლა, რომელი დავაყენებინო აიტის? რა განსხვავებებია?


#2

მე პირადად უბუნტუ მირჩევნია. ისე ეგ კითხვა შენი აიტისთვის უნდა დაგესვა :smile:


#3

ისე, ჩემნაირ დამწყებს რატომ ურჩევდი უბუნტუს? მე არ ვიცი და მინდა კვალიფიციური და ამომწურავი პასუხი მივიღო :smiley:


#4

აიტის ალბათ კიდია, რასაც ეტყვიან იმას დააყენებს


#5

მარტივი პასუხი თუ გინდა ასეთია: იმიტომ უბუნტუ რომ ყველაზე ფართოდ გამოიყენება იუზერების დონეზე, რადგან მარტივია, ბევრი რამ ჩაშენებულია, ლამაზია, გამძლეა. ამ ყველაფრის გამო შესაბამისად ბევრად უფრო მეტი ინფო მოიპოვება ინტერნეტში ამ რედისტრიბუტივზე.

თუ უფრო დეტალებში გაინტერესებს შევეცდები ფართო მაშტაბებით დავწერო


#6

როცა დრო გექნება, მადლობელი დაგრჩები :smile:


#7

ხო იმის თქმა დამავიწყდა. თუ სურვილი გაქვს გადახვიდე ლინუქსზე და ამავდროულად შენი კომპი კვლავ დაახლოებით იგივე ვიზუალურ კონცეფციაზე იყოს როგორც ვინდოუსში იყო მაშინ მინტ ჯობია რადგან ვიზუალურად ბევრი რამით გავს ვინდოუსს და დამწყებებს მაგიტომ უადვილდებათ მინტი მაგრამ ჩემი აზრით მაგით სრულად ვერ შიეგრძნობ ლინუქსის სამყაროს. სრული შეგრძნებისთვის დასაწყებად უბუნტუ კარგი ვარიანტია და შემდეგ ნელ ნელა უფრო რთულ და ძლიერ რედისტრიბუტივებზე გადასვლაა, როგორებიცაა ცენოესი თავისი ვიზუალური გარსით, დებიანი, სლაქსი და რა თქმა უნდა ჩემი აზრით ლინუქსების მამა რედისტრიბუტივი რედ ჰეთია ანუ წითელი ქუდი :smile:

რაც შეეხება ვრცელ პასუხს ზემოთ აღნიშნულზე, ამ მომენტში ბევრი დრო არ მაქვს მაგაზე სალაპარაკოდ და რასაც მოვასწრებ ვიტყვი, ეს ყველაფერი ჩემი აზრია და არ ვამბობ რომ ეს სრული ჭეშმარიტებაა.

ეს ყველაფერი ჩემი დაკვირვებებით გავიგე.
ორი ზუსტად ერთნაირ კომპზე დავაყენე ეს სისტემები. ერთი და იგივე ოპერაციებზე მივიღე ჰარდის სხვადასხვა სახის დატვირთვები.
არაფრის კეთების დროს უბუნტუ უფრო ნაკლებ რესურს ჭამდა პროცესორის მაგრამ უფრო მეტს ჭამდა ოპერატიულის.
სხვადასხვა მსუბუქ პროგრამებს (როგორიცაა ბრაუზერები) უბუნტუ უფრო სწრაფად ტვირთავდა.
სხვათაშორის ინტერნეტშიც უფრო სწრაფი იყო უბუნტუ. სფიდ ტესტზე ბევრად უკეთესს მაჩვენებელს იღებდა

იდეაში მინტი უფრო ლაითია და უფრო სწრაფი იუნდა იყოს, ზოგადად სუსტ კომპებზე მაგის დაყენებას გირჩევენ მაგრამ ჩემს მიერ ჩატარებულ ტესტმა სხვა რამ გვაჩვენა, აგრეთვე გასათვალისწინებელია რომ უბუნტუმ 12,04 ვერსიაში თავის სიტემა საკმაოდ ააჩქარა და შესაბამისად მის მომდევნო ვერსიებში საკმაოდ დახვეწა.

ისიც გასათვალისწინებელია რომ როგორც მწარმოებლები ამბობენ მინტი უფრო მეტ ჰარდვეართან არის თავსებადი (პირადად მე უბუნტუზე არ მქონია არანაირი პრობლემა თავსებადობაზე)

კიდი ჩემი აზრით უნდა შეხედო მწარმოებლებს. რომელშიც ჩემი აზრით უბუნტუს მწარმოებელი კომპანია ქენონიქალი ბევრად უფრო სერიოზული ფირმაა.

უბუნტუს წარმოება 2004 დაიწყო და მინტის 2006, ორივე კომპანია ახალ ახალ სტაბილურ ვერსიას ყოველ 6 თვეში ერთხელ უშვებს.

ისე მინტი უბუნტუს განშტოებაა. უფრო დეტალურად პროგრამულ კოდების დონეზე ვერ განვიხილავ, რადგან არ ვიცი.

აქვე შემოგთავაზებ ჯერ ლინუქსის განვითარების ხეს და შემდეგ დებიანის განვითარების ხეს რომელზეც არის აღმოცენებული ორივე სისტემა


#8

გაიხარე ამომწურავი პასუხისთვის :smile: უბუნტუს დავაყენებინებ
ამათ სალიცენზიო პოლიტიკას რა ვუთხარი :მად: ზის ეხლა მთელი აიტი დეპარტამენტი და აკონვერტირებს ვორდის დოკუმენტების (კონტრაქტების, იურიდიული დოკუმენტაციის) ფორმატირებას ლინუქსისთვის :smiley:


#9

კონვერტაცია რათ უნდა? ლინუქსზეც არის მრავალი პროგრამა რაც ხსნის როგორც პდფ აგრეთვე დოკ ფაილებს. თუ ლიცენზია მაგასაც ითხოვს?

რავი ჩვენ ერთხელ შეგვაწუხა მაიკროსოფტმა, კომპები აღვწერეთ და უფროსობას გადავეცით. იმის მერე არავის არაფერი უთქვამს მაგ თემაზე


#10

Thanks for the pro answer :smiley:


#11

ეს არის მიდის ოფისის დოკუმენტებზე?
http://www.openoffice.org/

@chochia_shota
რაზე შეგაწუხათ მაიკროსოფტმა? O-o ლიცენზიები მოგთხოვათ?


#12

კონვერტაცია არა უბრალოდ LibreOffice ფორმატირებას ურევს დოკუმენტაციისას და ჩალიჩი უწევს აიტის ))


#13

ზუსტად არ ვიცი, უფროსმა მთხოვა ჩემ დაქვემდებარებაში მყოფი კომპების ტექნიკური პარამეტრები აღმეწერა და მიმეწოდებინა, რო ვკითხე რათ უნდოდა ასე მითხრა მაიკროსოფტი ლიცენზიებისთვის ითხოვსო და მერე მართალი გითხრა არ დავინტერესებულვარ


#14

ეხლა წარმოვიდგინე მე რომ მომთხოვონ ყველა კომპზე ლინუქსის დაყენება რა აუხსნის 100 კაცს ლინუქსის მოხმარებას. გულმა მხია რამის. რაის ლიცენზია არ დაგვღუპოს მაიკროსოფტმა. ჯერ მეც გასარკვევი მექნება წესიერად


#15

უბუნტუ არ ჰგავს ვინდოუსზე რთულს აშკარად.


#16
  1. მიჩვევის ბაზარია (წიპა XP-დან ვინ8 რომ გადასვა ადამიანი დაახლოებით ეგეთი რამეა)
  2. ვიცი სადაც ვმუშაობ და რაც შეუძლიათ :grin:

#17

Ubuntu, რადგან front.ge-ც უბუნტუაზეა. :smiley:

ეს საიტი ნახე, შედარებებისთვის. http://distrowatch.com/


#18

დამიყენეს უბუნტუ 13.0.4
მაგრამ
ენის სწრაფი გადართვა ვერ ვიპოვე (ალტ+შიფტი) მიშველეთ თორემ გავაფრენ :smile:


#19

@Hammond


#20

ეგ შენ თვითონ უნდა ჩაურთო!