მღერიან და ხუმრობენ IT სპეციალისტები


#1

აბა მოყევით პირადად გადამხდარი კურიოზები.

ერთხელ ერთს მონიტორი შევუცვალე და კითხვა დამისვა. დესკტოპზე რაც მქონდა წაიშლებაო? ის ნათურა ამენთო რაც გვერდით თემაში გვაქ.

პ.ს. გამოცდაზე შევდივარ და თუ ცუდ ხასიათზე გამოვალ იმედია აქ კაი რამეები დამხვდება და ვიხალისებ


#2

ჩემი მეგობარი მუშაობდა ერთ ორგანიზაციაში IT support-ში ოდესღაც. პენტიუმ 2-ების ეპოქაა გაქანებული და ურეკავენ ოთახში, ყავის დასადები გაფუჭდა კომპიუტერზეო. ესაც ავიდა გადიდებული თვალებით ზემოთ და აღმოაჩინდა, რომ cd-rom იყო გაფუჭებული, აღარ იკეტებოდა.


#3

ჩემთან სამსახურში


#4

კაროჩე

რეკავს ჩვენთან ტიპი, პრინტერზე ვერ ვბეჭდავო
კაროჩე დაუჯდა თანამშრომელი და სადღაც 15-20 წუთი ხან რა სეთინგი შეამოწმებინა, ხან რა
ბოლოს კლავიატურას ურტყამდა თავს, მაგის დედაც მოვდღან, წავალ ადგილზე ვნახავო (თავისუფლებიდან თუ არ ვცდები ან გლდანში ან ისანში უწევდა)

ბოლოს გაიასნდა (თან სულ სხვა წყაროდან) რომ მთელ სც-ს დენი ჰქონდა გათიშული


#5

ეგ ალტას სერვისშიც მოხდა როცა მანდ ვმუშაობდი. თვის ღადაობა იყო.

ერთხელ ერთმა მთხოვა მერჩია სად ეყიდა პრინტერმონიტორი


#6

ის ასე ხედავს სამყაროს!


#7

სხვათაშორის არ შევიმჩნიე და ელიტში გავგზავნე, ყველაფერს ყიდიან და იქნებ ეგეთი რამეც აქვთ :smile:

ხო ერთხელ ერთი მთვრალი შემოდის (მაგ დროსაც ალტაში ვმუშაობდი) და მეუბნება აქ კომპი ვიყიდე და მონიტორს დრაივერი არ მოყვაო. 10წთ ვცდილობდი ამეხსნა რომ იმ მონიტორს დრაივერი არ ჭირდება. რო არ მომეშვა გუგლში ჩავწერე მონიტორის მოდელი და მივაწერე დრივერ დაუნლოად და რაღაც ზიპ ფაილი ამომიგდო, ჩავუწერე და გავუშვი. რო გავხსენი ის ზიპ ფაილი რაღაც უაზრო ფაილები იყო რომელსაც ვერაფერში გამოიყენებ


#8

ინგლისური თუ გესმის, ამას უყურე :smiley::


#9

აი კარგი დრო ქე რომ იყო, აი ნეტში დიალ აფით რომ გავდიოდით ეგ პერიოდია…მე ცოტა მეტი ვიცოდი ვიდრე ჩემმა მეგობრებმა და შესაბამისად ხშირად ტიროდნენ ჩემს მხარზე პრობლემების დროს :smile:

ერთხელაც მირეკავს მეგობარი, რომელიც რბილად რომ ვთქვათ არ მეგობრობდა ტექთან. მონიტორი ვიყიდე და პრობლემა აქვსო. რა პრობლემა მეთქი…ინტერნეტში არ შედისო მპასუხობს :grinning:
რაღა თქმა უნდა გავლანძღე და შევპირდი რომ გავუვლიდი ცოტა ხანში.

მივედი, დავიწყე მოდემის დრაივერებიდან და დავამთავრე მეზობლის მოდემის ჩადებით, მაგრამ არაფერი…თან მონოტონურად მიმეორებს რომ ძველი მონიტორით შედიოდა ორი დღის წინ და მერე გაუფუჭდა ის მონიტორი და ახლის ყიდვის მერე აღარ შედის ინტერნეტში :expressionless:
ბოლობოლო დავუშვი, რომ ტელეფონის ხაზს დაენძრა, მიუხედავად იმისა, რომ ტელრფონი გამართულად მუშაობდა მაინც გადავწყვიტე ხაზი ბოლომდე გამომერიცხა და ასევე გადამემოწმებინა ამის სისტემა ნამდვილად მომუშავე ხაზზე, ამიტომ მეგობრის ქეისი გადავიტანე მის მეზობელთან…იქ იმუშავა უპრობლემოდ…ლოგიკურად მხოლოდ ხაზი რჩებოდა, მაგრამ მეგობარმა ისე მომიტყნა ტვინი იმის მტკიცებით რომ ხაზი წესრიგშია, რომ დავნებდი და მეზობლის მონიტორი გადავატანინე თავისთან და აი აქ მოხდა ის რამაც თავდაყირა დააყენა ჩემი მთელი წარმოდგენა რეალობაზე :smiley:

როდესაც სისტემურ ბლოკზე ვაერთებდით მეზობლის მონიტორს მოდემი უკონექტდებოდა პროვაიდერს, როდესაც ვაერთებდით მეგობრის ახალ მონიტორს კავშირი შუა გზაში წყდებოდა………იგივე ხდებოდა მეზობლის სახლშიც -_-

მე კარგა გვარიანად შემცბრმა ვუთხარი რომ აზრზე არ ვარ რა ხდება და რომ მღვდელი მოიყვანოს :დ

დარეკა მაღაზიაში სადაც მონიტორი იყიდა და სცენა აწი თავად წარმოიდგინეთ :smile:

რაღა თქმა უნდა გააჯმევინეს, რეებს იგონებო. მერე მე გადავწყვიტე ვინმე პროფი მოგვეყვანა რომ მაღაზიისთვის 100%-იანი ფაქტებით გაგვეტრაკებინა.

დავრეკე მგონი კამარაში და ვთხოვე ვინმე “აზრზე მოსული ტიპი” ეთხოვებინათ ცოტა ხნით…….გავუარეთ და წამოვიყვანეთ ვინმე კახა, რომელიც მთელი გზა გვიმტკიცებდა რომ რაღაც სისულელეს ვუყვებით და მივალთ და გაასწორებს “კაცო”.

აი არასდროს დამავიწყდება კახას სახე იმის შემდეგ რაც ეს ყლეობა თავის თვალით ნახა…საოცრებათა კიდობანში დარეკეთ (გაზეთი იყო ასეთი) და მიუყევითო, მე მანამდე იმ მაღაზიაში დავრეკავ და იმათ მოვუყვებიო )))))

მოკლედ კახას ავტორიტეტის დახმარებით მაღაზიამ მონიტორი გამოცვალა, მაგრამ მე დღემდე არ ვიცი რა ჭირდა იმ მონიტორს )))

შილდინგის პრობლემა?
IRQ კონფლიქტი?
აი არ ვიცი :grinning:


#10

ერთი 5 წლის წინანდელი ამბავია.
სამსახური დილის 9 საათზე მეწყებოდა. მარშრუტკაში ვზივარ, N73 მქონდა მაშინ, ყურსასმენებში მუსიკა მაქვს ჩართული და მაქსიმუმ ერთი 5 წუთი დამგვიანებოდა. უკვე 1 კილომეტრიც არაა დარჩენილი ოფისამდე და მირეკავს ბუღალტერი - მალე მოდი, კომპიუტერს ხმა აღარ აქვსო. ვუპასუხე გზაში ვარ, 5 წუთში მანდ ვიქნებითქო.
მივედი, დავიწყე გამორიცხვის მეთოდით პრობლემის აღმოფხვრა. შევამოწმე ის, შევამოწმე ეს, აშკარად ყველაფერი წესრიგშია და ხმა უნდა ჰქონდეს - მაგრამ არა აქვს! ამ გაკვირვება-გაკვირვებაში შემთხვევით თვალი მოვკარი… მოვკარი კი არა და ყურსასმენების კაბელი გამოვწიე, წამომყვა ბოლომდე… შევაერთე და ხმაც “ამუშავდა” :slight_smile:


#11

მეზობელი მირეკავს, მეორე მეზობლის შვილი რეკავს სკაიპით და ჩვენი ხმა არ ესმის იქნება დაგვეხმაროვო… ავედი და ვიქექეი საუნდ დრაივერებში, დაახლოებით 5 წუთში დავაფიქსირე რომ მიკროფონი არ აქვთ და ესენი მთელი ხმით ყვირიან ოთახის მასშტაბით. ვუთხარი მიკროფონი რომ არ გაქვთთქო? მერე რა დინამიკები ხომ გვაქვს და არ წავაო?


#12

გუშინ თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და მეუბნება რომ თავის ანდროიდ ტაბლეტზე მაიკროსოფტის ოფისის დაყენება უნდოდა 2013 წლის და რო ვერ დააყენა ჩემთან მოვიდა ვერ ვაყენებო. მე ავუხსენი რო ვერ იზამდა, მერე ეგ რახან არ გამოდიოდა ანდროიდზე გაბრაზდა რა ჩაკეტილი სისტემააო. საერთოდ მივაფორმატებ და ვინდოუსს დავაყენებო


#13

ეხლა შემომივარდა ერთი ქალი, კომპიუტერები 3 წელიწადში ერთხელ უნდა გამოცვალოო, ვერ გავაგებინე რომ ჯანდაცვის საიტი უბერავს და არა კომპიუტერი… ეჰ…


#14

#15

იქნებ ის გაჩითო ქულერში რო აბერინებს და ადიელაში ახვევინებს


#16

ვიპოვე :smile:


#17

რა არის ეს :smiley:


#18

თქვენთანაც წინა ცვლა აფუჭებს ხოლმე კომპიუტერებს? :grin:


#19

– შენ ხო კომპიუტერი კარგად იცი და მოდი აბა ნახე ჩემს მობილურს/ტელევიზორს/DVD Player-ს/სარეცხ მანქანას რა სჭირს?
– არ ვიცი, ეგეთი მობილური/ტელევიზორი არ მქონია.
– კი, მაგრამ შენ ხომ კომპიუტერი კარგად იცი? :open_mouth: (იმედგაცრუებული და ოდნავ გაბრაზებული სახით)

:expressionless:


#20

ეხლა მომიტანა თანამშრომელმა კომპ ჩემმა შვილმა მონიტორი იყიდაო რაღაც გაუფუჭაო მერე გახსნაო და ვეღარ რთავსო, გავხსენი პროცესორი და კაროჩე არაფერზე ჩუვსტვა არ აქვს სიგნალს არ უშვებს. ოპერატიულის მოხსნა მინდა და ვერ ვიღებ, 2 კაცი ვეჯაჯგურეთ არ ამოდის იმენა. ოპერატიულები მომენტი წებოთი ჩაუწებებებია -_-