ნოუთბუქი უბუნტუსთვის?


#1

ფრონტ, ვაპირებ უბუნტუზე გადაბარგებას, რას მირჩევთ ვისაც გაქვთ გამოცდილება, რომელი ნოუთბუქია უკეთესი უბუნტუსთვის ასე 1500 ლარის ფარგლებში? დიდი მადლობა.


#2

ნებისმიერი რომელიც ვიზუალურად და ერგონომიულად მოგეწონება :smile:


#3

დრაივერების პრობლება რომ ქონდა ადრე მოიხსნა? პროგრამირება და ვებ დეველოპმენტის სწავლა მინდა დავიწყო სერიოზულად და რამოდენიმემ მირჩია რომ ლინუქსზე ჯობია ვაკეთო ეგ ყველაფერი. ხოდა ვიწყებ ჯერ ლინუქსის გაცნობით :blush:


#4

როცა მიხვალ ლეპტოპის საყიდლად ფლეშკაზე მიიტანე ubuntu და შენ თვითონ დარწმუნდი, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს…


#5

ვებ დეველოპმენტის სწავლა თუ გინდა unix სისტემის ცონდა კი ბევრ რამეში გამოგადგება მარა ამისთვის მთლიანად ლინუქსზე გადაბარგება არაა აუცილებელი. დაითრიე პატარა ვირტუალური მანქანა რომელიმე ქლაუდ სერვერზე და ტესტე რაც გინდა… მაქს 5-10$ დაგიჯდეს თვეში სატესტო ვერსია. კოდის საწერად არანაირი უპირატესობა არ აქვს ლინუქსს, პირიქით ბევრი პროგრამის დეფიციტია შედარებით მანდ როგორც ვიცი…


#6

@levani @devius დიდი მადლობა. ძალიან შორიდან ვიწყებ :hourglass_flowing_sand: , მაგრამ უნდა მივიდე.


#7

მე ვარ დამწყები ვებ დეველოპერი და მიყენია უბუნტუ რაც ამ საქმეში საკმაოდ კარგი გამოსაყენებელია და გეთანხმები იაფი შესანახიც ვიდრე ვინდოუსია… კომპიუტერის მუშაობისთვის ლინუქსი არის საიმედო ვიდე ვინდოუსი ასევე ვირუსებიც ლინუქსზე არ არის ვირუსები და არც გჭირდება ათასნაირი დაცვის დაყენება არის საკმაოდ ადვილი და უპრობლემო ვიდრე ეს ვინდოუსია :slight_smile: მართალია თამაშებისთვის არ ვარგა მაგრამ სამუშაოდ უკეთესია… მაგრამ არის კომპიუტერები კერძოთ ნოუთბუქები რომლებსაც ააქვთ ლინუქსის პრობლემა ასე რომ რომ ყიდულობთ როგორც devius_მა თქვა წაიგეთ ფლეშკით და იქვე გასინჯეთ.


#8

დრაივერების პრობლემა უბუნტუს აღარააქ მაგრამ თუ ვიდეო ჩვენებას პრობლემები შეექმნა ანუ ხაზები თუ უჩნდება მომენტალურად ის უკვე კომპიუტერის ბრალია…