რაღაც უაზრო საქმე შემომტენეს და თქვენი დახმარება მჭირდება. ერთ-ერთ საზღვარგარეთის კომპანიას უნდა მივწერო და რაღაც პროდუქციის ჩამოტანაზე უნდა დავკერო. მაქვს მეილი სადაც უნდა მივწერო მაგრამ არ მაქ მსგავსი საქმის გამოცდილება. პატარა წერილის შედგენაში დამეხმარეთ ინგლისურად რომ იმ კომპანიამ სერიოზულად აღმიქვას და კონტაქტზე გამოვიდეს. დანარჩენს თუ დარეკავენ მოვუგვარებ ალბათ. მთავარია კონტაქტზე გამოვიდნენ და ჩემ წერილზე არ გაეცინოთ ვიღაც მოცლილიაო
ოფიციალური წერილი
მაშ ასე, დავიწყოთ.
ძირითად ტემპლეიტს მოგცემ, სადაც იქნება ადგილები, რომელიც შენ უნდა შეავსო. თუ რამე კონფიდენციალური ინფორმაციაა, რომელიც გინდა რომ უფრო დამუშავდეს, პირადში მომწერე ან ისე დაწერე, რომ სხვა კომპანია/ბრენდის სახელი ვიხმარო და მერე შენ გადააკეთებ შენს გემოზე უმარტივესად.
დავიწყოთ მისალმებით. მისალმების ეს ფორმა ყველაზე ნეიტრალური და კარგია, როცა არ იცი, ზუსტად ვის წერ კომპანიაში.
To: ადრესატი კომპანიის სახელი
Dear Sir/Madame,
We are Georgia-based company (კომპანიის სახელი) specialized in (აქ წერ რა სეგმენტში ხართ და რას აკეთებთ. სიტყვაზე: retail business in home electronics - საოჯახო ელექტრონიკის საცალო გაყიდვები). Our main focus is to (მაგალითად: create the unique shopping experience for our customers thruougt our brand shops - ჩვენი ძირითადი ფოკუსია შოპინგის განსაკუთრებული გარემოს შექმნა ჩვენი საცალო მაღაზიების მეშვეობით). Our (აქ უნდა ჩაწერო რა არის თქვენი განსაკუთრებული მაჩვენებელი - მომხმარებლების რაოდენობა, მაღაზიათა რიცხვი, თუ ბრუნვა/გაყიდვები და ა.შ. ამ შემთხვევაში ვწერ მაღაზიათა რიცხვს, რომელიც ემსახურება N რაოდენობა მომხმარებელს თვეში - chain includes 10 brand shops in the country, reaching and serving about 70 000 unique customers pet month). Recently we’ve come across one of your product - (აქ იმ პროდუქტის სახელი) and after careful evaluation we decided that “PRODUCT NAME” perfectly fits the dynamics and needs not only for our company and activities, but also for steadily growing (Home electronics market) in Georgia and therefore we are seeking the possibility to add “PRODUCT NAME” to our portfolio.
Please let us know if you are interested in cooperation with our company.
Cordially,
სახელი, გვარი
პოზიცია კომპანიაში(რაც უფრო მაღალი, მით უკეთესი)
ტელეფონი,
იმეილი
ვებსაიტი
კომპანიის სახელი
სრული მისამართი
ეს არის წინასწარი ვარიანტი, რომელსაც ნელნელა დავამუშავებთ. უბრალოდ გადი-გამოდის რეჟიმში ვარ დღეს და შეიძლება უცბად ვერ გიპასუხო, ან სულაც სხვა ფრონტელი დაამატებს რამეს
ძალიან კაი ტემპლეიტია დიდი მადლობა მაგრამ დამავიწყდა ერთი გარემოების თქმა. ჩემი პირადი სახელით უნდა დავეკონტაქტო და არა კომპანიის სახელით. როგორც კერძო პირი ისე უნდა მივიდე კომპანიასთან და ერთ-ერთი პროდუქციის მოწოდებაზე უნდა დავაინტერესო და მოლაპარაკებებზე თუ წამოვა ან ახალი შ.პ.ს გავაკეთებ ან არსებული კომპანია ჩაერთვება საქმეში
გასაგებია, თუმცა მსგავსი რამე არ შემხვედრია აქამდე…
ისედაც ეჭვი მეპარება რომ ეგეთ ინიციატივაზე წამოვიდეს კომპანია თუ ცნობილი სახე და ინვესტორი არ ხარ
ჯობია თუნდაც მოგონილი კომპანიის სახელით დაელაპარაკო და მერე უცებ დაარეგისტრირო, თუ რამეა, თირემ დიდი შანსია უბრალოდ პასუხი არ გაგცენ და მოხვდე სპამ ლისტში.
ეგეც მართალია. ზემოთ დაწერილ წერილში მითითებული გაქ რომ რას საქმიანობს კომპანია და მაგას რა ვუყო მოგონილი კომპანიის სახელით რო მივწერო? რეალურად საქმიანობა ხომ არ მიწარმოებია და წარსული საქმიანობის საბუთები რო მოითხოვონ ვერსაიდან მოვიტან. მოგონილ კომპანიას თავისი მეილი რომ არ ექნება და ჯიმეილიდან მივა პოსტა სერიოზულად ჩამთვლიან რო? თუ შეიძლება ისეთი ბაზარის გაშვება რომ ჯერ ახალი კომპანიაა და გაფართოებას ვგეგმავთ და მაგ მიზნით ვუკავშირდებით?
ეგაც შეიძლება, თუმცა გამზადებული რეცეპტი არაა, რომ ეგ ეგრე იმუშავებს. მე მაგალითად წინა ოფისიდან, რომელსაც კარგი სტაჟი და გამოცდილება ჰქონდა სადისტრიბუციო პორტფოლიოსი, წერილი გავუგზავნე ერთ-ერთ ევროპულ კომპანიას, რომელიც მხოლოდ თავის და გვერდით ერთ მეზობელ ქვეყანაში მუშაობდა. ყურიც არ შეიბერტყეს მიუხედავად იმისა, რომ ნორმალური პერსპექტივები ჰქონდა მათ პროდუქტს აქ. ალბათ ჩათვალეს, რომ არ ღირს თავის ატკიება შორს მდებარე პატარა ქვეყანაზე, რომლის ეკონომიკაც საერთო ევროპულზე დაბალია, საბაჟო ტარიფები, მათთვის უცნობი ბაზარი და ასე შემდეგ. ეხლა წარმოიდგინე იგივე სიტუაცია ახლად შექმნილი კომპანიის სახელით. შანსები კიდევ უფრო მცირდება. თუ ბრენდი არის ლოკალური და ერთ ქვეყანაზე ორიენტირებული, ჩამოუყალიბებელი საექსპორტი პოლიტიკით, როგორც წესი თითქმის არ წუხდებიან წინადადებებზე, თუ ეს მართლა ძალიან მიმზიდველი არაა.
შენ გადაწყვიტე, გინდა ისეთი წერილი, ისეთი დავწეროთ. ესეთი გინდა, ესეთი ვქნათ
ლოკალური კომპანია არაა. აზიის მრავალ ქვეყანაში აქვთ დისტრიბუცია. ჩამონათვალში ევროპა და ამერიკა არ შემხვედრია. იმ ქვეყნებიდან მრავალ კომპანიას შემოაქ ჩვენთან პროდუქტი და საკმაოდ წარმატებულებიც არიან.
ვქნათ ისე რომ ვართ ვითომ რამე ახალი კომპანია და გაფართოების მიზნით გვსურს მათი პროდუქციის შემოტანა და მათი ოფიციალური წარმომადგენლები გვინდა რომ ვიყოთ და დავეხმაროთ საქართველოს ბაზრის ათვისებაში და მათი ქსელი გაფართოებაში
ან ჩვენვე გავხსნით მათი სახელობის მაღაზიას და საზოგადოებას შევთავაზებთ მათ პროდუქციას ან ჩვენ მხოლოდ ვუზრუნველყოფთ პროდუქციის ჩამოტანას და სხვა კომპანიებზე მიყიდვას. ანუ ისინი გამოგზავნიან პროდუქტს და ჩვენ აქ მივხედავთ რეალიზაციას რა. ალბათ გასაგებად ავხსენი. მთავარია დაინტერესდნენ და კავშირზე გამოვიდნენ და დანარჩენს უეჭველი მივხედავ და რეალიზაციას 100% გავუკეთებ
დავცხოთ მაშინ:
Dear Sir/Madame, (თუ მუსულმანურ ქვეყანაში აგზავნი, მადამი თამამად შეგიძლია მოაშორო)
We are Georgia-based company (NAME) specialized in home electronics retail business (აქ შენი კომპანიის საქმიანობა ჩაწერე). The company was created recently with the ambitious goal to estalbish its presence on country’s steadiy growing home electronics market. Recently we’ve come across one of your product - (აქ იმ პროდუქტის სახელი) and after careful evaluation we decided that “PRODUCT NAME”
perfectly fits the needs of our company. Therefore we are looking for the possibilities of partnership and cooperation with you to start mutually useful business activites. Our logistical and business channels are capable for importing and distributing [PRODUCT NAME] in Georgia via our local partners and dedicated brand shops. We hope that our interest in your product will meet the respective response from your company.
Looking forward your reply.
Sincerely,
Leonardo DiCaprio
Oscar Seeker at Holywood Inc
იმეილი
ვებსაიტი
კომპანიის სახელი
სრული მისამართი
იმეილსაც აქვს რათქმა უნდა მნიშვნელობა, ამიტომ ჯიმეილის მაგივრად იქნებ სადმე ისეთზე აგეღო დროებითი მისამართი მაგალითად აქედან, ან რამე ქართული აიღე თუ არსებობს, დროებით. მთავარია იაჰუ ჰოთმეილი და ჯიმეილი არ იყოს
შენ გაიხარე კაი წერილი გავაშანშალე. ეს საქმე თუ გამომივიდა პრეზენტაციაზე დაპატიჟებული ხარ ვიპ სტუმრად.
ავტომოპასუხის მეილი მომივიდა 5-6 სამუშაო დღეში დაგიკავშირდებითო. თუ არ მიპასუხეს 2 კვირაში ღიირს მეორედ გაგზავნა?