როგორ გადავერთოთ ამერიკულ Play Store-ზე [Guide]


#1

თუ რატომ უნდა გადავერთოთ ამერიკულ პლეი სთორზე ამის მოყოლას არ დავიწყებ, საკმარისია იმის ხსენება რომ წვდომა გვექნება თითქმის ყველა (გარდა რეგიონ-სპეციფიურ) აპთან (კი ქენდიქრაშიც, ტემპლრანიც, ვაიბერიც და ა.შ) შეგვეძლება ჟურნალების, წიგნების, ფილმების ან მუსიკის ყიდვა/გადმოწერა, ამერიკული ტვ არხების ყურება და ა.შ

  • ე.ი გვჭირდება ნებისმიერი საკრედიტო / სადებეტო ბარათი :credit_card: (საქართველოს
    ბანკი, TBC / ლიბერთი, არ აქვს მნიშვნელობა) ასევე “მიდის” სტუდენტური
    ბარათები, ვიზა ელექტრონი და Express Card.
  • შევდივართ მისამართზე http://www.google.com/wallet/ ვრეგისტრირდებით, ვამატებთ ჩვენს ბარათს, მაგრამ ბილინგ მისამართში ვწერთ ამერიკულ მისამართს ნებისმიერი გადამზიდავი კომპანიისგან, მე მაგალითად ვიყენებ Bestex-ს.
  • ამის შემდეგ ჩვენ უნდა “დავაჯეროთ” Play Store" რომ ამერიკაში ვართ, ამისთვის გამოვიყენებთ VPN-ის უფასო სერვისს http://unblockvpn.com/ ალტერნატიული ვერსია რეგისტრაციის გარეშე - www.usafreevpn.com/
  • შევდივართ http://unblockvpn.com/-ზე, მარჯვენა ზედა კუთხეში ვაჭერთ Free 3 day trial-ს
  • ვავსებთ პატარა ფორმას. აუცილებლად მიუთითეთ სწორი მობილურის ნომერი ფორმატში +995 xx xxxxxx
  • ვააქტიურებთ ანგარიშს მეილზე მოსული ინფორმაციის დახმარებით
  • შევდივართ ანგარიშში და ვირჩევთ Activate 3 day free trial
  • მობილურზე მოდის აქტივაციის კოდი (ხედავ სად გამოგადგა? :slight_smile:)
  • ვიწერთ VPN კლიენტს აქედან
  • ვაინსტალირებთ, შევდივართ ოფშენებში და და სერვერის ლოკაციაში ვირჩევთ US-ს
  • ვაწვებით Connect-ს :smile:
  • შევდივართ https://play.google.com/store -ზე კომპიუტერიდან და ვხვდებით ამერიკულ “Play Store”-ში
  • ვირჩევთ ნებისმიერ უფასო მუსიკას ან ჟურნალს (თუ მაინცდამაინც შეგიძლიათ ფასიანიც იყიდოთ :slight_smile: )
  • გაითვალისწინეთ აუცილებელია იმავე გუგლ-ექაუნთით იყოთ შესულები რომელსაც ტელეფონით იყენებთ :smile:
  • აპდეითი - არ დაგავიწყდეთ იმ დროს სანამ კომპიუტერი ვპნ-ზეა მიერთებული ,ვაიფაით შეხვიდეთ Play Store-ში რომ დაფიქსირდეს თქვენი დივაისი ამერიკულ IP-ზე.
  • მას შემდეგ რაც შეკვეთა დაასრულეთ და აპლიკაცია/მუსიკა/ჟურნალი წარმატებით შეიძინეთ თიშავთ VPN-ს
  • არესტარტებთ ტელეფონს, საჭიროების შემთხვევაში წმინდავთ Google Play Store application cache-ს (Settings > application manager> google play store < clear data /.clear cache)
  • ვუალა, თქვენ ამერიკული Play Store გაქვთ და შეგიძლიათ ისარგებლოთ ნებისმიერი აპლიკაციით \o/

Cover - ანდროიდის მაგარი აპლიკაცია!
#2

კაია, რამე პროგრამა სჭირდება ამერიკული რომ იყოს თუ ჩვეულებრივად იქნება მხოლოდ play store და დანარჩენი ქართული ip?


#3

ჩვეულებრივად იქნება ამის შემდეგ ამერიკული. არაფერი აღარ უნდა.


#4

“There was a problem authorizing your card. Contact your bank if this problem continues.” - ექსპრეს კარდი მაქ და ამექსი და ორივეზე ამას მიწერს


#5

ამას Wallet გიწერს თუ Play Store?


#6

Wallet-ი :slight_smile:


#7

რამე თანა არის ბარათებზე? შეიძლება ავტორიზაციისთვის ვერ გაჭრის იმ 1-2 ცენტს.


#8

walleti ar igebs arcert qartul barats. darcmunebuli xar mag metodis mushaobashi ?? 6 barati vsinje sxvadasxva bankis ukve, da ar igebs arcerts. ratkmaunda tanxa aris angarishze sakmarisze cota metic.


#9

აბსოლუტურად, მე თვითონ მაქვს სბ-ს ექსპრესქარდი (MasterCard) და ამექსი მიბმული.
მისამართში იგივე ბესტექსის დეფოლტ მისამართი არ ჩაწერო, შენი სახელ-გვარიანი, პერსონალიზირებული ჩაწერე რასაც რეგისტრაციის მერე გაძლევს.
ასევე - არ დაგავიწყდეს VPN-ზე ოპშენებში ამერიკაზე გადართვა (US-რაღაცა), დეფოლტად UK აყენია.


#10

გაიხარე სწრაფი პასუხისთვის. ამერიკის მისამართს არ ვწერდი თურმე მერე დავაკვირდი, ეხლა დავამატე მეც ექსპრეს ქარდი და დაიმატა. მშვენიერია, ეხლა გავაგრძლებებ დანარჩენ ეტაპებს და თუ რამეში გავიჭედე ისევ გთხოვ დახმარებას. მადლობა


#11

გავაკეთე ყველაფერი როგორც წერია. კომპიუტერიდან რო შევდივარ Play Store-ზე არის ამერიკული, და ტელეფონიდან რო შევდივარ ისევ ძველია რაც იყო ისაა, ვიბერს ვერ პოულობს ტელეფონიდან, კომპიუტერიდან პოულობს. ვპნ გათიშული მაქვს. ეგრე უნდა იყოს თუ ტელეფონიდანაც უნდა ამერიკულში შედიოდეს ?


#12

არესტარტებთ ტელეფონს, საჭიროების შემთხვევაში წმინდავთ Google Play Store application cache-ს (Settings > application manager> google play store < clear data /.clear cache)
ტელეფონიდანაც კი. ეს გააკეთე.


#13

თავიდანაც გავაკეთე ეგ, და ეხლა კიდე 2ჯერ მაგრამ იგივე შედეგია. ტელეფონიდან ფასიანებს ვერ ეძებს, ვერც ვიბერს, ისევ მხოლოდ უფასო აპლიკაციებს აგდებს მარტო. არაფერი არ გამომრჩენია ყველაფერი როგორც ეწერა ისე გავაკეთე. რისი ბრალი შეიძლება იყოს?


#14

დიზაინიც არ შეცვლილა?
უფასო რამე რომ იყიდე პლეისტორზე, ტელეფონზე მოგივიდა ნოტიფიკაცია? თუ ეგრეა უბრალოდ დაელოდე, ჩემსას სადღაც 45 წუთი დაჭირდა რომ გადართულიყო, ქეშის წაშლის მერე.


#15

ყველაფერი იგივეა, ფლეისტორზე მოვძებნე ვიბერი და მივეცი ინსტალაცია, ტელეფონზე ეგრევე დაიწყო გადმოწერა, დაასრულა გადმოწერა და მერე გადავტვირთე ტელეფონი და ქეში გავწმინდე, მერე თავიდან რო გავხსენი პლეისტორი ამომიგდო ახალი user agreement, დავეთანხმე შევედი და იგივე დარჩა რაც იყო. ერთადერთი კომპიუტერიდან რო შევდივარ მაშინ მიშვებს ამერიკულში. :frowning:


#16

დაელოდე ცოტახანი, მითუმეტეს თუ ახალი ეგრიმენტი ამოგიგდო და დაეთანხმე.


#17

sheni b aratit an rame mase ro gavaketo da amerikulze gadavida ar sheileba?


#18

an im vpn ty ragac roa idi da paroli ro momce


#19

ar maq barati da magitim geybnebi ra,


#20

ერთიდაიგივე ბარათის გააქტიურება 2 ანგარიშზე არ შეიძლება ტექნიკურად. გარდა ამისა შენ რომ რამე აპლიკაციას ყიდვას დააჭირო სხვისი ბარათიდან რატო უნდა მოიხსნას თანხა? მიდი საქართველოს ბანკში და აიღე ექსპრეს-ქარდი, ან უფასო ან წლიური 10 ლარი ეღირება მაქსიმუმ. და ბარათიც გექნება საკუთარი.