რა უშლის ლინუქსს ხელს რომ გავრცელდეს?


#1

ლინუქსი უფასოა, თან როცა კომპს ყიდულობ იმაში ვინდოუსის ფასი უკვე ჩადებულია და იმას იხდი ისე, რომ არ იცი. ლოგიკურად ხო გამოდის რომ 150 დოლარით ნაკლები მაინც უნდა დაგიჯდეს კომპიუტერის ყიდვა, როცა ლინუქსი აყენია შიგნით. ყველა სათამაშოდ არ ყიდულობს კომპს და თქვენი რა აზრით რა მიზეზია, რატომ ვერ ვრცელდება?


#2

არაერგონომიულობა, პროფესიული პროგრამების სიმწირე…


#3

უბუნტუ ვინდოუსზე არაერგონომულია ვითომ?
საშუალო მომხმარებელი (თამაშის მოყვარულებს არ ვთვლი, მაგათმა იციან რასაც ყიდულობენ) რომ ავიღოთ, როგორიც ხშირად მინახია კომპიუტერების მაღაზიაში სვამს ერთიდაიგივე შეკითხვას: მაივიდეოს ანახებს? ვორდში დავწერ? სკაიპში შევალ? კარგი ანტივირუსიც ჩამიწერე რა! ქართული ენა დამიყენე.
აქედან ვორდის გარდა რომელიც თავისუფლად იცვლება Libre office და Gnome Office პაკეტებით, ყველაფერს აკეთებს.
ეხლა ავიღოთ მცირე ფირმები, სადაც ალბათ მომავალი წლიდან მოთხოვენ ოფისის ლიცენზირებულ ვერსიებს და სადაც საბუღლატრო პროგრამისა სხვა დანარჩენი სტანდარტული საქმიანობაა. რა მაოცებს და რომ დავითვალოთ ეხლა, ლიცენზირებული ვინდოუსის და ოფისის დროს ლინუქსზე რომ გადახვიდე სადღაცა 500 დოლარის ეკონომიას აკეთებ. ცოტაა მაგის დედა ვატირე? :smiley:


#4
  1. თამაშებისადმი შეუთავსებლობა
  2. CLI-სთან მუშაობის მხრივ დისკომფორტი
  3. პროგრამების სიმწირეზე რომ აღარაფერი ვთქვა

#5

„თავისუფლად იცვლება“ ზედმეტად თამამი განაცხადია.


#6

საშუალო მომხმარებელზე ვამბობ, განცხადებებს რომ წერენ ოფისში და ფეისბუქზე რომ ჭორაობენ მთელი დღე. ექსელის მაკროსებზე არა :wink:


#7

ის რომ უბუნტუს მეტი წესიერი დისტრო თითქმის არარსებობს :expressionless: თან მომხმარებლების უმეტესობა არაფრის აზრზე არაა და რაზეც დაზეპირებული აქ რა უნდა აკეთოს იმას ვერ ცდება.

კაი რა ხალხი ღლინდოუს XPს იყენებს ჯერ კიდევ, რაზეა ლაპარაკი :confused:


#8

რა მაგის პასუხია და მე ზოჰოს საოფისე პაკეტის მოყვარული ვარ


#9

ჩემი კომპანიის მაგალითზე რომ ავიღოთ ლინუქსს ვერ გამოვიყენებთ მომხმარებლებთან ვერანაირად, რადგან რა პროგრამებიც არის კომპანიისთვის შექმნილი ის პროგრამები აუცილებლად ითხოვს ვინდოუსს და ნეთფრეიმვორკებს. ამიტომ იძულებული ვარ ვინდოზავრები გამოვიყენო.

ხო კიდევ ერთი მიზეზი რატომაც კომპანიები არ გადადიან ლინუქსებზე (გარდა ზემოთ აღნიშნულისა) არის ის რომ იმ ხალხმა ვინც მათ კომპიუტერის გამოართულობას უზრუნველყოფს ანუ აიტი სპეციალისტებმა თვითნ არ იციან სათანადოდ ლინუქსი


#10

მე ვარ დამწყები ვებ დეველოპერი და მიყენია უბუნტუ რაც ამ საქმეში საკმაოდ კარგი გამოსაყენებელია და გეთანხმები იაფი შესანახიც ვიდრე ვინდოუსია… კომპიუტერის მუშაობისთვის ლინუქსი არის საიმედო ვიდე ვინდოუსი ასევე ვირუსებიც ლინუქსზე არ არის ვირუსები და არც გჭირდება ათასნაირი დაცვის დაყენება არის საკმაოდ ადვილი და უპრობლემო ვიდრე ეს ვინდოუსია smile მართალია თამაშებისთვის არ ვარგა მაგრამ სამუშაოდ უკეთესია… მაგრამ არის კომპიუტერები კერძოთ ნოუთბუქები რომლებსაც ააქვთ ლინუქსის პრობლემა ასე რომ რომ ყიდულობთ როგორც devius_მა თქვა წაიგეთ ფლეშკით და იქვე გასინჯეთ.