რამდენი მობილური სისტემისთვის რჩება ადგილი?


#1

დღეს ყველაფერი არის მობილურ კომპიუტერებზე გადასული და მომავალიც ეგაა. ამდენი ჭიდაობის შემდეგ დარჩა 2 ყველაზე დიდი მობილური საოპერაციო სისტემა რომლებსაც უჭირავთ მთელი ბაზარი. ანდროიდი (გუგლი) და აიოესი (ეფლი).
როგორ ფიქრობთ სხვისთვის რჩება ადგილი? და თუ რჩება რატომ?


#2

უბუნტუს OS_ისთვისაც იქნება ადგილი, მჯერა :grin:
სპეციფიური გიკურის სეგმენტის დაკავებას შეძლებენ, განსაკუთრებით თუ ანდროიდმა ამ გზით გააგრძელა სვლა და Just another consumer OS გახდა.


#3

რა გზით?

ვინდოუს მობაილზე რას ფიქრობთ, მგონი ეგ იკავებს მესამე ადგილს?


#4

მასშტაბის ხარჯზე დაიკავებს ალბათ. მაგრამ ჯერჯერობით იმდენად მცირეა ვინფონებზე დეველოპერების და აპლიკაციების რაოდენობა, რომ სერიოზულ კონკურენტად არ განიხილება (ჯერ!) მაგრამ ბილი მაგრად მუშაობს მაგ მიმართულებით, ცდილობს კარგი სარეკლამო თულები ჩადოს, რომ დეველოპერს უღირდეს აპლიკაციის დამზადება. იმ დღეს ჰაბრზე იდო ვინფონის დეველოპერის შთაბეჭდილებები, საკმაოდ ნეგატიური უნდა ითქვას, აპლიკაციის აპლოუდი/რეგისტრაცია და მონეტიზაცია იმდენადააო ბიუროკრატიული ხერხებით გაძნელებული, რომ არც ღირსო. მაგალითად რამდენ ენაზეც არის აპლიკაცია, იმდენი ენის სქრინშოთები უნდა ტვირთო (ყველა) და ამასთან რაღაც (მგონი 9) ზე მეტს არ გატვირთინებს ერთად, ტასკა და სვარკაა რა :smiley:


#5

იმის მერე რაც მაიკროსოფტმა ნოკია შესანსლა, მოგვწონს თუ არა, მესამე დიდი სისტემა იქნება მალე. უზარმაზარი რესურსები აქვს მს-ს და მიაყრის ბოლომდე, რომ რელევანტური გახდეს. თან ის დებილიც მიდის და ალბათ რაღაცეები შეიცვლება.


#6

ახალი ვინდოუს ფოუნ 8.1 -ის ძალიან კარგი მიმოხილვა…
მგონი ეს სამი იქნება ლიდერი, დანარჩენები დაიკავებენ ნიშას: