რატომ არის ქართული ინტერნეტი ასეთი ჩამორჩენილი?


#1

რატომ არის ქართული ინტერნეტი ასეთი ჩაბანძებული? ახალი და განსხვავებული არაფერი არ იქმნება საერთოდ. სოციალურ მედიას და ფეისბუკს ტვინი აქვს წაღებული, Like-ის მანიაა მთელ ქვეყანაში. მიზეზი რა არის თქვენი აზრით?


საინტერესო ქართული ინტერნეტ-სტარტაპები
#2

იმიტომ რომ პროგრესის სურვილი არ არსებობს,არსებობს მზა ხელსაწყოების ნაკრები რომელსაც მეტნაკლები წარმატებით იყენებენ, მაგრამ ახლის შექმნაზე არც კომპეტენცია და არც ენთუზიაზმი არ ყოფნით.
არ არის სტარტაპები - აი ისეთი, საზაფხულო სამუშაოთი ნაშოვნი 600$-ით დაწყებული პროექტები, არ არიან ძლიერი ვიზიონერები, რომლებსაც 1 წლიანი განვითარების სტრატეგიის დადება მაინც შეუძლიათ, სამაგიეროდ არის DLE/IPB/Wordpress/კიდევრამე და იქმნება დაბალხარისხიანი კონტენტი, რომელშიც არავინ კაპიკსაც არ გადაიხდის.


#3

ვორდპრესზეც შეიძლება საინტერესო პროექტი შექმნა, მაგრამ მაგასაც ვერ ნახავ.


#4

იმიტომ რომ ინგლისური წერა-კითხვა არ იცის 99%-მა იმათგან, ვინც კომპიუტერთან ზის და “რევოლუციის” სურვილი აქვს, ასევე საკუთარი პროექტის სწრაფად მონეტიზაცია უნდა, რომელზეც საუკეთესო შემთხვევაში სარეკლამო ბანერებს დაატყეპებენ. ამის გამო უყურებენ რუსულ პროექტებს და ძრავებს, ან ერთმანეთს, ან ე.წ. “წარმატებულ” ქართულ პროექტებს, სადაც სარეკლამო ბანერები და სოციალური მედიის სხვა ინსტრუმენტები ცხვირში გხვდება და აკეთებენ მათ ასლებს. ამიტომაც ინფორმაცია ახალ ტექნოლოგიებზე, ტრენდებზე და მიმართულებებზე ჩვენთან აღწევს ძალიან გვიან და ისიც რუსული გამოცდილების გავლით.

პ.ს. ფეისბუკმა და სოციალური მედიის ბუმმა რა უქნა ჩანასახში მყოფ ქართულ ტექ. კრეატივს, ეგ ცალკე საკითხია :smile:.


#5

გასაგებია მარა სადღაცა ხომ უნდა იყოს გამოსავალი, ან რამე რაც ბიძგს მისცემს? კომპანიებზე ვინც მუშაობს ის სხვა საქმეა, იმათ ცოდნაც აქვთ და გამოცდილებაც. უბრალოდ ცალკე პროექტებისთვის ან დრო არ აქვთ ან ინტერესი. მე ეს დამოუკიდებელი ხალხი მაინტერესებს და კარგს ვერაფერს ვხედავ.


#6

საქართველო პატარაა და აქ ძნელია წარმოიქმნას თვისობრივად განსხვავებული და ჯანსაღი პროექტები,
უმთავრესი მიზეზი არის საზოგადოება და რა თქმა უნდა ქართველი დეველოპერების საკმარისი რაოდენობა არ არის, რომ კონკურენციამ და კოლაბორაციამ ახალი შემოგვთავაზოს რამე…


#7

ესტონეთი ჩვენზე პატარაა, მაგრამ საგრძნობი წინსვლა ჰქონდათ ინტერნეტ-ტექნოლოგიებში. ალბათ იმიტომ, რომ მხარდაჭერა არაა ტექ.-ის მიმართ საქართველოში იქიდან, საიდანაც უნდა იყოს. ვებ 2.0-ზე ვერ გადავიდა მენტალურად ქვეყანა და როგორც ტელევიზორს, ისე უყურებს ინტერნეტს დიდი ნაწილი, საიდანაც უნდა მიიღო, მაგრამ არ უნდა გასცე :smile: .

პარადოქსია, მაგრამ ტოპ.გე რჩება ქვეყანაში მთავარ სანავიგაციო რესურსად. ეს ხომ გაიარა დანარჩენმა მსოფლიომ 90-ებში, როცა იაჰუ იყო ინტერნეტის პირველი გვერდი და დირექტორიების ინდექსაციის წყარო? იქნებ ძებნა ჯობდეს? სიტყვების მიხედვით? :smiley:
ტოპ.გეზე თუ შეხვალ, აღმოაჩენ 2 ტრენდს:

ტოპ.გეს კონკურენტებია რამოდენიმე, რომლებსაც ასევე ქართული ინტერნეტის დირექტორიის კონცეფცია აქვთ - შედიხარ და განახებს, სად რა საიტია :slight_smile: და საკმაოდ ცუდი CMS ან სულაც ვორდპრესზე აწყობილი საიტები, რომლებიც თავისი არსით ვორდპრესზე არ უნდა იყოს.

მე მგონი განათლების პრობლემაა პირველ რიგში და განათლების სფეროში არასწორი პრიორიტეტების.


#8

სამაგიეროდ ინტერნეტია დიდი :grin:

არაა აუცილებელი ლოკალური პროექტი გაკეთდეს, ბოლო ათწლეულში რამდენი ქართული პროექტი გახდა ინტერნაციონალური? 0! რატომ? სიზარმაცე და არაკომპეტენტურობა.


#9

იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება არავის უნდა, ხო უფრო ადვილია სხვისი გაკეთებული აკრიტიკო ვიდრე შენ აკეთო რამე ახალი :slight_smile: და ესეა ყველგან ყველა სფეროში აბსოლუტურად. მადლობა ღმერთს არიან ადამიანები რომლებიც იკიდებენ კრიტიკას და რაღაც ახალს აკეთებენ და რო გამოსდით მერე იმას აკეთებს ყველა… ძალიან აბსტრაქტულად დავწერე მაგრამ ეგრეა, ჩვენ ვართ დაკავებული მიბაძვით და კრიტიკით - ყველა :slight_smile:


#10

ანუ შენ მიგაჩნია, რომ ეროვნული ხასიათია პრობლემა? არის ამაში ლოგიკა. მაგრამ მე მინდა რომ უფრო ფართო სურათი დავინახო. მაშინ როცა ყველაფერი ხელის გულზე გაქვს ინტერნეტში უფასოდ, რომ ისწავლო სახლიდან გაუსვლელად და ფულის გადაუხდელად, რა გვემართება? :smiley:


#11

ჩაკეტილ წრეს ჰგავს ერთი შეხედვით: ქართულ ნეტში ფული არ არის -> დაბალი ინტერესი როგორც ინდი, ასევე დამწყები დეველოპერებისთვის -> უხარისხო პროდუქტები და 0 ინიციატივა -> დაბალი ინტერესი პოტენციური რეკლამის და ფულის გადამხდელებისთვის -> ქართულ ნეტში ფული არ არის.


#12

ცოტა ხნის წინ, ფეისბუკიდან:


#13

სამაგიეროდ ისტორიის ან რელიგიის ისტორიის ოლიმპიადა იქნება წელიწადში ათჯერ…


#14

ეტყობა ვინც გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, ჩათვალა რომ ლაიკის საიტზე მიწებება არის ინფორმატიკული ორგაზმი და რადგანაც ეგ მოუხერხეს საიტზე, რა ოლიმპიადები კაცო, ეხლა მაგაში ყარე ფულიო, აგე ხო ლაიკდებაო, სამაგიეროდ გააკეთებენ არქიეპისკოპოს დოს ნასიმენტო ვოლოგდელის ნაშრომებზე სიმღერების კონკურსს.


#15

ეს პოსტი ოსკარზე :smiley:.


#16

აბსოლუტურად ყველაფერი ჩამორჩენილია და შესაბამისად ინტერნეტიც

ზოგადად განათლებას აქვს დარხეული


#17
  1. ქართველები არიან ჩამორჩენილი
  2. ბაზარი პატარაა

#18

პროგრამირება ეხლა იმ მდგომარეობაშია, როგორშიც იყო მათემატიკა ან ქიმია 16-17-ე საუკუნეებში. ერთეულებს შეეძლოთ ჩაღრმავება და სკოლებშიც არავინ აწავლიდა. მაქსიმუმ 15-20 წლის შემდეგ იქნება 5-6 კლასის მათემატიკასავით, ყველას ეცოდინება საწყისები, სინტაქსი როგორ მუშაობს და საერთო სურათი რა არის. პროგრამირება გახდება ჩვეულებრივი სასკოლო დისციპლინა, რომელსაც სახლში მეცადინეობენ. აი ის კრეტინები, ვინც ეგ ოლიმპიადა გააუქმა, მომავალს უსპობენ საქართველოს და წარმოდგენა არ აქვთ სხვაგან რა ხდება და მსოფლიო საით მიდის.


#19

ობამას მოწოდება ამერიკელებს პროგრამირების სწავლის აუცილებლობაზე :smiley: :


#20

კარჩე ეს ობამა არის რაღაცნაირი თეთრი ზანგი :smiley:
არც თეთრია, არც შავი. ჰიბრიდია
კარლინი რო ამბობდა, ოფენლი ვაით, ჯასთ ჰეფენს თუ ბი ბლექო, აი ეგ :smiley: