რიცხვები სიტყვებად


#1

წინა კვირას სამსახურში დაგვჭირდა რიცხვების სიტყვად გადაყვანა-ჩვენება.
Javascript-ში სახელდახელოდ შევთითხნე შესაბამისი ფუნქცია ფრანგულისათვის და გულში ხინჯად ჩამრჩა რომ მსგავსი არაფერი გვქონდა ქართულად, ამიტომ რიცხვების ქართულ სიტყვებად გადამყვან-წარმომჩენი ფუნქციის წერა დავიწყე.
ალფა ვერსია მზად მაქვს.
გადაჰყავს მთელი რიცხვები ქართულ სიტყვებად ვიგინტილიონის (10^63) ჩათვლით.

გასაკეთებელია:

  1. ათწილადები სრული ფორმით (5,54 → ხუთი მთელი ორმოცდათოთხმეტი მეასედი)
  2. ათწილადები მოკლე ფორმით (5,54 → ხუთი მთელი ორმოცდათოთხმეტი)
  3. ვალუტის სახელების დაყენება (setCurency(“ლარი”, “თეთრი”))
  4. თანხა სრული ფორმით (5,54ლ → ხუთი ლარი და ორმოცდათოთხმეტი თეთრი)
  5. ათწილადები მოკლე ფორმით (5,54 → ხუთი და ორმოცდათოთხმეტი)
  6. რიგობითი სახელები (1 → პირველი, 5 → მეხუთე, 101 → ასმეერთე…)
  7. Node.js-ის მოდულად შეფუთვა

უმოკლეს ხანში გითუბზე გამოვდებ საწყისს.

გამოთქვით თქვენი აზრი, თუ კიდევ რამე დამატებითი შესაძლებლობის დამატება გგონიათ მიზანშეწონილი.
ნებისმიერი კონსტრუქციული შენიშვნა სიამოვნებით იქნებ მიღებული.


#2

მაგარია!

პ.ს. ტეგები ან ქვეფრონტები გვინდა, რომ ენა თავიდანვე ჩანდეს. ჯს, პაითონი და ა.შ.


#3

თემის ტეგები იქნება მალე ©


#4

კი, ტეგები საჭიროა, მაგრამ თემას ნუ მიბინძურებთ :slight_smile:


#5

გამოყენების ინსტრუქციაც იქნება?


აგვისტოს ბოლოსკენ მეც შემოგიერთდები იმედია და უფრო მალე იქნება.


#6

უეჭველად.

გელი სულმოუთქმელად