Samsung Galaxy ახალ მოდელს 2021 წელს უნდა ველოდოთ

samsung
smartphones

#1

კომპანია Samsung -ის შემდეგი სმარტფონი, შესაძლოა 2021 წლის იანვარში გამოვიდეს. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, ინტერნეტ სივრცეში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ვებ გვერდ - The Verge -ის ცნობით, ახალ ფლაგმანს სავარაუდოდ - Galaxy S30 ან S21 ერქმევა.შეგახსენბთ რომ წინა მოდელი Samsung galaxy s21 ultra გახლავთ ამ მომენტისთვის საუკეთესო მოდელი , “გალაქსის” სერიაში.

გავრცებულებული ინფორმაციით მომდევნო სერიის, სტანდარტული მოდელის ეკრანის ზომა - 6.2 ინჩი იქნება, რაც შეეხება Ultra მოდელს, მისი ეკრანი შესაძლოა 6.7 ან 6.9 ინჩს შეადგენდეს. სტატიაში საუბარია იმაზეც რომ Galaxy -ის შემდეგ სერიაში სტანდარტულ და Ultra მოდელებთან ერთად, Plus სმარტფონსაც ვიხილავთ. Ultra მოდელს, როგორც მოსალოდნელია ექნება S-Pen , სტილუსის მხარდაჭერა.

როგორც სურათებზე ჩანს, Ultra მოდელის კამერა, სტანდარტულ მოდელთან შედარებით ორჯერ დიდია. აღნიშნული ფლაგმანი აღჭურვილი იქნება ოთხი უკანა კამერით, რომლებიც წარმოადგენს ფართო, ულტრაფართო, ტელეფოტო და პერისკოპულ ლინზებს.


#2

კომპანია Sony 14 აპრილს ახალი სმარტფონის წარდგენას გეგმავს. გამოქვეყნებული ბანერიდან, რთულია ზუსტი ვარაუდი, თუ როგორი ტიპის სმარტფონს ვიხილავთ. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ვებ გვერდი - The Verge ავრცელებს.

ეს სმარტფონი ისეთია, რომ ყველა სხვა მობილური დაირჩრდილება. ეგრევე პრე ორდერზე მაქვს რომ გამოვა