სომხური სმარტფოუნი და პლანშეტი


#1

არ ვიცი სად გავხსნა, თუ გინდათ აქ გადაიტანეთ:

სომხებმა სმარტფონი და პლანშეტი გააკეთეს და სახელად დაარქვეს Armphone და Armtab…

ფასი: 200დან 300 დოლარამდე და საქართველოს ბაზარს უნდა მივაწვეთო…

სტატიაშივეა სხვა მარგალიტებიც:

He noted that the quality of the tablets is no inferior to that of the the world-famous trademarks, and the cost will be significantly lower as compared to the price of the latter.

როგორ ფიქრობთ აქვს მომავალი? ხუმრობას კი გავს და.


საინფორმაციო ტექნოლოგიების სრული კურსი
#2

არა.


#3

მეც ეგრე მგონია… რა სომხური პლანშეტი გიგანტებს უვარდებათ გაყიდვები :smiley:


#4

კაიფი მეგონა და მთავრობის საიტის ლინკზე გავედი ლოლ :smiley:

გლიჯავენ სომხები. თან რა მაგრა წერია სტატიაში, პრემიერ მინისტრმა დაავალა ინფორმატიკის სამინისტროს რომ პლანშეტის პრეზენტაცია მოამზადოს სომხეთის საზოგადოებისთვის :smiley:


#5

არ აქვთ მომავალი მეც ეგრე მგონია მაგრამ საქმე იმაშია რო რატო არ შეილება იგივე რაღაცა საქართველოშიც გაკეთდეს და გავიდნენ დაბალ ბიუჯეტურ ბაზარზე


#6

შანსი არაა, მომგებიანი ვერ იქნება.

არანაირი რესურსი არ აქვს არც საქართველოს, არც სომხეთს, არც აზერბაიჯანს და არც სამივეს ერთად აღებულს, რომ მომგებიანი ბიზნესი გახადონ სმარტფონი და პლანშეტი.

საქმე იმაშია, რომ ჩვენი მომგებიანობის ფაქტორი არ არსებობს.

  • ინტელექტუალური რესურსები არ გვაქვს (ინჟინრები, პროგრამისტები, დიზაინერები, ელექტრონიკის სპეციალისტები და ა.შ.)
  • კვალიფიციური მუშახელი არ გვყავს.
  • რაოდენობის გამო (იგულისხმება ანდროიდი) ვერ შეუერთდები OHA-ს და შესაბამისად არ გექნება გუგლის სერვისები შიგნით.
  • ყველაზე დაბალფასიან სმარტებზე ანდროიდის გარდა მოუწევთ კონკურენცია მოზილასთან, რომელიც ზუსტად მაგ ნიშას აწვება და რომელსაც გაცილებით დიდი რესურსები აქვს, ვიდრე სამივე ქვეყანას ერთად აღებულს.

ანუ მოუწევთ ჩინეთში შეკვეთა, აწყობა, ჩაწერა და ზედ თბილფონის ან საქტაბლეტის დაწებება და აქ გამოგზავნა, რომელსაც არანაირი უპირატესობა არ ექნება იგივე ჩინურ, სარდაფში აწყობილ სმარტებთან და ტაბლეტებთან არც ფასით და არც ხარისხით. მაშინ უნდა გადახვიდე რეპრესიებზე, დაადო სხვა კომპანიების პროდუქტს დიდი გადასახადი, ამას მოუხსნა და კიდევ არაა გარანტია, რომ გაქაჩავს.

მაგაში გარანტირებულად უშედეგოდ ფულის ყრას ჯობია, სოფტვეარს და პროგრამირებას მივაწვეთ სერიოზულად. შემდეგი თაობა მაინც გაქაჩავს.


#7

ეგ უკვე დავაპირეთ შარშან მარა ვერსად ვხედავ დახლებზე:

http://www.ireporter.ge/პირველი-ქართული-პლანშეტი/


#8

სომხებზე იკაიფეთ და მაგათ, რამდენადაც მახსოვს, საკმაოდ კაი მაყუთი ჩაყარეს IT განათლებაში


#9

კი, ჩაყარეს, მაგრამ სმარტფონის ინდუსტრიის შექმნას არ ეყოფა. ძირითადად რუსეთში მუშაობენ ის სომეხი პროები IT-ში.


#10

ეგ არც მიგულისხმია
პროსტა ის რომ მაქამდე მივიდნენ და ეგ გააკეთეს - უკვე კაი პონტია

ცოტაც და, შეიძლება საკმაოდ კაი რამეები შემოგვთავაზონ


#11

სამაგიეროდ ჩვენ ზღვა გვაქვს. © თითქმის მთელი ერი.


#12

პირველ ეტაპზე საჭიროა სპეციალისტებს მოძიება, რომლებიც შეძლებენ მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად გადამზადებას და მომავალი ტექნოლოგიური განვითარების ბაზისი გახდებიან…

მაგალითად Yota-მ რუსეთში მოიწვია Nokia-ს ყოფილი ინჟინრები და თავისი ხალხი გადაამზადა…

თუ არ იქნება OHA იქნება Ubuntu Touch :smile:


#13

მაგ შემთხვევაშიც კი იოტას საკმაოდ ვიწრო ბაზარი რჩება: მთავრობის მხრიდან ძალით თავსმოხვეული კონტრაქტები სახელმწიფო სტრუქტრურებზე. მაგალითად პოლიციის საპატრულო მანქანებს ექნებათ სპეციალიზირებული ტაბლეტები. რუსეთი ძალიან დიდია და ეკონომიკურ აზრი გააჩნია ეგეთ პროექტს, მაგრამ სომხეთში და საქართველოში? ერთი პლუსი ისაა, რომ რამოდენიმე ათეული ადამიანი ანდროიდის 2 წლის წინანდელ ჰარდში ჩატენვის გამოცდილებას მიიღებს, რადგანაც ახალი თაობის ჰარდზე არც უნდა იოცნებო, გიგანტებს 2-3 წლიანი ფიუჩერსული კონტრაქტები აქვთ დადებული დისპლეის და სხვა კომპონენტების მწარმოებლებთან.


#14

გასაგებია, მაგრამ ხო უნდა განვითარდეს ტექნოლოგიები? მომავალს მე ვერ ვხედავ სხვა სფეროში სადაც პატარა ქვეყანა რამეს გააკეთებს…

მთავრობამ ჯობია მოახვიოს ბიზნესს პროექტები, რომლებიც ახლო მომავალში მოგებაზე არ იქნება გათვლილი და ზოგადად ქვეყანაში სპეციალისტებს გაწვრთნის…

არ გამოუშვან ჰაიენდ სმარტფონი, სავალდებულოა?


#15

სოფტვეარი? ინტერნეტი? ქსელები? მალე 3D ბეჭდვა?
რაღა იმაში უნდა ვიხადოთ ფული, რასაც საბოლოოდ მოჰყვება ტვინების გადინება ქვეყნიდან და არა პირიქით?

სმარტფონების ჩვენხელა ქვეყანაში კეთება ჰგავს იმას, მარტო ერთი ჭიქა მაწონის ჭამა რომ გინდა ყოველდღე და მაგის გამო ძროხას რომ იყიდი.
მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როცა ძალიან სპეციალიზირებულ სფეროზე მორგებული დივაისი გინდა და სახელმწიფო იხდის უამრავ ფულს, რომ თავისი გააკეთოს.


#16

მოიცა და 3D ბეჭდვაში რას ვიზამთ? რამე ქარხანა გეგულება? რამე მოწყობილობები? იგივე სიტუაციაა, ყველაფერი ჩინეთიდან უნდა ჩამოვიტანოთ მაინც…

სოფტი? - რა სოფტი? PHP-ს და C#-ის პროგრამისტებს მიაქვს ქვეყანა და საბუღალტრო პროგრამებს ვერ გავცდებით ამ ტემპებით კიდევ ერთი საუკუნე…

ინტერნეტი? - სად არის ინტერნეტი? მოსახლეობის დიდ ნაწილს ინტერნეტი საერთოდ არა აქვს და თუ აქვს უხარისხო და არასტაბილური.

ქსელები? რომელი ქსელები, კომუნიკაციების მარეგულირებელი საერთოდ აზრზე არ არის რა უნდა აკეთოს…

ასე, რომ სპეციალისტების გადინება ინტერნეტითაც ხდება უკვე უპრობლემოდ, აუთსორსზე მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი და მათ შორის მეც…


#17

ახალი სფეროა სრულიად, ჯერ კაი ხანი მასობრივი პროდუქტის სტატუსი არ ექნება (თუმცა მომავალი მისია), ამიტომ იქნებ ღირს მაგ მიმართულებით კვლევები და ფულის ხარჯვა, იქნებ რამე მოვძებნოთ, რაც ჩვენ მომავალში უპირატესობას მოგვცემს რაღაც კომპონენტში მაინც? თუმცა ეს პირდაპირ არის დაკავშირებული შენს მიერ ჩამოთვლილ სხვა პუნქტებთან,

აი აქ შეუძლია მთავრობას იყოს ყველაზე დიდი აუტსორსერი ქვეყანაში საწყის ეტაპზე. გამოაცხადოს რამოდენიმე ტენდერი მაგალითად Ruby-ზე ან Django-ზე აწყობილ პროექტზე, მიუთითოს აუცილებელ პირობად ის, რომ საქართველოში უნდა იყოს შექმნილი და ადგილობრივი კომპანია უნდა ახორციელებდეს სამომავლო სერვისს და განახლებებს. Php-ის პრო 1 თვეში დაღეჭავს ჯანგოს ან ruby-ს, ამას მიჰყვება სხვაც, მერე სხვაც და უკვე გაჩნდება რაღაც ბაზა. ამაზე რომ პირდაპირ მიბმულია მონაცემთა ბაზების ამბავიც? მიბმულია. ასე რომ აქ შეიძლება რაღაცეების კეთება და ვორდპრესზე აგებულ ან რუსულიდან გადმოკატავებულ კრეტინულ საიტებს რომ გავცდეთ.

აქ ამ ბმულს დავდებ, პირდაპირ ამაზე ვლაპარაკობდით იქ.

ამათ გავაერთიანებდი და აქაც მთავრობის ნებაზეა დამოკიდებული ამათი განვითარება. დავიწყებდი მონოპოლისტებით. თუნდაც დომენის რეგისტრაციაზე, მერე მივყვებოდი კომუნიკაციების სფეროს და იქ არსებულ სიტუაციას და სადღაცამდე მივიდოდით. ელემენტარულად, სტანდარტებს დავაწესებდი კომუნიკაციების სფეროში და მკაცრად მოვთხოვდი დაცვას.

მაგრამ შენ თუ თვლი, რომ მთავრობა ზოგადად უუნაროა ამის შესრულებაში, მაშინ გაცილებით ძვირი და რისკიანი პროექტებისგან (სმარტფონი/ტაბლეტი) რა შედეგს უნდა ველოდოთ? კატასტროფულს :smiley:.


#18

ტენდერი კი არა პროგრამირებაზე თანამედროვე ქართული სახელმძღვანელო (ეს ყველაზე მურდალი ასაკრეფი სიტყვაა :smiley:) არ არსებობს და უმეტესობა რუსულიდან სწავლობს ხოლო დანარჩენი ინგლისურიდან და ისიც ცუდად. ეგ გამოსცენ ელექტრონული სახით, 5-6 ძირითად დი ენებზე დააფინანსონ თარგმნა და დადონ საიტზე…
იაფიც დაჯდება და ეფექტიც ექნება!


#19

გეთანხმები, მაგრამ ამ სფეროში უამრავი პატენტი უკვე აღებულია და კომპანიები ემზადებიან ბაზრის დასაპყრობად, ჩვენს ადგილს სად ხედავ მაგაში?

ეგეც კარგია, მაგრამ კანონი არ იძლევა სპეციფიკაციების მითითების საშუალებას და არა მგონია შეცვალონ უკვე არსებული ბალანსი. ყველა კმაყოფილია იმ ნაგვით რასაც ახლა მოიხმარენ. ამ სფეროში ისევ კომერციულმა და საგანმანათლებლო სექტორებმა უნდა იაქტიურონ, რომ შეიცვალოს რამე…

გეთანხმები, კატასტროფაა ისედაც :smile:


#20

აზრზე არ ვარ :D. მაგრამ რადგანაც ახალია და ვიცით, რომ გარდაუვალი მომავალია, ცოტა მეტი ეფიქრა სახელმწიფოს, ცუდი არ იქნებოდა.

საგანმანათლებლო სექტორი სახელმწიფოა პირველ რიგში. ჩვენს კერძო სექტორს საერთოდ არ აინტერესებს ტექნოლოგია, მხოლოდ მაქსიმალური მოგება მინიმალური დანახარჯის პირობებში. პაითონი იქნება, მონგოდბ, სქლ, პჰპ თუ C++, ახატია მაგრად. მე არ ვიცი კომპანია, რომელსაც ახალ ტექში აქვს ინვესტიცია გაკეთებული. ან აქვს და აზის ზევიდან ისე, რომ არავინ არ იცის. თან ბექ ენდს მაინც ვერ დაინახავს მომხმარებელი, ასე რომ ვერც გავიგებთ.

მარტო საგანმანათლებლო სექტორს აზრი არ აქვს, თუ მოთხოვნა არ შეიქმნა. კაციშვილი არ აიღებს პაითონის ან Ruby-ს კლასს, თუ ეცოდინება, რომ მომავალში ვაკანსიებში (პირველ რიგში კერძო სექტორში) მაინც php/mysql-ის მეტს ვერ ნახავს. ამიტომ სახელმწიფო თავის საკუთარ რამოდენიმე დიდ პროექტში თუ ახალ ტექზე გააკეთებს აქცენტს + განათლების სფეროში იზრუნებს ამათ პოპულარიზაციაზე, რაღაც უნდა გამოვიდეს :D. ამას გარდა ყველა სამინისტრო და სახელმწიფო უწყება უნდა მიაწვეს საკუთარი საიტების და სერვისების მობილურზე გადატანას, რაც ავტომატურად გამოიწვევს iOS & Android დეველოპერებზე მოთხოვნას. რავი, უამრავი დრო ჰქონდათ ამისთვის და აი ამაში ჩარეცხეს.