Stargate SG-1 დავიწყე და ...


#41

ეტყობა მე ამომივიდა 8 სეზონი ო’ნილი ყელში :smile:


#42

:trollface:
მაგარი კაცია!

ოღონდ მე სხვა შოუდან ვიცი ანდერსონი:

http://www.imdb.com/title/tt0088559/

იბერვიზიაზე თუ მერმისზე გადიოდა ერთი პერიოდი. ძველი არხები ვისაც გახსოვთ :smiley:.


#43

ჩემი უსაყვარლესი მომენტია ონილის პირველი შეხვედრა ასგარდებთან, ხელს რომ ართმევს და ასგარდები რომ ეუბნებიან:
— თქვენ ხართ მეხუთე რასა.

სულ ჟრუანტელი მივლის ხოლმე.


#44

ჰოო მეც მაგრად მევასება ეგ მომენტი.

როგორ დაერხათ ასგარდებს ისე…
ეს ვრეითები, ქართულად რა ჰქვიათ ამათ? ყველაზე მურტალი რასაა მგონი. აი ორაი სუფთა ქრისტიანობაა შუა საუკუნეებში იმის გამოკლებით რომ ეგეთ ფოკუსებს ვერ დგავდნენ :smiley:


#45

ასგარდები ძალიან ტრუხა პონტში გააქრეს

ტიპები დრო-სივრცეს ეთამაშებოდნენ და ელემენტარულად კლონირების ტექნიკა ვერ გააუმჯობესეს


#46

ისე ყველა მეტ-ნაკლებად კარგი მოდგმა უაზროდ გაუყენეს საიქიოს გზას - ასგარდები, ტოლანელები…


#47

ტოლანელების გაყენება მგონი ცოტა ლოგიკური იყო, სუფთა ადამიანური მომენტი დაემართათ და ძლიერი იარაღის გამო ყურადღება მოადუნეს… აი ასგარდი მართლა დებილურად გააქრეს!


#48

ასგარდები, როგორც იტყვიან „უბრალოდ თავიდან მოიშორეს“ — სრულიად დაუეჯერებელი საბაბითა და სახარხარო გადაწყვეტილებითშ მთელმა მოდგმამ გადავწყვიტეთ დაგვესრულებინა არსებობაო.

ორი ახსნა შეიძლება მოიძებნოს:

  1. ვინაიდან უკვე იცოდნენ, რომ სერიალი აღარ გაგრძელდებოდა და ასგარდები ფანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, გადაწყვიტეს თუნდაც რამენაირად დაესრულებინათ ამბავი!
  2. მეათე სეზონის გადაღებისას დედამიწას ეწვივნენ უცხოლანეტელები, რომლებიც ასგარდებს ჰგვანან და რომლებმაც მოითხოვეს ამ კლოუნადის დასრულება (შეთქმულების თეორიის მიმდევართათვის დამითმია იდეის პატენტი).

#49

ასგარდები მაინც დარჩნენ
ატლანტისმა აღმოაჩინა

მართალია ორიგინალი არა, მარა მაინც (ვანირები)

პროსტა გატეხა… ღლეობა იყო მაგათი მოსპობა


#50

ეგენი ასგარდები აღარ არიან, ისევე როგორც ორაები არ არიან ძველები, მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ერთი და იმავე მოდგმას ეკუთვნოდნენ.


#51

ეგეცაა, მარა განვითარებული ტექნოლოგია მაინც აქვთ
კაროჩე, ძაან ჩაიკუკეს მაგ პონტში


#52

@Xynthor, ვერ მიგიხვდისავით…
განვითარებული ტექნოლოგია ორაებსაც აქვთ.


#53

იმას ვგულისხმობ რომ რასის პონტში არსებობენ კიდევ, ვანირების სახით

ისე ასგარდის მასე გაქრობას ჯობდა რეპლიკატორებთან წაეგოთ და ისე გამქრალიყვნენ

“ჩვენ მივდივართ, ცოდნას გიტოვებთ” მაგარი ღლეობა იყო


#54

კი, მართლაც ძალიან მიამიტურია.


#55

უნივერსი თავიდან კარგად დაიწყო
მომეწონა

და მერე რაღაც იდიოტურ დრამაში გადაიყვანეს :frowning: გამიტყდა


#56

ორაის ხომალდი კასპიის ზღვის თავზე…

გაეპარათ ეტყობა ეს დეტალი :smiley:


#57

SG 1-ის ქურთუკი მევასება მაგრად:

სადმე იაფად თუ ნახეთ ნეტში თქვით :smiley:


#58

აი შენ სრული სია.


#59

140$…


#60

ეს მომენტი აღარ მახსოვდა ატლანტისიდან :smiley::

მე სხვა მომენტზე მქონდა მაგარი სევდა, ატლანტისში შეპარდი რომ 48000 წლით წინ მოხვდება, მიტოვებული ატლანტისი და დარჩენილების ბედი. ტიპი მარტო ზის მიტოვებულ პლანეტაზე და მაკკეის ჰოლოგრამა უყვება, რა მოხდა.

სულ ის მახსენდება, “ექსპედიცია დედამიწაზე”, იქ იყო რაღაც მსგავსი მომენტი, რომელიღაც ნოველაში.