ვიდეოკარტა ხურდება უზომოდ, ედვაის ნიდედ.


#1

მოკლედ, Nvidia Geforce gtx 460. ვიყიდე ნახმარი. ერთი თვე იმუშავა ნორმალურად და მერე დაიწყო მწარედ გახურება და გამოსახულების ჭედვა/კომპიუტერის გათიშვები.
გამოვრთავდი, გავაგრილებდი და მუშაობდა ისევ ნორმალურად, სანამ დატვირთვა არ დაადგებოდა და გახურდებოდა ისევ უაზროდ.

დღეს მივიტანე ალტაში და ჩვენ არ ვამოწმებთო, გამიშვეს იოსებიძეზე. იქ მითხრეს, რავი, ქულერის ბრალი შეიძლება იყოსო. გახედა და რავი, ქულერი წესრიგშიაო. სხვა არ ვიციო.
წავიღე მივიტანე კიდე ერთიორ ადგილზე და ყველგან მითხრეს, ვიდეოკარტებს არ ვაკეთებთო.

რას მირჩევთ, რა ვუქნა, სად მივიტანო?


#2

ესენი რომ სცადო?

http://www.front.ge/t/hp-probook-4530s-dedaplatis-gamocva/866/5?u=gentlekraken


#3

მაგ ლეპტოპ სერვისში ვიყავი ზუსტად ალტადან და ქულერის ბრალი თუ არაა, არ ვიციო.


#4

ადრე ამათთან გვქონდა საქმე და თითქოს არაუშავდათ:

http://oservice.ge/service.php


#5

თუ ნახმარია, თერმოპასტა დაასხი, შეიძლება შეაშრა.


#6

მეც თერმოპასტის ბრალი მგონია

დრაივერი გნაახლე, ქულერი მოხსენი თერმოპასტა ნახე რა მდგომარეობაშია


#7

დავეჩალიჩები აბა ერთი o_0


#8

ჩემსას ლეპტოპზეც და ადრე სახლში დესკტოპზე თერმოპასტა ჰქონდა გამხმარი

უშველა გამოცვლამ

ნუ ეხლა, ბოლოს ლეპტოპზე დედა მაედღნა ქულერს, მარა რასაც მაგან გაუძლო, არ მიკვირს :grin:

თერმოპასტას სანამ დაასხამ - ძველი მოაშორე მთლიანად და საფუძვლიანად, თორემ შეიძლება ერთი თხელი გამხმარი პასტის შრე დატოვო და უარესად გაახუროს ვიდრე მანამდე ხურდებოდა


#9

დავშალე ეხა და თერმოპასტა გამომშრალი არ იყო აშკარად, მარა იმინა ძაან თხლად კი ესვა. ხვალ ვიყიდი თერმოპასტას და წავუსვამ. ვნახოთ რას იზამს.


#10

სქლად არ შეიძლება. თხელი უნდა იყოს ფენა


#11

ვიცი ჰო, პროსტა რადიატორი რო მოვხსენი, ჩიპის ფირფიტაზე დარჩა ძაან თხლად, ბლომად ჩანდა ლითონის ზედაპირი და რადიატორზე თითქმის არაფერი იყო.


#12

ტაკ, ეხა აღმოვაჩინე უცნაური რამე, ამ ჩემს ვიდეოკარტაში, რადიატორი წესიერად არ ედება პროცესორის პლიტას, თუ რაც არის რა, ცალი კუთხით ედება კონდენსატორს და ვერ ხდება სრული მიდება. ცალი კუთხე ეხება მარტო რა. ახლა რა ვუყო მაგას, მოვახერხო ეს კუთხე? სხვანაირად უბრალოდ არ იწყობა.


#13

ზნაჩიტ მაგაზე შენამდე ვიღაცამ იჩალიჩა და ეგ რადიატორი მაგისი არ არის, სხვა რადიატორი უნდა იშოვო სავარაუდოდ


#14

მოქლიბვა რო ვცადო იმ კუთხის?


#15


ეგ კარტაა, ვეძებ ეხა შიგნეულობა როგორი აქვს, მაგის ფოტოებს იქნებ აზზე მოვიდე


#16

თუ მოქლიბვა შველის ცადე შენი რა მიდის


#17

კარჩე ბრაცი ტვინი წაგიღეთ, მარა ჰა, ბოლო კითხვაც, მგონი ქულერი მუშაობს ნამეტანი ნელა. ვერაფრით ავასწრაფებ?


#18

მოკლედ, აგერ ესე დაემართა წეღან. თერმოპასტა ახალი უსვია, არც გადახურებულა, არც რამე დატვირთვა ჰქონია განსაკუთრებული, კინოს ვუყურებდი. ჯერ ეგრე აურევდა, ვინდოუსს კიდებდა და ითიშებოდა ბოლოს. ერთიორჯერ დავარესტარტე და მერე დავიკიდე. ჩავდგი ძველი ვიდეოკარტა ისევ.
ეშველება რამე ახლა მაგას, თუ გადავაგდო?



#19

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ პლატის კონტაქტი ედება სადღაც რაღაც სხვას (თუ არ ხურდება რათქმაუნდა)
დარაზგონებული ხომ არაა?
ბოლო დრაივერები აყენია?

სხვა ვიდეოკრატა გაქვს რომ დატესტო? შეიძლება მაზერის ბრალი იყოს, შეიძლება ვიდეოკრატის.


#20

არც დარაზგონებულია, დრაივერიც რავი, ბოლო აყენია რა. სხვა ვიდეოკარტაზე არ ემართება ეგ