ნათარგნი ლექსები


#1

დავყაროთ რჩეული თარგმანები


იქნება წვიმა მოალერსე

მთარგმნელი ჩხენკელი თამაზ

იქნება წვიმა მოალერსე და მიწის სუნი,
მერცხალთა ქროლვა და მათივე ჟივჟივის ზუნი.

კვლავ გაისმება ბაყაყების სიმღერა ღამით
და აყვავებულ ალუბლების მთრთოლვარე ჩქამი.

ფუმფულა ცეცხლით კვლავ იფრენენ გულწითელები,
სტვენას მორთავენ დაუცხრომლად, _ უწინდელივით.

მაგრამ არავინ მოიგონებს არარა ნდომით
უკანასკნელად როდის იყო ან რაა ომი.

არც ხე, არც ჩიტი არ იტირებს იმ განკითხვის ხანს,
როს კაცთა მოდგმა აღიგავა მიწის პირისგან.

და გაზაფხული, შემართული მწვანე კარავად
ვერც კი შეამჩნევს, რომ ამ ქვეყნად ჩვენ აღარა ვართ…

ტისდეილი სარა


#2

უსათაურო

მთარგმნელი ელერდაშვილი ვახო

შენმა წერილმა არ გამაბრაზა,
ჩემს გულთან ახლოს არც კი მივიდა.
ამბობ მშორდები, თუმცა ეგ არზა
ცოტათი ვრცელი გამოგივიდა.
წვრილად ნაწერი თორმეტი გვერდი
ერთი პატარა ფოლიანტია -
თუ არ გიყვარვარ, ამდენს რას მწერდი,
შენს გულში ცეცხლი თუ არ ანთია?!

** ჰაინრიხ ჰაინე**


#3

უსათაურო

მთარგმნელი ბრეგაძე ლევან

მე რომ თქვენსას მოვედი, ჩემი დარდი გაგანდეთ,
მიმატოვეთ და ფლირტის სათამაშოდ გაქანდით.
როს გარდავთქვი ის დარდი ლექსად, მეტაფორებად,
ახლა თავს დამტრიალებთ, მივლით, მეამბორებით…

** ჰაინრიხ ჰაინე**


#4

ჩემი საყვარელი იაპონური პოეზია, რამეთუ less is more :smiley:.

თარგმანი ვისია, არ ვიცი.

შემოდგომის მწუხრისას
ყვავი მარტოდმარტო ზის
გამხმარ ტოტზე.

მაცუო ბაშიო


#5

მიჭირს ჰაიკუ, ვერ ვგუობსავით ძალიან ხშირად.


#6

ბარათს ვკითხულობ შენსას, ძვირფასო,
და სულ არ მიფრთხობს გულს:
შენ მწერ –დავშორდეთ, აღარ შევხვდეთო,
თუმც წერილს ატან სულს.
ნაზი, ნაქარგი თორმეტი გვერდი!
ერთი პატარა ხელნაწერია,
ვინ უჩუქურთმებს ასეთ უსტარებს,
კაცს, ვისაც უკვე აღარ ელიან.

თარგმანი ლალი ბერიძისა