მონაცემთა ბაზის ანალიზი


#1

მეგობრებო, მაქვს მონაცემთა ბაზა ექსელში. თუ არსებობს და ალბათ არსებობს, რაიმე სოფტი ან ვებსაიტი, რომ ამ კონტენტის ანალიზი გააკეთოს.


#2

როგორი ანალიზი?


#3

სტატისტიკური, აი მაგალითად პირობითად მაქვს 1 წლის მონაცემები , სხვადასხვა ციფრები, დაბ. თარიღი და ა.შ. მე ვაკეთებ გარკვეულ ანალიზს, შედარებას, ჩარტებს, რაღაც დინამიკას ვაკვირდები. მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი მითხრას ამ ციფრებმა, რაზეც მე წარმოდგენა არ მაქვს.


#4

მონაცემები ნორმაურადაა შეყვანილი თუ არეულ დარეულია ფორმატები, ველები და ა.შ. ? :slight_smile: თუ მეორე ჯერ ეგ უნდა გაასუფთავო (თუ გამოვა :D) და მერე ექსელით დაწყებული და spss-ით დამთავრებული აანალიზე როგორც გინდა :slight_smile:

გაწმენდა-დასუფტავების ამბავში შეიძლება ეს დაგეხმაროს:
http://openrefine.org/

ესეც თუ მოSPSS-ო რაღაც გინდა http://www.gnu.org/software/pspp/


#5

პირველი რიგში ის უნდა გაიგო რისი გაგება გინდა :smiley: იმდენი ტიპის მონაცემი არსებობს ზოგადად და იმდენნაირად შეიძლება ამ მონაცემების ანალიზი რომ ასე უბრალოდ რიცხვები ჩაწერო და თვითონ შემოგთავაზოს რაღაცეები რავიცი…

ეკონომეტრიკული ანალიზი თუ გჭირდება ძირითადად stata-ს და spss-ს იყენებენ ხოლმე. ეს პროგრამები ცალკე საგნად ისწავლება ხოლმე ასე რომ დამწყებისთვის არც ისე მარტივი იქნება.