უცხოპლანეტარული ცივილიზაციების არსებობის ვერსიები


#1

Continuing the discussion from ადამიანების ინტელექტი vs უცხოპლანეტელებისა:

საკაიფო სტატიაა ყველა შესაძლო ვარიანტით:

http://waitbutwhy.com/2014/05/fermi-paradox.html


#2

ძალяნ მაგარია

imho, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი პლანეტა უნდა იყოს გამოთვლებით, სადაც სიცოცხლე უნდა არსებობდეს, არის კიდევ რამოდენიმე ფაქტორი, რომელიც დედამიწის უნიკალურობას თუ არა იშვიათობას უსვამს ხაზს:

  1. მთვარე (სეზონურობა, ზღვის მიქცევა/მოქცევა - ორგანული მასალის ცირკულაცია, და დედამიწის ღერძის/ორბიტის სტაბილურობა)
  2. იუპიტერი (აქეთ მომავალი ასტეროიდების ნაწილს ან თვითონ იღებს, ან ტრაექტორიას უცვლის)
  3. ტექტონური ფილები

მსგავს ფაქტორებს თუ ჩავსვავთ განტოლებაში კიდევ უფრო შემცირდება რიცხვი.

პახოდუ, თუ ჩავთვლით რომ სიცოცხლე უნიკალური გამონაკლისი კი არა, ნორმალური მოვლენაა (რაც პრინციპში იმითი ივარაუდება, რომ ცოცხალი ორგანიზმების მთავარი ელემენტები ზუსტად ისეთივე პროცენტულობით გვხვდება სამყაროში - H,O,C,N), ნერვული სისტემის ან ანალოგის განვითარება შეიძლება მართლა იშვიათი გამონაკლისი იყოს.

ანუ უფრო დიდი შანსია იყოს ასეულობით ათასი პლანეტა, სადაც სიცოცხლე არის, მაგრამ “ინტელექტის” მხრივ დაახლოებით ისეთ სტადიაში, როგორც დედამიწაზე იყო მაგ. 150 მილიონი წლის წინ, ან უფრო ადრე.

ის რომ ჩვენთან ადამიანის ნერვული სისტემა წარმოიშვა, ამას ძალიან კონკრეტული ფაქტორები ჰქონდა, ელემენტარულად, რომ არ მომხდარიყო 65 მილიონი წლის წინ ასტეროიდის დაცემა - ძუძუმწოვრების დომინაცია ან მოხდებოდა და ან არა, ან შეიძლებოდა ეტაპობრივად მომხდარიყო ჩანაცვლება, ან შეიძლება საერთოდ არ მომხდარიყო ან ნაწილობრივ, ან … არავინ იცის.

ჩვენთან კონკრეტულმა კატასტროფამ გამოიწვია ის პროცესები (ამას აფრიკაში მიმდინარე კლიმატური ცვლილებებიც უნდა დაემატოს, რომელიც ადამიანის წარმოშობის პერიოდს ემთხვეოდა), რომელმაც ვირთხის ზომის ძუძუმწოვრებიდან 65 მილიონ წელიწადში მიიღო ასეთი ტიპის ნერვული სისტემა. რეპტილიები მილიონობით წელი ცხოვრობდნენ და პრინციპში საკმარისი იყო მაგათთვის ის ტვინი რაც ჰქონდათ. შესაძლოა განვითარებულიყო, მაგრამ ძალიან ნელა და ეტაპობრივად; ისიც იგივე დღევანდელი ძაღლის დონის კოგნიტიურ საშუალებებს ან მივიღებდით, ან ვერა.

იდეაში, ბიოლოგიაში თუ რამე წარმოიშვა სადმე ერთხელ, ე.ი. მეორეჯერაც შეიძლება მისი ანალოგის წარმოშობა (ფარფლები და კუდი ძუძუმწოვრებში და თევზებში, ფრთები ძუძუმწოვრებში და ფრინველებში), რაც ლოგიკურად გულისხმობს რომ სადმე რაიმე პირობებში უმაღლესი ნერვული მოქმედების ანალოგი შეიძლება განვითარდეს (თუნდაც აქვე, დედამიწაზე).

გარდა იმისა, რომ რაღაც ფაქტორები უნდა დაემთხვეს ერთმანეთს, სადაც მსგავსი ნერვული სისტემის განვითარება შესაძლებელი გახდება, უნდა დაემთხვეს ასევე გარკვეული პერიოდი “სიმშვიდე”, რომ მსგავსი ორგანიზმების გადაშენება არ მოხდეს რაიმე extinction event-ით (მაგ. დედამიწაზე მსგავსი რამეები საკმაოდ ხდებოდა):

მე უფრო მგონია, რომ თუ საერთოდ სადმე არის მეორე ან მესამე ტიპის ცივილიზაციები (თუნდაც პირველი), იქნება ერთეულები და ისიც ამხელა სამყაროში ალბათ ძალიან შორს (ახლოს რომ იყოს, აქამდე “აღმოგვაჩენდნენ”, სავარაუდოდ). ეს დროის პონტში რაღაც ფორას გვაძლევს.

უფრო რეალური მგონია, რომ სამყაროში უამრავი პლანეტაა დაბალი კოგნიტიური შესაძლებლობების მქონე ფორმებით დასახლებული


#3

ჩემთვის გაუგებარია სტატიაში დიდი ფილტრის ამბავი. რა თეორიას ეყრდნობიან ისეთს, რომლის თანახმადაც რამოდენიმე ათეულ გალაქტიკაში თითქმის ერთდროულად შეიძლება მოისპოს ცივილიზაციები.


#4

თემაც ძალიან საინტერესოა და ის სტატიაც, მაგრამ, ყველაფერი წყლის ნაყვაა, რამეთუ არაფერი, ვიმეორებ, არაფერი ვიცით სიცოცხლისა და მით უფრო გონების წამრმოშობის შესახებ.

რაც შეეხება ფერმის პარადოქსსა და კარდაშევის სკალას, ეს ყველაფერი საოცრად მყიფეა, ფაქტობრივ არაფერს ეყრდნობა ეს ვარადუდები, რამეთუ მათი საფუძველი ის მწირი ცოდნაა სამყაროს შესახებ, რაც გვაქვს.
ისიც კი არ ვიცით დარწმუნებით, თუ რამხელაა და რა ასაკისაა სამყარო. არ დაგავიწყდეთ, ჩვენი ასტრონომიული ცოდნა თავიდან ბოლომდე ეფუძნება ისეთ მყიფე საფუძველს, როგორიცაა მანძილი შორეულ სხეულებამდე , როგორც უკანასკნელი მონაცემები გვიჩვენებენ ეს საფუძვლები მცდარი თუ არაა, ყოველ შემთვევაში გადახედვას მაინც მოითხოვენ.
დღეს გაბატონებული და ყველაზე უკეთ შესწავლილ-დასაბუთებულ-გამყარებული „დიდი აფეთქების“ თეორია იმდენ პრობლემას შეიცავს, რომ ძნელია ამის მერე, ასტრონომიულ მონაცემებზე დაჯერებით ისაუბრო.

ამ პრობლემებს შორის ყველაზე მსხვილია ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემები:

  1. მაგნიტური მონოპოლი — ფარდობითობის თეორიაზე დაყრდნობით გამოთვლილ იქნა, რომ დიდ აფეთქებას უნდა წარმოექმნა იმდენი მაგნიტური მონოპოლი, რომ მისი ენერგია სამყაროს დამზერილ ენერგეტიკულ სიმკვრივეს ასჯერ უნდა აღემატებოდეს. არადა, ერთი მონოპოლიც არ აღეგვხვედრია.
  2. ერთგვაროვნება — დიდი აფეთქება ვერ ხსნის იმას, თუ რატომ არის სამყაროს ერთგავროვნება ისეთი, რომ შესაძლებელი გახდა გალაქტიკათა, პლანეტათა სიტემებისა და პლანეტების ჩამოყალიბება.
  3. ფონური მიკროტალღური გამოსხივების იზოტროპულობა — დიდი აფეთქების თეორია ვერ ხსნის ასეთ მაღალ იზოტროპულობას (ინფალციონისტური თეორიები ცდილობენ და ხსნიან ასეთ იზოტროპულობას, მაგრამ ისინი თუ ერთ პრობლემას წყვეტენ, ათ ახალს ქმნიან).
  4. სიბრტყელე —ბრტყელი სამყარო ბუნებრივად არამდგრადია, არადა სამყაროს სიბრტყელე უდრის თითქმის ერთს.

ათასი მიზეზი შეიძლება არსებობდეს ასეთი სიცარიელის, იქნებ, იმდენად დიდია მათი მასშტაბი, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ აღვიქვამთ?


#5

მაგალითად, ჩვენ თუ დედა ავუფეთქეთ კლიმატის ცვლილებით პლანეტას (და შესაბამისად საკუთარ თავსაც) მანამ, სანამ იგივე მარსზე ცივილიზაციის backup-ს გავაკეთებთ - ეგ იქნება ფილტრი


#6

ამ კონკრეტულ დეტალზე:

“Humans’ early mammal relatives likely diversified 66 million years ago, after the extinction of dinosaurs opened up space for animals such as big cats, horses, elephants and eventually apes to evolve.”


#7

ხოდა…
http://ringrom.ga/2016/09/22/life-not-as-we-know-it-possible-on-saturns-moon-titan/


#8

ხოდა…