ყირიმის ფაქტორი


#1

საქმე რაშია: პუტინმა რომ ჰოკუზპოკუზივით სწრაფად ჩაატარა ეს საქმე ანუ რომ მიიერთა უკან, რაც თავის დროზე ხრუშოვმა გადასცა უკრაინას.შეიძლება თუ არა რომ უფრო დიდის ფოკუზის ჩასატარებლად ემზადებოდეს და წინასწარ თავი დაიზღვია ამით, უფრო დიდი ფოკუზი კი ის შეიძლება იყოს რომ დაშალოს იმპერია და გაუშვას ნახუიზე ჩეჩნები, ინგუშები, დაღესტანლები და ასე შემდეგ.შეიძლება თვითონ არ დაშალოს, მაგრამ რამე რომ მოხდეს, აი აჯანყებები და რამე ჩრდილო კავკასიაში დამოუკიდებლობისთვის, დაღესტანში ან ჩეჩნეთში, დიდად თავს აღარ შეიწუხებს რუსეთი ამათ შესანარჩუნებლად ჩემი აზრით, რადგან მაგარი ძვირი უჯდება ამათი შენახვა და სარგებელი ნოლი.

ანუ იდეა რაშია, საბოლოოდ განიმტკიცა ყირიმი მან რომ ვაიდა რამე მოხდესო და დამეშალოს იმპერია მალეო, ეს საქმე მოლეული მქონდესო.

მთავარი: ამ შემთხვავაში ჩვენ ყირიმის წყალობით შეიძლება გაგვიჩნდეს ჩვენი ქვეყნის საბოლოოდ გაერთიანების შანსი, აფხაზეთი ზღვის გამო უნდოდა რუსეთს, ზღვა ყირიმშიც არის თან უფრო დიდი ტერიტორიაა ბევრად. მოკლედ, დიდად აღარ მოიტყნავს თავტრაკს რომ დასავლეთიდან ძლიერი წინააღგმდეგობა შეხვდეს მაგალითად ბაზა თუ გახსნა აშშ მ საქართველოში დარწმუნებული ვარ თითქმის რომ აღარაფერს აღარ იზავს წინააღმდეგობისთვის, რადგან როგორც ვთქვი ყირიმი დაიბრუნა.
დაჟე ინტერვიუც არის შევარდნაძესი სადაც ამბობს რომ ყირიმი რომ აეხია ამის გამო გაბრაზდა რუსეთი და ამიტომ უნდოდა ახევა აფხაზეთისო, შემიძლია ლინკი დავდო მერე.

თქვენ რას ფიქრობთ?


#2

რავიცი, არ მგონია ნებით დათმოს რუსეთმა რამე, სანქციები კარგია მაგრამ უფრო სერიოზული, გლობალური ნაბიჯებია საჭირო მაგალითად რუსული ბანკებისთვის ვიზა / mc ემისიის უფლების ჩამორთმევა და ტრანზაქციებზე უარის თქმა. რამე ისეთი რომ მარტო პუტინის 2-3 მეგობარს კი არ შეეხოს, არამედ მთელ მოსახლეობას.


#3

აფხაზეთს ლანგარზე დადებულს მოგვართმევს თქო, არ ვამბობ.მაგრამ თუ მართლა ყირიმის გამო იყო გაბრაზებული რუსული პოლიტ ელიტა, შეძლება გაუნელდეს ინტერესი აფხაზეთის მიმართ. ოღონდ ევროპა ცოტა ტრაკის მიცემას უნდა მორჩეს და ამერიკასავით პრინციპული გახდეს.


#4

მანდ ემოციები არაფერ შუაშია. ყირიმი რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, აფხაზეთი და სამაჩაბლო კი ჩვენი გაჩერების საშუალებაა. ყველა მომდევნო მთავრობა მაგ პოლიტიკის მძევალი იქნება. სულ რომ უარი ვთქვათ დასავლეთზე და რუსეთის დროშები დავკიდოთ, მაინც არავინ დაგვიბრუნებს. მაქსიმუმ რაღაც მოჩვენებითი კონფედერაცია შეიქმნას, სადაც რუსეთს ყოველთვის ექნება დიდი უპირატესობა და იმაზე მეტი კონტროლი, ვიდრე ეხლა აქვს. სხვანაირად რომ ვთქვათ, დანძრეული გვაქვს და ერთადერთი გამოსავალია, რომ ნატომ დაუშვას პრეცედენტი და მიგვიღოს ტერიტორიების გარეშე იმ პირობით, რომ ესენი საქართველოს ტერიტორიებია და ოდესმე დაგვიბრუნდება.

რუსეთის და ჩვენი ინტერესები ყოველთვის საწინააღმდეგო იქნება. მარადიული მტერია მე მაგის დედას შევეცი.


#5

ყირიმის (და “ნოვოროსიის”) ახევა გარდა სტრატეგიული ფაქტორისა, გაფარჩაკებული რუსული ბიდლოს პატრიოტულ ტალღაზე მოქოქვა იყო (სანამ გარეშე მტერზე და ჰიპოთეტურ “ძერჟავაზე” მითებით ბოლდებიან, მანამდე დაცულია პუტინის და მაგის გარემოცვის ტრაკები)

აფხაზეთმა და სამაჩაბლომ მაგ რასკლადში ის როლი ითამაშეს, რომ რუსეთს 7.8.8ის შედეგები პრობლემების გარეშე შერჩა, თან რო მოვიდა ის მოჭრილი ზანგის ჩოილარი და გადატვირთვის პოლიტიკით ტრაკის თამაში დაიწყო, ეს პუტინმა თავისთავად სისუსტედ აღიქვა (იყო კიდეც) და გააკეთა ის რაც გააკეთა და რომ არა იდეაში თვითონ უკრაინელების მონდომება, მეტზეც გაიწევდა (მაგ. ოდესა). დღეს შერჩა რაღაც 2 ჩამყაყებული რუსული ანკლავი უკრაინის აღმოსავლეთში და ყირიმი (პროგრამა მინიმუმი)…

დღეს პუტინი ვერცერთ რასკლადში ვერ დათმობს ამ ტერიტორიებს (არა მარტო ტერიტორიებს, საერთოდ ვერაფერს ვერ დათმობს), უკანდახევას რუსეთის ბიდლო უბრალოდ არ აპატიებს (სისუსტედ ჩათვლის), იმიტომ რომ “რაძი ძერჟავი” ითმენენ დღემდე ყველაფეს.
მაქსიმუმ ისეთი პირობები შეიქმნას, რომ იმინა ხელების გადაგრეხვით მიიყვანონ პუტინი მოლაპარაკებებზე და აიძულონ რამეზე ხელის მოწერა, მარა ეგ და მაგისი პოლიტიკური რეპუტაციის ჩამოშლა ერთი იქნება.

კაროჩე, არავინ არაფერს არ მოგვცემს. იმინა სანქციების გამო მასობრივი შიმშილი, სამოქალაქო ომი და ერთმანეთის ჭამა (literally) უნდა დაიწყონ რომ ჩვენი დრო უბრალოდ აღარ ჰქონდეთ :855: