დასაქმება - 2021


#1

დღევანდელ რეალობაში, როდესეაც ყველაფერი შეიცვალა პანდემიის გამო, სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს ახალ ვაკანსიას, ამის პარალელურად კი კომპანიები უფრო მეტად ცდილობენ იპოვონ კვალიფიციური კადრი. ერთი შეხედვით საქმე მარტივია, თუმცა რეალურად ცოტა უფრო რთულია, რადგან შეიძლება შერჩევის ეტაპზე მხოლოდ იმიტომ ვერ გადახვიდეთ, რომ თქვენი რეზიუმეს ფორმატი არ არის შესაბამისი, ან გასაუბრებაზე სულ რამოდენიმე წუთი დაიგვიანეთ. ახალი სამსახურის მისაღებად უმთავრესი ირველი შთაბეჭდილების მოხდენაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ საკმარიის გამოცდილება არ გაქვთ და პირველ სამსახურს ეძებთ. გაითვალისწინეთ, სივის გაგზავნის მომენტიდან ყურადღება ენიჭება ყველა პატარა დეტალს, რეზიუმეში გამოყენებული ფერით დაწყებული და გასაუბრებისას საუბრის მანერით დამთავრებული. შეიძლება ერთი მხრივ ეს სტრესული იყოს, თუმცა მეორე მხრივ, თუ დამსაქმებლის თვალიდან შევხედავთ ამ საკითხს, ყველაფერი დალაგდება - წარმოიდგინეთ ვაკანსიის გამოცახდების შემდეგ რამდენი ადამიანი აგზავნის საკუთარ რეზიუმეს, ვისთანაც თქვენ კონკურენციაში გიწევთ შესვლა და როგორც წესი, HR მენეჯერი ცდილობს დროის მცირე ხანში ამოირჩიოს შესაფერისი კანდიდატები გასაუბრებისას. სტატიაში მოგიყვებით როგორი არ უნდა იყოს თქვენი რეზიუმე და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა დასაქმება შეძლოთ სასურველი სამსახურში.