საბუღალტრო სერვისის ფასი განსხვავდება კომპანიების, მათი ზომის, სააღრიცხვო სირთულისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. მაგალითად, მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანიებს, როგორც წესი, უფრო ფასის გადახდა უწევთ საბუღალტრო მომსახურებაში ვიდრე წარმოებებს, რადგან წარმოება, შინაარსიდან გამომდინარე, უფრო რთული აღსარიცხავია და მეტ დროით რესურსს მოითხოვს. ამიტომ, მხოლოდ კომპანიის ზომიდან გამომდინარე მისი საბუღალტრო სერვისის ფასის დადგენა არ ხდება. ფასის დადგენისას გაითვალისწინება სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც. მაგალითად, როგორც წესი, დამწყები კომპანიებისთვის (სტარტაპებისთვის) საბუღალტრო სერვისი ს ფასი ხშირად ნაკლებია ვიდრე იგივე ზომის კომპანიისთვის, რომელიც დიდი ხანია ოპერირებს ბაზარზე. ეს განპირობებულია იმით რომ დიდი ხნის მოქმედ კომპანიაში მეტი სააღრიცხვო რისკი არსებობს და მეტი დეტალია გასათვალისწინებელი.
საბუღალტრო სერვისები
AndroTsanava
#4
ბუღალტერია მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მოითხოვს მუდმივ კონტროლს. სწორედ აღნიშნული საკითხი განსხაზღვრავს კომპანიის ბედ-იღბალს. მისი წარმოების პროცესი ყველა კომპანიაში განსხვავდება ერთმანეთისგან. აუცილებელია ბუღალტერია დალაგებული და სისტემატიზირებული იყოს.
დღესდღეობით საკმაოდ მოთხოვნადი ხდება აუთსორს ბუღალტერია. მსგავს მომსახურებას მომხმარებელს სთავაზობენ ენთები, თან საკმაოდ კარგი პირობებით. აღნიშნული მომსახურების წარმოების დროს, ბუღალტრული კომპანია ზრუნავს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საგადასახადო ვალდებულებების და ინვოისების კონტროლი, დროული ბილინგი და ა.შ. ისინი მუდმივად ხაზზე არიან და მზად არიან თქვენს კითხვებზე ამომწურავი პასუხი გაგცეთ.