ქალბატონებო და ბატონებო, კოლეგებო, თქვენო უსამღვდელოესობავ, ვეტერანებო, პატივცემულო სტუმრებო, რობოტებო და ბოტებო. ამ პოსტში მინდა აღვწერო ზოგიერთი ხერხი, რომლის მეშვეობითაც ფრონტზე წერა ახლად გამომცხვარი ნაზი ფრანგული პურით, დიჟონური მდოგვით, პარმული ლორით, მოცარელათი, ბრენდივინის ჯიშის თხლად დაჭრილი პომიდორით და სხვა ინგრედიენტებით გემრიელი სენდვიჩის კეთების გამოცდილებას მიუახლოვდება, ხოლო სხვაგან წერა დაემსგავსება 2 დღის წინ ნაყიდი, მაღაზიის მშრალი და მრგვალი პურით (ქერქი რომ ძვრება) კომპლექსური ბუტერბროდის აწყობის არასასიამოვნო და ნერვების მომშლელ პროცესს. მაშ ასე:
თემა.
თემებში, როგორც საწყისი, ასევე მომდევნო პოსტების ბოლოში განთავსებულია ინსტრუმენტების პანელი, რომელიც საშუალებას გაძლევთ სხვადასხვა ოპერაციების ჩატარებისას.
პირველი არის პასუხები კონკრეტულ პოსტზე, თუ კი ისინი არსებობს. მათზე დაჭერა ჩამოშლის მენიუს, სადაც ნაჩვენები იქნება ის კომენტარები, რომლებიც ამ პოსტზე გაკეთდა.
გული გაძლევთ საშუალებას მოიწონოთ (ძველქართულად კი “დაალაიკოთ”) პოსტი.
შემდეგი, რომელიც ჰგავს ფანქარს, არის საკუთარი პოსტის რედაქტირება. არ მოგეწონათ რამე? არედაქტირეთ უსასრულოდ და სრულყოფილებამდე.
შემდეგი, დროშა, არის დარეპორტება. არ მოგეწონათ რამე? დააჭირეთ დროშას და თქვენ გექნებათ იმის საშუალება, რომ ზუსტად განსაზღვროთ დარეპორტების მიზეზი. რამოდენიმე რეპორტი კი იმ პოსტს ან თემას ავტომატურად გააქრობს, რაც თავიდან გვარიდებს მოდერ გვიშველე-მოგვხედეს აუცილებლობას. ამის არსებობის მიზეზი არის მხოლოდ ერთი - ჩვენ გვჯერა ადამიანების და მათი თვითორგანიზების .
შემდეგი, რომელიც ნაგვის ყუთს ჰგავს, არის საკუთარი პოსტის წაშლა.
მის მერე მდებარე ჯაჭვი საშუალებას გაძლევთ კონკრეტული პოსტი მარტივად გააზიაროთ სოციალურ ქსელებში.
სანიშნე გაძლევთ საშუალებას ფავორიტებში დაამატოთ პოსტი.
ხოლო სულ ბოლოს მდებარე პასუხი სხვა არაფერია, თუ პასუხის გაცემა
წერა, კომენტირება და მონიშვნები
წერისას (არ აქვს მნიშვნელობა, თემას იწყებთ თუ აკომენტირებთ), იხსნება საკმაოდ ვრცელი შესაძლებლობების მქონე ედიტორი, რომლის ფუნქციების ჩვენებაც უკეთესია ამ სურათით:
კომენტირებისას საკმარისია ან სასურველი ტექსტის ფრაგმენტი მონიშნოთ და მერე აი ამ გამომხტარ ფანჯარას დააჭიროთ,
ან ამ პოსტის დასაწყისში პირველ სურათზე ნაჩვენებ “პასუხს” დააწვეთ.
მომხმარებლის მოსანიშნად/დასატეგად და ა.შ. საკმარისია აკრიფოთ სიმბოლო @ და მომხმარებელთა სია გამოვა, საიდანაც აირჩევთ შესაბამის ადამიანს.
დღეისათვის სულ ეს იყო. თუ გაქვთ შეკითხვები, კრიტიკა, აპლოდისმენტები, არ დაიშუროთ.