პლანშეტები მოწყობილობებია, რომელთაც შეუძლიათ თქვენი სმარტფონის შეცვლა. პლანშეტი არა მხოლოდ მოსახერხებელია მგზავრობისას სატარებლად, არამედ მოსახმარადაა უმარტივესი, ხოლო დროის გასაყვანად კი იდეალური. მისი ზომა კი სასურველი კონტენტის ყურებას უფრო სასიამოვნოს ხდის. ლეპტოპტან შედარებით ის უფრო მოქნილი და კომფორტულია. შესაბამისად ზაფხულის პერიოდში პლანშეტი აუცილებელ შესაძენ მოწყობილობად მიიჩნევა. მათი არჩევაც საკმაოდ რთული საკითხია, მითუმეტეს იმის გავითვალისწინებით, თუ რა ფართო არჩევანია. ამიტომ კარგი იქნება თუ წინასწარ წაიკითხავთ რას მიაქციოთ ყურადღება პლანშეტის შეძენისას. მაგალითად, ის იდეალური მოწყობილობაა სახატავად, თქვენი შესაძლებლობების დასახვეწად.
ტექნიკა
თანამედროვე ადამიანის ცხოვრება ტელეფონის გარეშე წარმოუდგენელია. მობილურები უამრავ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ბაზარზე არსებული მობილურები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ტექნიკური მახასიათებლებითა თუ დიზაინით, რაც ერთი კუთხით აჩენს უამრავ ალტერნატივასა და არჩევანის მაღალ შესაძლებლობას, მეორე კუთხით კი ხშირად ადამიანები ვერ წყვეტენ რომელი მოდელი შეიძინონ. ტელეფონის შეძენისას მნიშვნელოვანია მოლოდინები, რომელსაც მისგან ველით, როგორც ტექნიკური, ასევე ემოციური სახის. შეძენამდე სასურველია წინასწარ მოვიძიოთ ინფორმაცია მახასიათებლებზე, შევადაროთ ერთმანეთს, განვსაზღვროთ რა ფასში გვსურს და ასე ავირჩიოთ საუკეთესო. სმარტფონის არჩევისას საკმაოდ დიდ როლს თამაშობს მისი ღირებულება, ამიტომ ძალიან ბევრ ადამიანს ურჩევნია შეიძინოს მეორადი ტელეფონები, რადგან ახალი ტელეფონის ღირებულებაში შეიძლება საკმაოდ კარგი მდგომარეობის სმარტფონის არჩევა, რომელიც იმედს არ გაგიცრუებთ, უბრალოდ შეიძლება უფრო მეტად მოგიწიოთ სხვადასხვა სახის ალტერნატივების განხილვა, იმის მიუხედავად, თუ უკვე არჩეული გექნებათ რომელი მოდელის შეძენა გსურთ.
ტექნიკა, რომელიც სახლში მუშაობას უფრო კომფორტულს ხდის.
პრინტერები ნებისმიერი ოფისის განუყოფელი ნაწილია, სამუშაო საათებში მისი ოთახში ყოფნა უბრალოდ მოცემულობაა, ის უბრალოდ იქ უნდა იყოს. სახლში შეიძლება პრინტერის არ არსებობამ პრობლემებიც კი შექმნას, რადგან აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ძალიან გვეჩქარება სასურველი ფაილის ამობეჭდვა თუ ქსეროქსი უბრალოდ უახლოესად მდებარე დაწესებულებაში მოგვიწიოს, სადაც უბრალოდ პრინტერი აქვთ. მისი სახლში ქონა შეიძლება უპირველესი პრიორიტეტი არ არის, თუმცა ნადვილად გადაჭრიდა უამრავ პრობლემას.
მართალია, როგორც წესი, ლეპტოპებში უკვე თავისითაა ჩაშენებული, თუმცა თუ პერსონალური კომპიუტერით მუშაობთ, ამასთან ერთად ვიდეო-შეხვედრები ან კონფერენციები ხშირად გიწევთ, მაღალი ხარისხის გამოსახულება აუცილებელია. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ტრენინგებსა თუ მასტერკლასებს ატარებს ხოლმე.
მიკროფონი ყველა დასაქმებულისთვის რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის, თუმცა ხშირად სახლიდან მუშაობას ბევრი ადამიანი იუთუბ ვლოგერობასაც უთავსებს ხოლმე, რა შემთხვევაშიც კარგი მიკროფონი ნამდვილად აუცილებელია. ასევე, საინტერესო იქნება ე.წ. Voice-acting-ით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც.
განვითარებასთან ერთად ჩვენი ყოველდღიურობა სულ უფრო მეტადაა გადაჯაჭვული ტექნოლოგიებთან, მათი არსებობაც ერთი-ორად გვიმსუბუქებს რუტინას და ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. დროის მოკლე პერიოდში ჩვენი მოთხოვნილებებიც იზრდება, სულ უფრო მეტ განახლებას და უფრო მეტად ჩვენზე მორგებულ პროდუქტს ველით მწარმოებლებისგან. ამასთანავე, დღეს უკვე ყველა ქმედება გაციფრულებულია - მუშაობა, სწავლა, გართობა, რაც ნებისმიერ ოჯახში საჭიროებას წარმოშობს თითოეულ წევრს საკუთარი ნოუთბუქი ქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა რას ვსაქმიანობთ, ლეპტოპი სწორედ ისაა, რაც ჩვენი ყოველდღიურობის მეგზურია, რომელიც პანდემიისას ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საგანი გახდა. მინდა გაგაცნობთ 2021 წლის ნოუთბუქების საუკეთესო ტრენდებს.
Apple MacBook Pro(13-inch, M1)
როდესაც ეფლმა ეს მოდელი დაანონსა, საკმაოდ დიდი მოლოდინები გაჩნდა მის მიმართ, რომელმაც მოგვიანებით ნამდვილად გაამართლა. ARM-based 5 ნანომეტრის ჩიპში მოთავსებულია 16 მილიარდი ტრანზისტორი ნამდვილად აღსანიშნავი ამბავია, რადგან კომპანიას აქამდე არ გამოუყენებია ერთ ჩიპში ამდენი ტრანზისტორი. ასევე, მაკბუქს გამორჩეულს ეფლის ნეირონული ძრავი ხდის, თავის მხრივ კი ინტეგრირებული გრაფიკა და გაუმჯობესებული პროცესორი გამოსახულებისთვის გულგრილს არავის დატოვებს. ლეპტოპის მეხსიერების ერთიანი არქიტექტურა და ეფლის ე.წ. Secure Enclave კი ის დამატებითი დეტალებია, რაც მის კიდევ მეტად მიმზიდველს ხდის. ასევე, აღნიშნულ მოდელს გაძლიერებული ელემენტი აქვს და უფრო მეტ ხანს შეუძლია გაძლოს.
MacBook Pro (16-inch, 2019)
ეფლის აღნიშნული ნოუთბუქი თავის დროზე ნამდვილად აწია თამასა მომხმარებელთა გადმოსახედიდან, ვინაიდან დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. ლეპტოპის 16 ინჩიანი დისპლეი ძალიან ნათელი და მკვეთრია, რასაც საკმაოდ თხელი ჩარჩო კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ახალი გამოცდილებისთვის კი Core i9 CPU პროცესორი და AMD Radeon 5300M გრაფიკა ნამდვილად საუკეთესოა. აღნიშნულ მოდელში ასევე აღსანიშნავი მისი კლავიატურაა, რაც საკმაოდ კომფორტულად მოსახმარს ხდის მას.
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტელევიზორმა ადამიანები შეცვალა, თუმცა მისი მნიშვნელობა არ ამოწურულა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ინტერნეტმა დაიპყრო და ტელევიზორს ნაკლები ადამიანი უცქერს, მისი მნიშვნელობა გეიმერებში არ იცვლება. დღეს არსებობენ ისეთი ტელევიზორები, რომლებიც ნებისმიერ გეიმერს დიდ სიამოვნებას მოგვრით.
-
LG C1 OLED
LG-ის აღნიშნული მოდელი ნებისმიერი ტიპის ვიდეოთამაშისთვისაა ზედგამოჭრილი და იდეალური. მას აქვს შესაძლებლობა, რომ ავტომატურად ჩართოს პიქსელები, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის უსასრულო კონტრასტის დიაპაზონი და სრულყოფილი შავი ფერი აქვს, რომელიც ნათელი ფერის გარშემო არ ყვირის და იძლევა იდეალურ გამოსახულებას ნებისმიერ ექშენ კადრში. -
Sony X90J
სონის ტელევიზორების ეს კონკრეტული მოდელი ნამდვილად გამორჩეულია, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება ვიდეო თამაშების ხანგრძლივი თამაშებისთვის, რადგან სპეციალურად ჩაშენებული LED მოწყობილობა ეკრანს screen burn-ებისგან იცავს, რაც შესაძლებლობას იძლევა მაღალ განათებაზე თამაში ხანგრძლივი დროით ხელმისაწვდომი იყოს. ამას გარდა, იქიდან გამომდინარე, რომ PS5-იც სონის პროდუქტია, ტელევიზორს ნებისმიერი კონტენტის გაშვების მხარდაჭრა და სწრაფი რეაგირების დრო აქვს.
ერთ-ერთი ყველაზე დიდებული გამოგონება ნამდვილად არის ინტერნეტი, რომელიც მთელ მსოფლიოს აერთიანებს და შესაძლებლობების ზღვას ქმნის. სმარტფონები, სმარტსაათები, ლეპტოპები, პერსონალური კომპიუტერები, დედაპლატა, კვების ბლოკები, სისტემური ნაწილები თუ კომპიუტერული პროგრამები დღეს ყველაფერი ერთ მთლიან სისტემას ქმნის, რომლის ცენტრში ადამიანი დგას. ინტერნეტის მსოფლიოში გავრცელებამ გამოიწვია უამრავი ჭკვიანი ადამიანისთვის ისეთი შესაძლებლობის გაჩენა, რომელიც კაცობრიობის გიჟურ პროგრესს კიდევ უფრო სწრაფს ხდის.
დღეს ტექნოლოგია აღარ არის მხოლოდ ხელშესახები, ყოველდღიური ტექნიკა. ყველაფრის გაციფრულების ხანა დგება, ამიტომ მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანი მინიმალურ დონეზე მაინც ერკვეოდეს და იცოდეს კომპიუტერი როგორ გამოიყენოს. ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად შევიძინოთ, ხელშესახები ფული ელექტრონულ ვალუტად იქცა, გაჩნდა შესაძლებლობა მარტივად განვახორციელოთ ტრანზაქცია. ამასთან ერთად, კი გაჩნდა კრიპტოვალუტებიც, რომელიც დღითიდღე უფრო მეტ პოპულარობას იძენს და არც ის დღეა შორი, როდესაც მასობრივი მოხმარების მოვლენად იქცევა.
კრიპტოვალუტით ნამდვილად უამრავი ადამიანია დაინტერესებული, არ აქვს მნიშვნელობა, IT სფეროში დასაქმებული, ფსიქოთერაპევტი, სამორინეს ხშირი სტუმარი, მწვრთნელი, პარლამენტარი, რინგზე მებრძოლი, სოციალისტი ფილოსოფოსი, ოლიგარქი თუ მარსის კოლონიზაციის იდეით შეპყრობილი მულტიმილიონერი, ყველა ტიპის ინდივიდისთვის საინტერესოა ეს მოვლენა, რომელიც კრიპტო ბირჟაზე მანიპულაციით დაწყებული, სხვადასხვა „კოინის“ იმ იმედად შეძენით დამთავრებული, რომ მათი ფასი ოდესმე გაიზრდება და „მაინინგით“ გაგრძელებული, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ კომპიუტერი თუ კვების ბლოკები რამდენად დიდხანს მუშაობს, ყველა ჩართულია მეტწილად ამ სფეროში. კაცობრიობა კიდევ ერთი დიადი მოვლენის წინაშე დგას, რომელიც ციფრულ სივრცეში ვითარდება და რომელიც ჩაფიქრებულია, რომ კაცობრიობის ბედს გადაწყვეტს. შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, თუმცა დღეს უკვე ნებისმიერს შეუძლია გახდეს ის, ვინც რეალურად უნდა.
ზამთრის დილას საწოლიდან ადგომისას ყველა ჩვენგან გადის ბრძოლას საკუთარ თავთან, რათა იპოვოს ძალა სამუშაოზე წასასვლელად. პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მიდგომა უამრავ სფეროში და ბევრი ადამიანისთვის შესაძლებელი გახადა სახლიდან მუშაობა, რაც ასე მიმზიდველი განსაკუთრებით ზამთრის ცივ დღეებშია. ყველაფერთან ერთად ეს საკმაოდ კომფორტულიცაა, თუმცა თვის მხრივ აქვს თავისი ბნელი მხარე, რაც შეიძლება აისახოს რეჟიმის დარღვევასთან, დროის მენეჯმენტის პრობლემებთან, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ხალხთან კომუნიკაციაზე და სხვა. მეორეს მხრივ, ყოველდღე სამსახურში სიარული საკმაოდ დამღლელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმის შესრულება სახლიდანაცაა შესაძლებელი. ასეთ დროს, იდეალური გამოსავალი ჰიბრიდული მუშაობის მეთოდია, როდესაც ნაწილობრივ სახლიდან მუშაობთ ნაწილობრივ ოფისიდან.
ჰიბრიდული მუშობა ხელს უწყობს ადამიანებს უფრო მეტად მოტივაციით შეხვდნენ დღეს და საკუთარი სურვილის მიხედვით გადაწყვიტონ დღეს სახლიდან უღირთ მუშაობა თუ ოფისში გასვლა. მართალია ზამთარში უმეტესობა ხშირად პირველ ვარიანტს ირჩევს, თუმცა როგორც კი გამოიდარებს, ეს დინამიკა იცვლება და უფრო მეტიც, ბევრი ადამიანი გადაადგილდება ისეთი ტრანსპორტით, როგორიცაა ველოსიპედები ან ელექტრო სკუტერები, ან სულაც ლონგბორდი თუ სკეიტბორდი. გადაადგილების ეს საშუალება იდეალურია იდეალური დღის დასაწყებად, მაგრამ ნაკლებად კომფორტულია ზამთრის ცივ დღეებში, თუმცა გაზაფხულისთვის მოსამზადებლად ნამდვილად ღირს უკვე ახლის შეძენა.
ცივ ამინდში აუცილებელია სახლში ტემპერატურა მუდმივად იყოს შენარჩუნებული, შესაბამისად ამაზე ზრუნვა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე სხვადასხვა გზით გვიწევდა. გათბობის სისტემის არჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საკითხია, რადგან მისი გამოყენება მინიმუმ რამდენიმე წელი მაინც მოგიწევთ, შესაბამისად სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, აჯობებს დაფიქრდეთ, შეაჯამოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, განიხილოთ ალტერნატივები და საუკეთესო აირჩიოთ.
გათბობის ქვაბები წარმოადგენენ ცენტრალური გათბობის სისტემის მთავარ კომპონენტს და არსებობს სხვადასხვა ზომისა და მონაცემების, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე აჯობებს თუკი ამ ნაწილს პროფესიონალთან გაივლი და საკუთარ ბინის შემოწმების შემდეგ დაადგენს რა ტიპის ქვაბი გესაჭიროება, რომელსაც შესაბამისი ბიუჯეტის მიხედვით შეარჩევ.
მონტაჟის დროს გაითვალისწინე, გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ გარემონტებულ ბინაში მილების გაყვანა ძირითადად გარედან ხდება, შესაბამისად დასაშვებია შედარებით საშუალო ხარისხის მილებიც, თუმცა თუ შავი კარკასია, როდესაც იატაკის ქვეშ გადის მილები, აუცილებელია, რომ მაღალი ხარისხის იყოს, რადგან შემდგომში იატაკის აყრა და მილების გამოცვლა საკმაოდ რთული და ძვირიანი პროცესია.
რადიატორს თუ შესაბამისი რაოდენობის წყალს არ მივაწვდით, იგი სიმძლავრეს ვერ განახორციელებს. იმისათვის, რომ გათბობის სისტემა ეკონომიური იყოს, აუცილებელია გაკეთდეს თბოპროექტი , რომელსაც თვლის სპეციალური პროგრამა. ამის შემდეგ უკვე უშუალოდ რადიატორის არჩევის პროცესი მოდის, რომელიც სითბოს სწორად გადაანაწილებს და აღარ იქნება ქვაბის მაღალ გრადუსზე დაყენება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახლის კედლებს, თუკი ისინი სქელია და სითბოს ინარჩუნებს, რადიატორების შედარებით მცირე სექცია იქნება საჭირო.
გასული წლის შემოდგომაზე კომპანია ეფლმა ახალი Iphone 12 დაანონსა, რასაც ნამდვილად ყველა აღფრთოვანებით შეხვდა. ეს მოდელი გამორჩეულია ეკრანის მაღალი ხარისხით, რაც დამახასიათებელი იყო წინა ისეთ მოდელებში, როგორიცაა Iphone 11 და რევოლუციური Iphone XS. Iphone 12-ში წინა მოდელებთან შედარებით შეცვლილია დიზაინი, რომელიც კლასიკურ, Iphone 5-ის დიზაინს იმეორებს, რამაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მნახველში. ესთეტიური დიზაინის გარდა, სმარტფონი აღჭურვილია მკაფიო და ნათელი ეკრანით, ყველაზე სწრაფი პროცესორით, რომელიც დღემდე საუკეთესოა ბაზარზე, შესანიშნავი კამერითა და უსწრაფესი 5G მხარდაჭერით, რაც თავის ფასთან ერთად საუკეთესო არჩევანია დღესვე შესაძენად.
2017 წელს ეფლმა კიდევ ერთი რევოლუციური დიზაინის და ფუნქციონალის მქონე სმარტფონი დაანონსა. Iphone X ნამდვილად გამორჩეულია, რადგან სწორედ ამ მოდელში გაქრა ჩვენთვის კარგად ნაცნობი Home ღილაკი და ტელეფონის წინა მხარე მთლიანად ეკრანს დაეთმო, რამაც უდიდესი წარმატება მოიპოვა. ვიზუალურად დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფორმად ითვლება, ამიტომაც იყო, მომდევნო წელს, 2018-ში ეფლმა Iphone XS რომ გამოუშვა, რომელიც ვიზუალურად იდენტური იყო, თუმცა ფუნქციონალი და ტექნიკური მახასიათებლები უფრო მეტად გაუმჯობესებული ქონდა. ასევე, სწორედ ამ უკანასკნელ მოდელში გამოიყენეს პირველად მაღალი ხარისხის ეკრანი.
დრონები
დრონი არის უპილოტო თვითმფრინავი. დრონები ცნობილია, როგორც უპილოტო საჰაერო ხომალდები (UAVs) ან უპილოტო თვითმფრინავების სისტემები. არსებითად, დრონი არის მფრინავი რობოტი, რომელიც შეიძლება იყოს დისტანციურად კონტროლირებადი.
უპილოტო საფრენი აპარატები ძირითად შემთხვევაში ასოცირდება სამხედროებთან. ისინი თავდაპირველად გამოიყენებოდა საზენიტო სამიზნე პრაქტიკისთვის და დაზვერვისთვის.
დღეს დრონები ისეთ ყოველდღიურ საქმიანობებშიც აქტიურად გამოიყენება
როგორიცაა: მოძრაობის მონიტორინგი, ამინდის მონიტორინგი, ფოტოგრაფია,
ვიდეოგრაფია, სოფლის მეურნეობა, მიტანის სერვისები და მრავალი სხვა.
ზაფხულში ეკოტრანსპორტით გადაადგილება ყველაზე კომფორტულია. ელექტრო სკუტერები იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საცობებს თავი აარიდოს და თბილ ამინდში მინიმალური დანახარჯებით გადაადგილდეს. ჩემი ფავორიტი ელექტრო სკუტერი არის Kugoo ES 3 და უკვე წლებია ერთგულად მემსახურება.
ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად ავტომატურავ ვიწყებ ფიქრს თუ ამ წელს სად შემიძლია სალაშქროდ წასვლა. ჩემთვის ლაშქრობა არის ჰამაკი და კარავი, ამ ორი ნივთით საქართველოს ნებისმიერი ადგილისაკენ შემიძლია გავილაშქრო და უამრავი მოგონებით დავბრუნდე სახლში.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტელევიზორებმა ადამიანები შეცვალა, თუმცა მისი მნიშვნელობა ამით არ ამოწურულა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ინტერნეტმა დაიპყრო და ტელევიზორს ნაკლები ადამიანი უყურებს, მისი მნიშვნელობა გეიმერებისთვის არ იცვლება. არსებობს ისეთი ტელევიზორები, რომლებიც ნებისმიერ გეიმერს დიდ სიამოვნებას მოგვრის.
სმარტფონის ყიდვა მინდა და თითქმის ყველა ტექნიკის ონლაინ მაღაზია ვნახე, რომელიმეს რომ არ გაუწევდით რეკომენდაციას?
მიუხედავად გარეგნული მსგავსებისა, ტელევიზორების მოდელები იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისგან, რომ არჩევანის მიღება საკმაოდ რთულია.
თხელი, მკაფიო და ფუნქციონალური – ასეთია თანამედროვე ტელევიზორები. მკვეთრი და კონტრასტული გამოსახულება დღეს აღარავისთვისაა სიახლე, ამიტომ მწარმოებელი კომპანიები ეკრანების ზომის და გაფართოების გაუმჯობესებას ცდილობენ.