რა არის აგრო კრედიტი ?
აგრო კრედიტი სესხის განსაკუთრებული ტიპია, რომელიც გაიცემა მხოლოდ მიზნობრიობით და განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო სფეროში ჩართული პირებისთვის. სესხის აღება შეგიძლიათ თუ გადაწყვეტილი გაქვთ სათბურის გაკეთება, პროდუქტის შეძენა, ფერმის აშენება, საქონლის შეძენა, უკვე არსებული საქმიანობისთვის კონკრეტული ტექნიკის შეძენა, ჩანაცვლება ან სხვა ტიპის შესაძლებლობას ეძებთ, რომელიც ამ სფეროს უკავშირდება. კრედიტის უმთავრეს უპირატესობას გადახდის მოქნილი გრაფიკი წარმოადგენს, რომელიც როგორც წესი, შემოსავლის პირველი აღებისას იწყება და მაქსიმალურად ითვალისწინებს საქმიანობის სპეციფიკას და გამოწვევებს. პირობები სხვადასხვა ბანკებსა თუ სასესხო ორგანიზაციებში შეიძლება განსხვავებული იყოს, ამიტომ უპირველესად აჯობებს გაეცნოთ სხვადასხვა ალტერნატივას, განიხილოთ ყველა ვარიანტი და აირჩიოთ ყველაზე კომფორტული.
აგრო კრედიტი შეიძლება აიღოს საქართველოს მოქალაქემ, ვისაც შეუსრულდა 18 ან მეტი წელი და ჩართულია ან სწორედ რომ სესხის თანხით აპირებს ჩაერთოს აგრო სფეროში. სასესხო განაცდახის განხილვისას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიზნეს გეგმას, ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ სწორად გქონდეთ გათვილი ყველაფერი. სესხის აღების პროცედურა ძალიან გამარტივებულია, განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებ-გვერდზევე, ასევე ფილიალში ვიზიტისას. ამის შემდეგ კი უშუალოდ სპეციალესტებთან მოგიწევთ პირველადი კომუნიკაცია და ყველა იმ დეტალების გავლა, რომელიც საჭიროა. ბოლო ნაწილი კი ოფისში მისვლა, სადაც საბოლოოდ დააზუსტებთ შეთანხმების ყველა ნაწილს. აგრო კრედიტით სარგებლობისთვის თავდების მოთხოვნა საჭირო არ არის, უმეტესად ეს დამოკიდებულია თანხის მოცულობაზე. სესხი გაიცემა ნებისმიერ ადამიანზე, მთავარია ბიზნეს გეგმა სწორად ჰქონდეს შედგენლი და არ აქვს მნიშვნელობა მის წარსულს, რაც საკმაოდ მომგებიანს ხდის სარგებლობას. ცუდი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში დეტალების დაზუსტება უშუალოდ ექსპერტთან ხდება, რომელიც გასაუბრებისა და ყველა დეტალის შეჯამების შემდეგ გადაწყვეტს რამდენად უღირს კომპანიას სესხის გაცემა, თუმცა თუ ამ დრომდე სესხი არ აგიღიათ, ან არსებული ჯერ არ დაგიფარავთ, ეს არავითარ პრობლემას არ შეგიქმნით.