აიტი გადაწყვეტილებები


#1

თანამედროვე კომპანია IT მიმართულების გარეშე ფაქტობრივად რთული წარმოსადგენია, ვინაიდან ეს სწორედ ის ერთ-ერთი ფუნდამენტია, რომლის გამართულ მუშაობაზეც უნდა დაშენდეს უამრავი გადაწყვეტილება. ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის გარეშე დღეს წარმატების მიღწევა თითქმის წარმოუდგენელიც კია, შესაბამისად ნებისმიერი ტიპისა თუ ზომის კომპანია უნდა ეცადოს იმას, რომ IT სერვისები ეფექტურად იყოს მართული, შიდა სისტემა გამართული და ფუნქციური იყოს.

ნებისმიერ კომპანიაში მნიშვნელოვანია ინფორმაციის შენახვა და ეფექტურად გადაცემა, ხოლო დროთა განმავლობაში, კომპანიის განვითარებასთან ერთად, ინფორმაცია აუცილებლად იმატებს, რაც საჭიროებას ქმნის, რომ ის უფრო უკეთ იყოს დაცული. იმისათვის, რომ კომპანიაში დაგროვებული დიდი მოცულობის ინფორმაცია სათანადოდ იყოს დაცული, აუცილებელია დატა ცენტრი ძალიან კარგად იყოს გამართული. როგორც წესი, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, თანამედროვე კომპანიაში, მის განვითარებასთან ერთად იზერდება და იხვეწება IT ინფრასტრუქტურაც. აუცილებელია ეტაპობრივად ხელახლა იქნეს შემოწმებული რამდენად კარგადაა შენახული აუდიო, ვიდეო თუ სხვა სახის ინფორმაცია და მონაცემი.

ინფორმაციის სწორად მართვისა, გადაცემისა თუ დაცვისთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ის საიმედოდ და უსაფრთხოდ იყოს შენახული. ამისათვის აუცილებელია სასერვერო სივრცის მოწყობა, სადაც სერვერებზე შენახული დიდი მოცულობის ინფორმაცია იქნება თავმოყრილი. მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად მოხდეს სისტემის რევიზია და სათანადო ნაწილის განახლება, რომელიც უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს.


#2

ინფორმაციის დაცულობა და მართვა კომპანიაში

კომპანიაში საკუთარი ინფორმაციის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყველაზე ღირებული სწორედ რომ ეს ინფორმაციაა ხოლმე. რაც უფრო მეტად ვითარდება კომპანია და რაც უფრო წარმატებული ხდება, მით უფრო მიმზიდველი ხდება ის ჰაკერებისთვისაც, ვისი მთავარი მიზანი პირადი ინფორმაციის მოპოვება და მისი საკუთარი მიზნებით გამოყენებაა. აქედან გამომდინარე, ჩნდება აუცილებლობა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვადასხვა პროცესი მაღალ დონეზე გამართული იყოს, ხოლო IT უსაფრთხოება შესაბამისად დაცული. რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგია, მით უფრო მარტივია ინფორმაციის გადაცემა და შენახვა, თუმცა ამის პარალელურად ეს ადამიანებს საშუალებას აძლევს ახალი შესაძლებლობებით შეძლონ ინფორმაციის არაკანონიერად მოპოვება, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს სისტემა ეტაპობრივად გადიოდეს შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში ღებულობდეს განახლებას.

პირადი ინფორმაციის დაცვასა თუ შენახვასთან ერთად, მნიშვნელოვანია დალაგებული იყოს მისი გავრცელების, ერთმანეთში გადაცემის გზები. აუცილლებელია ორგანიზებული იყოს ის, თუ როგორ გამოიყენება, რა მექნიზმებით იმართება, ვის აქვს წვდომა და რა გზით ხდება მისი გადაცემა. თანამედროვე რეალობაში მნიშვნელოვანია, რომ დანერგილი იყოს მაღალ ეფექტური და საიმედო საკაბელო ინფრასტრუქტურა, რომლის საუკეთესო ალტერნატივა არის სტრუქტურირებული საკაბელო სისტემა. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ ოპტიმალურად იყოს დაორგანიზებული საკაბელი ინფრასტრუქტურა. ის ყველა შესაძლო ცვლილებაზე სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა, რაც, თავის მხრივ, იწვევს მთლიანად სისტემური ფუნქციონირების ეფექტურობის ზრდას, მომსახურებისა და მხარდაჭერის ხარჯების მინიმიზაციას. ბოლო წლებში, აღნიშნული ტექნოლოგია სულ უფრო მეტ ინტერესს იძენს, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი რანგის ორგანიზაციაში თანამედროვე, მაღალსიჩქარიანი ქსელების აგება.


#3

ეფექტური კომუნიკაცია კომპანიაში

წარმატების მისაღწევად, ბევრ სხვა თვისებაზე მეტად, აუცილებელია კომუნაკაციის ხელოვნების ფლობა. თითქოს კარგად ნაცნობი ფრაზაა, თუმცა ამ მარტივი ფრაზის უკან უამრავი რთული მიდგომა იმალება, რომელთა გამოყენებით კომპანიის მენეჯერები ცდილობენ შიდა თუ გარე კომუნიკაცია მაქსიმალურად კომფორტული და ეფექტიანი გახადონ. ორგანიზაციისთვის უპირველესად მნიშვნელოვანია მოწესრიგებული ჰქონდეს ინფორმაციის შიდა გადაცემის გზები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თანამშრომლებმა სრულფასოვნად შეძლონ ერთმანეთისთვის მონაცემებისა თუ აზრების გაზიარება და მათი ინტერაქცია კომფორტული იყოს. კომპანიებში, სადაც საჭიროა ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია, აუცილებელია ეს დეტალი სრულყოფილად გამართული იყოს. რეკომენდირებულია გარკვეულ დროში ერთხელ მაინც ბაზარზე არსებული ინოვაციებისთვის თვალის შევლება და ყველაზე მაღალ შედეგის მომცემი სიახლის დანერგვა ამ სფეროში. სატელეფონო კომუნიკაცია ნებისმიერი ორგანიზაციის ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს დისტანცირებულ ოფისებსა თუ ოთახებს შორის მონაცემთა ეფექტურ და მყისიერ ურთიერთგაცვლას. დროთა განმავლობაში, საჭირო გახდა ისეთი ტექნიკის დანერგვაც, როგორიცაა ხმის ჩამწერი სისტემები, რაც აუცილებელი ინფორმაციის შენახვას უწყობს ხელს. სატელეფონო კომუნიკაციიის სისტემის გამართვა რთული პროცესია, რომლის განხორციელებაც თანამედროვე IP ტელეფონების მეშვეობითაა შესაძლებელი, ATS და ხმოვანი ქსელური ინტერფეისით. ATS აპარატები განკუთვნილია სიგნალების და ზარების დისტრიბუციისთვის და გადართვისთვის. სისტემა უშუალოდ კაბელების გარდა მოიცავს ქსელურ ინფრასტრუქტურას, რომელიც თავის მხრივ, აერთიანებს პასიურ და აქტიურ მოწყობილობებს, მარშრუტიზატორებს, კომუტატორებს, აგრეთვე ქსელურ გამოსასლელებს, საკომუტაციო პაჩ-პანელებს და სხვა.


#4

ტექნოლოგიები და თანამედროვეობა

თანამედროვე რეალობაში ტექნოლოგიების განვითარება ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, ყოველდღე ვისმენთ მორიგი ახალი აღმოჩენის შესახებ და თითქოს უკვე აღარც კი გვაოცებს, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს, თუმცა თითოეული ეს აღმოჩენა თუ მიღწევა ნამდვილად უმნიშვენლოვანესია. დღეს უკვე ორნაირი რეალობა გვაქვს, ერთი ის, რომელშიც ვცხოვრობთ და მეორე ციფრული, რომელიც სულ უფრო მეტად ვითარდება, თუმცა საკუთარი თავისა და პირადი საკუთრების დაცვა ორივეგან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ სახლში ან ოფისში კარის საკეტები და მისი სისტემა გაქვთ, ციფრულ სივრცეში კარგი იქნება, თუკი კიბერუსაფრთხოებისთვის შესაბამის ზომებს მიიღებთ და მარტივ წესებს დაიცავთ.

თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ტექნოლოგიის განვითარება როგორ აისახება ყოველდღიურ რეალობაში. ელექტრო მობილი დღეს სიახლეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ეს მხოლოდ წინაპირობად შეიძლება აღვიქვათ ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის, რომელსაც თავის მხრივ ქალაქში განთავსებული ავტომატური პარკირების სისტემები სჭირდება, რათა ხელი შეეწყოს უსაფრთხო, ეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო ქსელის შექმნას. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს ავტომობილების მიმოქცევას სავალ გზაზე, ვიზიტორთა ნაკადის კონტროლს, შეზღუდული უფასო და დამატებითი ფასიანი დროის განსაზღვრას, მძროლის წინასწარ გაფრთხილებას დატვირთული ავტოსადგომის შესახებ, სადგომი ადგილის პოვნას პარკირების ადგილის ინდიკატორების მეშვეობით. ეს სისტემა შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გზებზე მოძრაობა განიტვირთოს, შეამცირებს ადგილის ძიების დროს, შედეგად კი ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელიც დაიკლებს. ასევე, შეუძლია განაახორციელოს მანქანების დათვლა, ხოლო ავტომობილთან დაბრუნებისას მის პოვნას ამარტივებს განათების სენსორების მეშვეობით. სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ვიზიტორების ნაკადის დარეგულირება. აღნიშნული სისტემა გამოძახილია იმ მომავლისა, რომელიც შეიძლება ერთ დღეს დადგეს.


#5

რისკების მართვის აუცილებლობა

კომპანიაში აუცილებელია შემუშავებული იყოს რისკების მართვის სისტემა, რომელიც იქნება ნებისმიერი პროცესის აუცილებელი და შემადგენელი ნაწილი, რომელიც მენეჯმენტის გადაწყვეტილებაზე იქონიებს ზეგავლენას. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმიანობაა, მნიშვნელოვანია ეფექტური იყოს. რისკის ზომა ორგანიზაციის შემოსავლებზე ახდენს გავლენას, შესაბამისად მისი მიზანია კომპანიაზე მოქმედ საფრთხეებზე აქტიური კონტროლი. მისი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა რისკების ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ზარალის მინიმალურ დონემდე შემცირება. რისკის გაწევისას ყოველთვის მნიშვნელოვანია ყველაზე უარესი სცენარისთვის მზაობა, რისთვის რესურსია საჭირო. რაც უფრო მოულოდნელია რისკი, მით უფრო მეტი რესურსია საჭირო მისი თავიდან ასაცილებლად.

როგორც წესი, რისკების მართვის სისტემა გარკვეულწილად დაკავშირებულია დანახარჯებთან. ამ სისტემას სრულად კორპორაციები და დიდი ორგანიზაციები იყენებენ, თუმცა ნებისმიერი ტიპისა თუ ზომის კომპანიას შეუძლია დანერგოს ამ სისტემის ცალკეული ელემენტები. ასეთ შემთხვევაში, უნდა გამოიყოს ძირითადი რისკები და გაატარდეს ისეთი ღონისძიებები, რომელიც მათ შეამცირებს. თანამედროვეობაში კომპანიების უმეტესობას, ასე თუ ისე, შეუძლია რისკების მართვა, თუმცა სისტემის დანერგვა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. არსებობს რისკის კონტროლი მიდგომები, თუ ერთ შემთხვევაში რისკის შეფასება ხდება მისი დადგომის შემდეგ, მეორე შემთხვევაში ხდება მისი გამუდმებული და გეგმაზომიერი შეფასება ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. იმისათვის, რომ რისკების მართვის სისტემა იყოს ქმედითი, აუცილებელია, კომპანიის მენეჯმენტმა ამ მიმართულებას შესაბამისი ყურადღება დაუთმოს, გამოყოს რესურსი, გაერკვეს რისკმენეჯმენტის ტექნოლოგიაში, განახორციელოს რისკების დიაგნოსტიკა, შეაფასოს მათი წარმოშობის ალბათობა და შესაძლო დანაკარგები, ორგანიზება გაუკეთოს რისკების მართვას.


#6

IT სისტემის უზრუნველყოფა კომპანიაში

თანამედროვე კომპანიებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ინფორმაციის შენახვა, დაცვა და ეფექტურად გადაცემა, რაც უზრუნველყოფს უფრო მეტად მოქნილობას, კომფორტსა და ეფექტურობას. დროის სვლის პარალელურად, როდესაც ვითარდება კომპანია, რა თქმა უნდა, იმატებს ინფორმაციის რაოდენობაც, რაც აჩენს საჭიროებას, რომ ის სათანადოდ იყოს შენახული. იმისათვის, რომ კომპანიის შეგნით დიდი მოცულობის ინფორმაცია სათანადოდ იყოს დაცული, აუცილებელია, რომ დატა ცენტრი ძალიან კარგად იყოს გამართული და ჰქონდეს შესაბამისი მოცულობა, რომელიც ეტაპობრივად დაექვემდებარება განახლებასა და მოცულობის გაზრდას.

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, რაც უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებს კომპანია, მით უფრო მეტად ხდება საჭირო, რომ შესაბამისად იყოს დაცული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ტიპის შემოჭრა ან ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება საკმაოდ გამარტივდება და კომპანიაც ძალიან დიდ ზიანს მიიღებს. ამიტომ, განვითარებასთან და ზრდასთან ერთად, აუცილებელია დაიხვეწოს IT ინფრასტრუქტურაც, ეტაპობრივად შემოწმდეს რამდენად კარგადაა შენახული აუდიო, ვიდეო თუ სხვა, ნებისმიერი სახის ინფორმაცია და მონაცემი.

ინფორმაციის დაცულობასთან ერთად, მნიშვნელოვანია მისი გამოყენება იყოს მარტივი და კომფორტული, რომელიც მოიაზრებს მის მართვას, გადაცემასა და წვდომას. აუცილებელია გამართული იყოს მონაცემთა ბაზები, ხოლო ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდული იყოს, ანუ დასაქმებულ ადამიანებს მათთვის რელევანტურ საკითხებზე ჰქონდეთ მხოლოდ წვდომა. ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია სერვერებზე შენახული დიდი მოცულობის ინფორმაცია იყოს შესაბამისად დამენეჯმენტებული, ხოლო დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდეს ინფორმაცია იმაზე, როგორ გამოიყენონ ის და როგორ არ გაიტანონ გარეთ.


#7

ტელეკომუნიკაცია თანამედროვე სამყაროსთვის ერთ-ერთი აუცილებლად შემადგენელი ნაწილია, რომლის გარეშეც 21-ე საუკუნე ისეთი არ იქნებოდა, როგორიც ვიცით. თავის მხრივ, კომუნიკაციის ეს ფორმა ნამდვილად ყველაზე კარგია, რაც კაცობრიობას აქამდე გამოუგონია. ჩვენ ჯერ კიდევ უძველეს დროში ვცდილობდით შეტყობინება სხვადასხვა მედიუმების დახმარებით გადაგვეცა ერთმანეთისთვის, იქნებოდა ეს დამწერლობა, კოცონის დანთება, მტრედის გაგზავნა, ცეკვა, ნახატების პირველყოფილ გამოქვაბულში ამოტვიფრვა, ფაქსის გაგზავნა თუ სხვა. რადიოსიხშირის პირველად აღმოჩენა ნამდვილად გარღვევა იყო კაცობრიობაში, რამაც რადიოს არსებობას დაუდო საფუძველი, ხოლო როდესაც ელექტროობა აღმოვაჩინეთ, ინფორმაციის გადაცემა ელექტრომაგნიტური სიგნალეებით გახდა შესაძლებელი. დღეს ამის გაკეთება ოპტიკური სიგნალების საშუალებითაა ხელმისაწვდომი, რისთვისაც აუცილებელია მოწყობილობა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით იყოს დაკავშირებული.
ტექნოლოგიის განვითარებამ ხელი შეუწყო სხვადასხვა გამოგონების კიდევ უფრო მეტად დახვეწას, განახლებას. IP ტელევიზია უზრუნველყოფს ყველაზე მაღალი ხარისხის გამოსახულებას, ხმას და სხვადასხვა უნიკალურ ფუნქციებს, მაგალითად გადახვევა, დაპაუზება, კონკრეტული გადაცემის შენახვა, ძველი გადაცემის ნახვა, HD ხარისხი და გადაცემის სხვადასხვა ენაზე ნახვის შესაძლებლობა. აღნიშნული მომსახურება მომხმარებელს მიეწოდება IP ქსელით, ვიდეო ნაკადი კი კოდირებულია როგორც IP პაკეტები. ამ ტიპის ტელევიზია არ იყენებს თანამგზავრულ ანტენებსა თუ კაბელებს, ან რაიმე დამატებით მოწყობილობებს, მისი მოხმარება შესაძლებელია ყველგან, სადაც ინტერნეტია.


#8

ყველაფერთან ერთად, დღეს საზოგადოებრივი უსაფრხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებს გადამწყვეტი როლი ენიჭება. ციფრული რადიო კავშირი კომუნიკაციის ინოვაციური სახეობაა, რომლის გამოყენებისას ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება რადიოსიხშირის მოდულირებით ციფრული სახით. მაღალი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კავშირის ასეთი სისტემები ყველაზე ყველაზე ხშირად გამოიყენება ისეთ სახელმწიფო სამსახურებში, როგორიცაა პოლიცია, სახანძრო, აეროპორტები, გადაუდებელი დახმარების სამსახურები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ.

ნებისმიერი ტიპის კომპანიისთვის ეფექტური და საიმედო კომუნიკაციის სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ორგანიზაციებში ხშირად გამოყენებადია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ჯგუფური თუ ინდივიდუალური ზარები, რომელიც შეიძლება იყოს პრიორიტეტული, გადაუდებელი, წინასწარ ჩანიშნული. ასევე, სკანირების ჯგუფები, მოკლე მონაცემები და სტატუსის შეტყობინებები. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ისეთი სისტემის მოწყობა, რომელიც იქნება საუკეთესო სტანდარტის, იქნება ფუნქციური და დააკმაყოფილებს ოპერაციებთან, ტექნიკურ მომსახურებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს.

სისტემა აუცილებლად უნდა იყოს მნიშვნელოვანი გადაუდებელი დახმარების სერვისებისათვის, რომელსაც ექნება ზარის წამოწყების სწრაფი ფუნქცია, რათა მყისიერად შედგეს ჯგუფური კომუნიკაცია. უნდა იყოს აღწუღვილი ინდივიდუალურ რადიო გადამცემ მოწყობილობებს შორის პირდაპირი კავშირის რეჟიმით, მონაცემთა გადაცემის სერვისებით და აუცილებლად იყოს ეკონომიური.


#9

რომელი ტექნიკური ნაწილი უნდა იყოს პრიორიტეტი კომპანიაში

საკუთარი ბიზნესის შექმნისას ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც მენეჯერმა უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციის შენახვა-გადაცემისა და დაცვის საკითხია, ვინაიდან პირადი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორად იყოს გამოყენებული და მართული. ნებისმიერი ზომისა თუ ტიპის კომპანიაში მნიშვნელოვანია ინფორმაციის სწორად მართვა, მისი შენახვა კი, შეიძლება თავიდან პრობლემა არ იყოს, რადგან შედარებით ნაკლებ ინფორმაციასთან გვქონდეს საქმე, თუმცა დროთა განმავლობაში, როდესაც კომპანია გადის განვითარების გზას, ინფორმაციის რაოდენობა ყოველთვის იმატებს, რაც თავის მხრივ, ქმნის იმის საჭიროებას, რომ ის შესაბამისად იყოს დაცული და შენახული. კომპანიაში დაგროვებული დიდი მოცულობის ინფორმაცია სათანადოდ რომ იყოს დაცული, აუცილებელია საკმაოდ კარგად გამრთული დატა ცენტრი, რომელიც შეინახავს ამ ინფოს და მისი მართვაც მოქნილი იქნება.

კომპანიებში პირადი ინფორმაციის დაცვასა და შენახვასსთან ერთად, მნიშვნელოვანია როგორ გამოიყენება ის, რა მექნიზმებით იმართება, ვის აქვს წვდომა და რა გზით ხდება მისი გადაცემა. თანამედროვეობაში მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში დანერგილი იყოს საკაბელო ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ ეფექტურობას და იქნება საიმედო. ამის მისაღწევად, საუკეთესო ალტერნატივა არის სტრუქტურირებული საკაბელო სისტემა, რომელიც წარმოადგენს ტექნოლოგიას და იძლევა საშუალებას, რომ საკაბელო ინფრასტრუქტურა ოპტიმალურად იყოს დაორგანიზებული. მისი საშუალებით შესაძლებელი ხდება სწრაფი რეაგირება მომავალში ყველა შესაძლო ცვლილებაზე, რაც იწვევს მთლიანი სისტემის ფუნქციონირების ეფექტურობის ზრდასა და მომსახურებისა თუ მხარდაჭერის ხარჯების მინიმიზაციას. ბოლო წლებში, აღნიშნული ტექნოლოგია სულ უფრო მეტ ინტერესს იძენს, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი რანგის ორგანიზაციაში თანამედროვე, მაღალსიჩქარიანი ქსელების აგება. სისტემას შეუძლია დაფარავოს მთლიან შენობა და უზრუნველყოფს საინსტალაციო ხარჯების შემცირებას. როდესაც შენობას ექსპლატაციაში მიიღება, ამის შემდეგ მარტივია დამატებით განხორციელდეს პასიური ინფრასტრუქტურის დაკაბელება. ერთიანი საკაბელო სისტემა, თავის მხრივ, მოიცავს ქვესისტემებს, რომლებიც ერთმანეთს სპეციალური მაგისტრალებით უკავშირდება, თავს კი ერთ საკომუტაციო ცენტრში იყრის. სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ ხანგრძლივად გამოყენებადია და იძლევა შესაძლებლობას, რომ თავდაპირველი, ძირეული ჩარევისა და შექმნის შემდეგ, ძალიან დიდ ხანს შეძლოს გამრთულად ფუნქციონირება, რაც სრულიად ამართლებს იმ ხარჯებს, რომლიც ამ სისტემის შექმნისთვის იქნება გაწეული. სტრუქტურირებულ საკაბელო სისტემებთან დაკავშირებული გადაწყვეტები ხორციელდება TIA, EIA და ISO სტანდარტების მიხედვით.


#10

რატომ არის მნიშვნელოვანი ორგანიზაციისთვის ქონდეს გამართული დატა ცენტრი და მონაცემთა ბაზები? თითოეულ ორგანიზაციაში ყოველდღიურად დიდი მოცულობის ინფორმაცია გროვდება და ინახება, რაც მონაცემთა ბაზების, ინფორმაციის არქივაციისა და მისი დაცულობის მიმართ მოთხოვნას ზრდის, ამიტომ, ორგანიზაციის განვითარებასთან ერთად, იზრდება და იხვეწება მისი IT ინფრასტრუქტურაც. მნიშვნელოვანია, აუდიო თუ ვიდეო ინფორმაციის და სხვა მონაცემთა შენახვა-არქივაციის სისტემების გამართულობა, როგორც ფუნქციონალური, ასევე გეოგრაფიული დუბლირებით, ჩნდება დამატებითი უსაფრთხოებისა და კონტროლის საჭიროება. თანამედროვე სასერვერო ინფსრასტრუქტურა, ჭრის ყველა ამ ამოცანას და შესაძლებელს ხდის მონაცემებთან შეუფერხებელ, დაცულ წვდომას.


#11

დაშვების მართვა და კონტროლი შენობის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. დაშვების სისტემა საშუალებას იძლევა, შენობის გარკვეულ ნაწილებში გადაადგილება დავარეგულიროთ, საჭიროებისამებრ შევზღუდოთ და ვაკონტროლოთ, ზუსტად ვიცოდეთ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების რაოდენობა და თითოეულის ადგილმდებარეობა. სისტემა თანამშრომელთა სამუშაო დროის დაანგარიშების შესაძლებლობასაც ქმნის, ამიტომ აქტუალურია, როგორც მცირე ზომის ოფისებისთვის, ისე მსხვილი საწარმოებისა თუ დიდი დაწესებულებებისთვს.


#12

რატომ არის მნიშვნელოვანი ყველა ორგანიზაციისთვის ქონდეს გამართული მონაცემთა ბაზები? ნებისმიერ ორგანიზაციაში ყოველდღიურად დიდი მოცულობის ინფორმაცია ინახება, რაც მონაცემთა ბაზების, ინფორმაციის არქივაციისა და მისი დაცულობის მიმართ მოთხოვნას ზრდის, ამიტომ, ორგანიზაციის განვითარებასთან ერთად, იზრდება და იხვეწება მისი IT ინფრასტრუქტურაც.


#13

თანამედროვე ბიზნესისთვის აუცილებელია seo ოპტიმიზაცია , დამეთანხმება გოლიათა და ნათია


#14

გამარჯობა დაშვების სისტემის გამონტაჟება როგორ ხდება? ვის შეიძლება რომ მივმართო?


#15

მე ვფიქრობ რომ ყელსაბამი არის ძალიან ლამაზი რამ