პირველი აუთლეტ სოფელი საქართველოში


#1

აუთლეტში შოპინგი საკმაოდ მოსახერხებელია ყველა ადამიანისთვის, ამიტომ საკმაოდ პოპულარულიცაა. საქართველოს მომხმარებელშიც გაჩნდა მოთხოვნა, რომ ცნობილი თუ ადგილობრივი ბრენდების აუთლეტ მაღაზიები ერთ სივრცეში გაერთიანდეს, რათა მომხმარებელს უფრო მეტი არჩევანისა და კომფორტის საშუალება ჰქონდეს. 2022 წელს 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ქალაქის ტიპის Tbilisi Outlet Village - ის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდება, რომლის ფარგლებშიც აშენდება 12 500 კვ.მ კომერციული სივრცე. სწორედ აქ განთავსდება 70 საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილი საერთაშორისო ბრენდი, რასაც მეორე ფაზაში 7 500 კვ.მ-ზე 40 ახალი ბრენდი დაემატება. პროექტის დასრულებისას ის ჯამში 20 000 კვ.მ. სივრცეში 110 ბრენდის განთავსებას შეძლებს.
Outlet Store Tbilisi - ს ტერიტორიაზე განთავსდება უამრავი კვების ობიექტი, რომელიც ვიზიტორებს საშუალებას მისცემს განიცადონ უნიკალური გასტრონომიული გამოცდილება. ქართული მეღვინეობის უძველესი კულტურის პოპულარიზაცას ემსახურება, ასევე ორიგინალური კონცეფციის ღვინის ბარის გახსნაც, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ღვინოებს შესთავაზებს აქ მოსულ მომხმარებელს.