როგორ ავარჩოთ ბინა თბილისში
თბილისი ახალი შესაძლებლობების ქალაქია, სწორედ ამიტომ მოუწევს გული აქ უამრავ ახალგაზრდას. აქ უამრავი ახალი შენობა შენდება, ხდება ახალი ტერიტორიების ათვისება, რაც ზრდის ბინის არჩევანის შესაძლებლობას, შესაბამისად ადამიანს შეუძლია აირჩიოს მასზე მორგებული საცხოვრისი. თბილისი განსხვავებული ადამიანების ქალაქია, შესაბამისად თუ პირველი ადამიანისთვის ბინები ვაკეში უფრო საინტერესოა, მეორესთვის შეიძლება უინტერესო იყოს, მესამეს კი გარეუბნისკენ მიუწევდეს გული. ამ ფაქტის გათვალისწინებით, დეველოპერები ცდილობენ ყველა სეგმენტს მათთვის საინტერესო ბინა და პირობები შესთავაზონ. სტუდენტებისთვის იდეალური ვარიანტია ბინები ჭავჭავაძეზე, ან მათ სასწავლებელთან ახლოს. სხვა შემთხვევაში მოძრაობის ხარჯები საკმაოდ მაღალი შეიძლება იყოს და ყოველდღიურად სახლიდან სამსახურამდე მისასვლელი დრო შეიძლება გაიწელოს. თუ სწავლის პარალელურად, მუშაობთ, უნდა გადაწყვიტოთ რომელი უფრო პრიორიტეტულია და ამის მიხედვით განსაზღვროთ საცხოვრებელი ადგილი.