ჩვენი ნანახი სერიალები, აზრები და ა.შ.


#202

Game of Thrones -ის ხუთივე სეზონი ვნახე მიყოლებით ამ კვირაში. მანამდე არცერთი სერია არ მქონდა ნანახე. საინტერესო ექსფერიენსი იყო. :smile:


#203

:smiley: :smiley: :smiley: http://www.sbs.com.au/comedy/danger-5
აქტიურ ლინკს თუ ნახავთ საიდანაც ამის ყურება შეიძლება დამილინკეთ. იუტუბზე ვგლახაობ :smiley:


#204

უფროსი skarsgard თუ გევასებათ, დაბერებული, მარა დასტოინი მსახიობი და გულის გამაწვრილებელი დეტექტივების ხასიათზე თუ ხართ:


#205

რამდენიმე წლის წინ ქუჩის კუთხეში შევეჩეხე მაგას, literally. გავუცინეთ ერთმანეთს და გავაგრძელეთ გზა :smiley:.


#206

awwwww :heart_eyes:
:smiley: :smiley: :smiley:


#207

ატას! ჯესიკა ჯოუნსი დადო აიმუვიზმა - უყურებთ ვინმე?


#208

ნეტფლიქსზე მანახა გუშინ. ღირს?


#209

ჯერ არ ვიცი, ახლა დავიწყე ყურება. მაგრამ ისეთ რეკლამას უკეთებდნენ რამდენიმე თვე რო რავი. ნუ თან დევიდ ტენანტი თამაშობს მთავარ ბუას :smiley:

p.s. ორ სერიას ვუყურე, ჯერ დიდი ვერაფერი.


#210

Good, Good, დეარდევილიც სანახავი მაქვს, ვნახოთ რას აკეთებს ნეტფლიქსი აბა


#211

ბარემღას ამასაც დავწერ, ზემოთ ხომ ვთქვი River-ს ვუყურებთქო, ჰოდა არ ვიცი შემთხვევით გამოუვიდათ, თუ სპეციალურად გაჟღინთეს სერიალი ასეთი შეფარებული ირონიით, მაგრამ მომენტებში ძალიან ღადაობაა საცა წესით არ უნდა იყოს. მაგალითად, მთავარ პერსონაჟს, გამჭრიახ, მაგრამ შიზოფრენიკ, საპენსიო ასაკს მიტანებულ, მაგრამ დასტოინ სტელან სკარსგადს (როგორ დავწერო ქართულად მაგის გვარი?!) ყავს შედარებით ახალგაზდა, მაგრამ უგემოვნო, გულკეთილი, მაგრამ უშნო ნიტო ინდუსი, ნიტო პაკისტანელი პარტნიორი. როგორც წესი, სანამ თავშეკავებული, მაგრამ ჰალუცინაციებში გასული სტელანი შინაგან ჭუნვებშია, ეს პაკისტანელი თუ ინდუსი პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობებს - იქექება დოკუმენტებში, ესაუბრება ეჭვმიტანილებს, ასეირნებს თავის თოთო ბავშვს - ჭაპანს სწევს რა!. :smiley: ასე მაგალითად დღევანდელ სერიაში, სანამ ეს ჩვენი დასტოინი შიზოფრენიკი, ვეს ტაკოი იმპაზანტი ვ შიკარნამ პალტო, თავის დასტოინ სახლში (ბტწ საკაიფო ინტერიერია), დასტოინი ჭიქა ღვინით ხელში ასევე დასტოინ, მაგრამ ახალგაზრდა ფსიქიატრ ქალს (ცხადია დასტოინად) უყვება თავისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის ტრავმატული მომენტების შესახებ (კაროჩ პიზდეც ისეთი ინტელეკტუალური და გულშიჩამწვდომი მომენტია) ეს ჩვენი საწყალი პაკისტანელი თუ ინდოელი რომელიღაც დურდღლიან ზაკაულოკში მიიმწყვდია ეჭვმიტანილმა და ისე გაძუყნა მომდევნო სერიამდე მიაღწევს თუ არა არ ვიცით :smiley: კაროჩე მარალ - იყავი დასტოინი და თეთრი, ან მოკვტი! გლეხი კაცისთვინ ისევ არავინარალი!!!
პ.ს. ყურებას მაინც გირჩევთ :smiley:


#212

ისევ მე ვარ (რაღაც მონოლოგი გამომდის უკვე აქ :D)
ამჯერად ფილიპ დიკის the man in the high castle აღმოვაჩინე, ჯერ არ მიყურებია. ვაპირებ. თუ ვინმემ უკვე უცქირეთ - გამიზიარეთ შთაბეჭდილებები.

პ.ს. ჯესიკა ჯონსის 5 სერიას ვუყურე და ვერ მივხვდი imdb-ზე მაგხელა რეიტინგი რატომ აქვს. სურიოზნი აბლომი მაქვს :frowning:


#213

Good news everyone!
Netflix Says It Will Have Twice As Many Of Its Own Shows Next Year


#214

დიდი იმედი მქონდა და დამრჩა ნაზავი ემოციები. კრიმინალური სიუჟეტები საინტერესოა საკმაოდ ყველა სერიაში, მაგრამ კულმინაციებია სუსტი, ეტყობა ბიუჯეტის გამო.


#215

რა დამთხვევაა, მეხუთე სერიის შემდეგ პირდაპირ ბოლოს ვუყურე :smiley:.


#216

სონი საიფაიზე stargate atlantis-ი გადადის მეათასჯერ მგონი, ოდა დილაობით ვზივარ და ვუყურებ :3


#217

ეხლა დავიწყე და ჯერ-ჯერობით კააარგი ^.^

update: კარგია, კარგი. უცქირეთ :slight_smile:


#218

ამან მაგრად მეიტანა!


#219

ფენტეზი ვისაც გევასებათ ეს ნახეთ აბა

It’s the sort of low-calorie fantasy you can easily watch and enjoy if you turn off most of the critical faculties in your brain for an hour. Unfortunately, if you start to actually pay attention or question stuff about the show, its flaws aren’t hard to find. They’re hard to ignore.

http://www.forbes.com/sites/erikkain/2016/01/05/the-good-the-bad-and-the-ugly-of-mtvs-shannara-chronicles/


#220

ჯერჯერობით საკაიფოდ მიდის


#221

აუ ძაან კარგად წამოიღო

4ივე სერია ერთი ამოსუნთქვით ვნახე