საინტერესო ქართული ინტერნეტ-სტარტაპები


#1

დისკუსიის გაგრძელება აქედან რატომ არის ქართული ინტერნეტი ასეთი ჩამორჩენილი?:

ამ თემიდან გამომდინარე მოდით აქ შევაგროვოთ და განვიხილოთ საინტერესო ქართული ინტერნეტ - სტარტაპები.

ასევე დავწეროთ თუ რა მხრივ იქნებოდა მისი გაუმჯობესება საჭირო.

მეგობრული გზები, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერს საქართველოს რუკაზე დაამატოს ავტოსაგზაო შემთხვევა.

http://www.megobruligzebi.ge


#2

Momxmarebeli.ge კაი რამეა, საკვების ხარისხს აკონტროლებენ


#3

3d ვებკამს ამუშავებს ჩვენიანი, დადო უკვე პროტოტიპი :sunny:


#4

აჰა, საკაიფოა, წარმოიდგინე ეგ Security კამერად სადმე ბანკში
მიუერთდები უცებ დაათვალიერებ :smile:


#5

ვახ, გაასწორა!

ჯობია იაფიანი საჩუქრებიც დადოს, როგორც ყველა შვრება. პირდაპირ 300$-დან იწყებს ბენეფიტებს :D.

გაგიკვირდება და ხალხს ძალიან მოსწონს ეგეთი რამეები. აი რაღაც მსგავსი:

პ.ს. ისე კიკსტარტერზე რატომ არ გააკეთა, უფრო დიდი აუდიტორია ჰყავს.


#6

აჰა, რედიტზეც მოხვდა:

http://imageshack.com/scaled/large/18/0ruv.gif


#7

რა იქნება არ ვიცი, 5 დღეში closed beta იწყება:

http://www.in2circle.com

პ.ს. ქართულია.


#8

წერ სიტყვას შეცდომით და გისწორებს…

მშვენიერი იდეაა

http://ena.ge


#9

ქიქსტარტერი მარტო რამოდენიმე ქვეყნისთვისაა. საქართველოდან ვერ დადებ ვერაფერს.


#10

the elitist jerks :smiley:.

მანდ ასევე მგონი დაფინანსების მოდელებშიც არის განსხვავება, დეტალები არ მახსოვს.


#11

Flexible funding შეგიძლია როგორც ვიცი indiegogoზე, ანუ თუ არ შეგროვდა რამდენიც გიწერია მაინც შეგიძლია მიიღო ფული.


#12

ერთად შევაკეთოთ ჩვენი ქალაქის ქუჩები

გზების პრობლემების crowdsourcing:

http://www.chemikucha.ge/ka/


#13

Python/Django


#14

იდეა კარგია - შესრულებას უჭირს


#15

მადლობა :smile: შესრულებასთან დაკავშირებით მაინტერესებს რას შეცვლიდით რას გააუმჯობესებდით მუშაობის პროცესში ვართ ჯერ , აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ პროექტი არის ალფა , ჯერ ჯერობით ბევრი რაღაცის დამატებას ვაპირებთ და კარგი იქნება შენიშვნებს თუ მოგვცემთ.

მადლობა ჩვენი პროექტის განხილვისთვსი :smile:


#16

რუქას გაუმართლებლად პატარა ადგილი უკავია და რჩეულ კომპანიებს გაუმართლებლად დიდი.
თუ გინდა რომ გამორჩეული იყოს, პინების დიზაინი შეცვალე, რჩეულ კომპანიებს ქასთომ პინები მიეცი, მაგალითად არაის - არაის ფერებში და ა.შ
თუ ქალაქების არჩევა არ შეიძლება ჯერ, დეფოლტად “ქალაქები” კი არა პირდაპირ თბილისი.
სერჩი არ მუშაობს? მაგალითად ალტაზე იძახის რომ არაფერი მოძიებნა, ასევე Ux-ისთვის, როდესაც ლაპარაკია ბევრფილიალიან კომპანიაზე, მაგალითად ბანკზე და იუზერი ეძებს “საქართველოს ბანკს” გამოჩენილ დროპდაუნში მითითებული უნდა იყოს მისამართის ნაწილი მაინც რომ იუზერი არ დაიტანჯოს.
ასევე თუ ადგილი არ იძებნება, მიეცით საშუალება იუზერს იქიდანვე დაამატოს.

ეს ისე, ზედაპირული გადახედვით რაც ვნახე.


#17

იმით დავიწყებ რომ არავინ UI ექსპერტები არ ვართ აქ :smiley:
ხოდა ჩვენი კომენტარებიც სუბიექტურია…

ყველაზე მეტად მე რაც მიქმნის უხერხულობას ეგაა ძიების სამი პარამეტრი:

ჯერ ვწერ კომპანიას, მერე ვირჩევ კატეგორიას, მერე ქალაქს.

ავიღოთ იუზერის მოქმედების ლოგიკური ჯაჭვი: თუ სახელი ვიცი კომპანიის, რაღაში მჭირდება კატეგორიის მითითება?
დავუშვათ ჩავწერე ავერსი, სანამ კატეგორიაზე გადავალ, რა მოხდება? ანუ ვიცი რომ ავერსი არის აფთიაქი და რაღაში მჭირდება კატეგორიის მითითება?
ზედმეტი რგოლია ჩემი აზრით და მაგან შეიძლება იუზერები გააწვალოს ისე, რომ ვერც მიხვდნენ რა აწვალებთ და ნელ-ნელა შეეშვან მაგის გამოყენებას. კატეგორია შეიძლება იყოს სხვა საძებნი პარამეტრი, სხვაგან და არა მანდ მოქმედებათა ჯაჭვში. მაგალითისთვის:

არ იცი რას ეძებ? მოდი დაათვალიერე კატეგორიების მიხედვით.

როგორც ამბობენ less is more და მაგას მიაწექით.

ქალაქიც კი სათუოა მანდ ჩემი აზრით.


#18

გამარჯობათ , განხორციელდა ცვლილებები საიტზე , მცირედი ცვლილებები დიზაინში , ასევე დაემატა 10 ბალიანი შეფასების სიტემა , გამოსწორებულია ძიება , და ახალი დომენიც http://misamarti.ge . გადახედეთ , შეგვიფასეთ , და შეცდომები გვითხარით მადლობა წინასწარ


#19

გაგიმარჯოს.

თუ სურვილი გექნება, ყოველთვის შეგიძლია თავისუფლად გახსნა თემა მხოლოდ შენი პროექტის შესახებ, სადაც დეტალურად იქნება საუბარი. მკაცრი წესები გახსნის შესახებ ნამდვილად არ გვაქვს, გარდა შესაბამისი ფრონტისა(კატეგორიისა) მითითებისა. ფრონტი ასევე საკმაოდ ღიაა ახალი ფრონტების გახსნის შესახებ წინადადებებზეც :).

წარმატებები პროექტს და ახლა მეც გადავხედავ.




განახლება :smile::

@kchorgolashvili

მომხმარებლის მხრიდან დანახული მომენტები:

  1. ძალიან კარგი იქნებოდა, სახელის ჩაწერისას ძებნის ველში გამოდიოდეს ჩამოსაშლელი მენიუ, მაგ: თუ ვწერ ალ-ს, გამოაქვს:
    ალბა -------------- წიგნები
    ალტა ------------ ტექნიკა
    ალკატელი ------ტექნიკა და ა.შ.

ეს საკმაოდ გაზრდის discovery-ს საიტზე და ვიზიტორებსაც გაუადვილებს საქმეს.

2 . კონვერტაცია გააკეთეთ სახელების. ლათინური -> ქართული და პირიქით. ალტა-ზე არაფერი მანახა, alta-ზე მანახა.

3 . შედეგზე გადასვლა.

  • ძალიან ბევრი ცარიელი ადგილია. (ალბათ მომავალში ბანერების დადებას გეგმავთ მანდ). სხვა შემთხვევაში კი ძალიან ღარიბია. გარდა ამისა, ამხელა ლოგო და ბანერი მგონი საერთოდ არაა საჭირო, ვიზუალურ ხმაურს ქმნის მხოლოდ.

  • უსარგებლო და სასარგებლო ინფორმაციების განლაგება.
    ჩემი აზრით არავის სჭირდება კომპანიის აღწერა. 100-დან რამდენს შეიძლება აინტერესებდეს, როდის დაარსდა ალტა და ა.შ. ვინც ალტას ეძებს, იცის, რომ ტექნიკის გამყიდველს ეძებს,
    რეიტინგები ძალიან რთული საკითხია და ნდობას არავისში იწვევს. 9.0 ალტას ქულა არაფერს მეუბნება.

რაც მომხმარებელს/მძებნელს სჭირდება, ესაა მუშაობის საათები, მისამართი, საიტი, ტელეფონი, რუკა. დანარჩენი ჩემი აზრით არის ზედმეტი ინფორმაცია და ხმაური.


#20

mashasada.me